გახარიას მხარდამჭერი გვერდი “ქართული ოცნების” კვლევის ყალბ შედეგებს ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

5
VIEWS

26 სექტემბერს ფეისბუქ გვერდზე სამეგრელო • Samegrelo გამოქვეყნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევაში გიორგი გახარიას პარტია 31%-ით ლიდერობს, “ქართული ოცნება” კი 29%-ით მეორე ადგილზეა. პოსტი, რომელშიც არც წყარო, არც კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია ან სხვა მონაცემია მითითებული, შემდეგი კომენტარით ვრცელდება: “ოცნების ბოლო კვლევებით, რომელიც ჩაატარებინეს შედარებით დამოუკიდებელ ორგანიზაციას რეალური სურათის დასანახად, პროცენტები ასე გადანაწილდა”. აღნიშნული მონაცემიდან არც ის ჩანს, თუ რა გეოგრაფიულ არეალში ჩატარდა კვლევა, ან როგორ იყო ფორმულირებული კითხვა.

"

პოსტი დეზინფორმაციულია, ვინაიდან “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ლიდერობს, ღია წყაროებით არ იძებნება. “ქართულმა ოცნებამ” აგვისტოსა და სექტემბერში რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. ყველა მათგანში პირველ ადგილს “ქართული ოცნება” იკავებს, პარტია “საქართველოსთვის” მონაცემები კი 31%-ზე დაბალია.

რეალურად, “ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებული არცერთი წინასაარჩევნო კვლევის მიხედვით, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” არ ლიდერობს. 13 აგვისტოს პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა წარადგინა პარტიის შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც თბილისში “ქართული ოცნება” ხმების 46.3%-ს იღებს. პარტია “საქართველოსთვის,” ამ კვლევის მიხედვით, 5.2%-ით მეოთხე ადგილზეა.

10 სექტემბერს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თბილისში ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” 48.6%-ით პირველ ადგილზეა, გახარიას პარტია კი – მესამე ადგილს 5.8%-ით იკავებს. 13 სექტემბერს შალვა პაპუაშვილმა გამოაცხადა რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე ხმების 49.7%-ით კვლავ “ქართული ოცნებაა”, პარტია “საქართველოსთვის” კი 3,3%-ით მეოთხე ადგილზეა. 20 სექტემბერს პაპუაშვილმა ბრიფინგზე ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაცხადა, რომლის მონაცემები შემდეგია:  “ქართული ოცნება” – 49.2%, პარტია “საქართველოსთვის” – 4.1%.

გარდა “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული კვლევებისა, წინასაარჩევნო კვლევა ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით საქართველოს მასშტაბით ჩაატარა GORBI-მ, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე – “დღეს რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?” – გამოკითხულთა 47.2%-მა “ქართული ოცნება” დაასახელა. გამოკითხვაში გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 6.9%-ით მესამე ადგილს იკავებს.

წინასაარჩევნო კვლევები ტელეკომპანიების “მთავარის” და “ფორმულას” დაკვეთითაც ჩატარდა. IPSOS-ის კვლევის მიხედვით,კითხვაზე “რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს?” “ქართულ ოცნება” 35%-მა, “ნაციონალურ მოძრაობა” 30%-მა, “საქართველოსთვის” კი 9% დაასახელა. Edison Research-ის მიხედვით, კითხვაზე “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას?” 36%-მა “ქართულ ოცნება”, 27%-მა “ნაციონალური მოძრაობა”, 11%-მა კი პარტია “საქართველოსთვის” დაასახელა.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი სამეგრელო • Samegrelo 2020 წლის 24 სექტემბერს შეიქმნა. ფეისბუკ გვერდის მიხედვით,  მისი მიზანი სამეგრელოს ულამაზესი ბუნების გაცნობა და ამ რეგიონში მოგზაურობის წახალისებაა. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული გვერდი გიორგი გახარიას, მისი პარტიის და ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ყოფილი მერის, გეგა შენგელიას მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აზიარებს. მათ შორის იყენებს პარტიულ თაგებს (#ზუგდიდი საქართველოსთვის , #გეგაზუგდიდისმერად#აირჩიე25), რომლითაც ამომრჩეველს პარტია “საქართველოსთვის” და მისი ზუგდიდის მერობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"

"

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist