ავალდებულებს თუ არა ამერიკული FARA რეგისტრირებულებს საჯარო განცხადებების დროს აგენტობის აღიარებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

55
VIEWS

30 მაისს TV4-ის ეთერში დავით ახვლედიანის გადაცემა ,,სოლიდარობის დროს” სტუმარმა, დიტო ჩუბინიძემ თქვა, რომ ამერიკაში მოქმედი ,,უცხო ქვეყნის აგენტთა რეგისტრაციის აქტის” (FARA) თანახმად, რეგისტრირებულებმა თავიანთი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა თუ სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სიტყვით გამოსვლა აღიარებით უნდა დაიწყონ და თავდაპირველად თქვან, რომ აგენტები არიან. 

დიტო ჩუბინიძე: ,,თურმე, ამერიკული FARA-ს თანახმად, ყველა ის უცხო ქვეყნის აგენტი, გავლენის აგენტი, რომელიც არის ამ სიაში შესული, როგორც კი დაიწყებს საჯარო განცხადებების გაკეთებას ტელევიზიით, პრესით, სხვა საინფორმაციო საშუალებებით ან საჯარო შეხვედრებზე, ა.შ., ის ვალდებულია, განაცხადოს, ლაპარაკი დაიწყოს ამ ტექსტით, რომ მე, მაგალითად, თინა ხიდაშელი, ამერიკული ЦРУ-ს აგენტი…”

avaldebulebs thu ara amerikuli FARA registrirebulebs sajaro gantskhadebebis dros agentobis aghiarebas ავალდებულებს თუ არა ამერიკული FARA რეგისტრირებულებს საჯარო განცხადებების დროს აგენტობის აღიარებას?

მტკიცება, თითქოს აშშ-ში FARA-ს აქტი რეგისტრირებულებს საჯარო სივრცეში საუბრის აგენტობის აღიარებით დაწყებას ავალდებულებს, სიმართლეს არ შეესაბამება. კანონის 612-ე პარაგრაფში რეგისტრირებულთათვის მოთხოვნებია გაწერილი, თუმცა იქ საჯაროდ აგენტობის აღიარების შესახებ არაფერი წერია. მსგავსი პრაქტიკა, რაზეც გადაცემაში საუბრობენ, რეალურად, რუსეთში მოქმედებს.

,,უცხო ქვეყნის აგენტთა რეგისტრაციის აქტი” (FARA) რამდენიმე პარაგრაფს მოიცავს. მათგან ყველაზე ვრცელი 612-ე პარაგრაფია და მასში რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნებია გაწერილი. პარაგრაფი ,,მოთხოვნები რეგისტრაციისთვის” მოიცავს ისეთ დეტალებს, როგორიცაა რა სახის ინფორმაცია უნდა მიეთითოს ბაზაში, რეგისტრაციის ვადები, ამავე პუნქტშია ვალდებულებებიც: რეგისტრაციისთვის წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია დასაქმებულთა შემადგენლობის, შემოსავლების, ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობის, კლიენტებების ვინაობის, დადებული კონტრაქტების შესახებ და ა.შ. ცალკე პარაგრაფი ეთმობა ჯარიმებისა და აღსრულების კომპონენტს. 

ამერიკული FARA-ს არც ერთი პარაგრაფი არ ავალდებულებს რეგისტრირებულებს საჯაროდ საუბარი აგენტობის აღიარებით დაიწყონ. ერთადერთი ვალდებულება, რაც FARA-ში რეგისტრირებულს საუბრისას ეკისრება, მხოლოდ ზეპირად დადებული შეთანხმების პირობების წარდგენაა, თუნდაც მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმებული არც იყოს. 

ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, რუსეთში აგენტებად გამოცხადებულ ორგანიზაციებსა თუ ფიზიკურ პირებს, აგენტობის აღიარების ვალდებულება აქვთ. მათ ნებისმიერ ტექსტს, ვიდეოს, პოტკასტს, აუდიო ჩანაწერს, სოციალური მედიის პირად პოსტს, გადაზიარებულ (Repost) პოსტებს, მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს, სოციალურ მედიაში პოსტის კომენტარს, სავიზიტო ბარათებსა თუ ბლანკებზე ყველგან მიუთითონ, რომ ის იწარმოა ან გავრცელდა აგენტის მიერ, ან შეიცავს ინფორმაციას აგენტის შესახებ. 

უცხოური გავლენის აგენტებად გამოცხადებული პირები, საკუთარ პოსტებს აგენტობის აღიარებით იწყებენ და ყველა მათგანში შაბლონურ ტექსტებს წერენ. მაგალითად, 2023 წლის თებერვალში რუსეთის სახელმწიფომ მომღერალი ზემფირა აგენტად გამოაცხადა, მას შემდეგ მომღერალი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებს აღიარებით იწყებს და წერს, რომ მასალა მომზადებულია ან გავრცელებულია, ასევე ეხება უცხოური გავლენის აგენტს ზემფირა რამაზანოვას. მსგავსი მოთხოვნა მედიებისთვისაც არსებობს. მედიასაშუალებებმა თითოეულ მედიაპროდუქტს უნდა დაურთონ შაბლონური ტექსტი, რომ მედიას უცხოური აგენტის სტატუსი აქვს.

avaldebulebs thu ara amerikuli FARA registrirebulebs sajaro gantskhadebebis dros agentobis aghiarebas1 ავალდებულებს თუ არა ამერიკული FARA რეგისტრირებულებს საჯარო განცხადებების დროს აგენტობის აღიარებას?

ამერიკაში მოქმედ FARA-ზე არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ასევე, მას მანიპულაციურად უკავშირებდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. აგენტების კანონონს. ,,მითების დეტექტორმა” მსგავსი შინაარსის ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist