Facebook-მა რუსეთიდან დაფინანსებული დეზინფორმაციული კამპანია გამოავლინა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

gettyimages-6248309561
148
VIEWS

Facebook-ის თქმით, კომპანიამ  რუსეთის მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციული კამპანია გამოავლინა, რომლის მიზანიც სოციალურ ქსელში წინააღმდეგობრივი სოციალური და პოლიტიკური მესიჯების გავრცელება და მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენა იყო. ამ მიზნის მისაღწევად, 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე 3 000-მდე რეკლამაში $100 000 დაიხარჯა.

Facebook-ის განმარტებით, აღნიშნული რეკლამები არ ეკუთვნოდა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პირს, არამედ მიგრაციის, რასიზმის, თანასწორობის, ლგბტ უფლებებისა და იარაღის კონტროლის საკითხებს იდეოლოგიურ ჭრილში განიხილავდა. რეკლამები დაკავშირებული იყო Facebook-ის 470-მდე ანგარიშთან, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ ან სხვა ფორმით არღვევდნენ Facebook-ის დადგენილებებსა და პირობებს. Facebook-ის უსაფრთხოების მთავარი ოფიცრის, ალექს სტამოსის განმარტებით, ეს ანგარიშები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და დიდი ალბათობით, რუსეთის გარეთ ოპერირებდნენ.

პროპაგანდისტული კამპანია Facebook-ის შიდა გამოძიების ფარგლებში გამოაშკარავდა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალური ქსელის ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. საგამოძიებო ჯგუფი აკვირდებოდა თითოეულ რეკლამას, რომელიც რუსეთიდან ფინანსდებოდა, მათ შორის იმ რეკლამებსაც, რომლებსაც მინიმალური კავშირი ჰქონდა ორგანიზებულ კამპანიასთან. ჯგუფი ასევე იკვლევდა ამერიკული IP  მისამართებიდან შეძენილ რუსულენოვან რეკლამებსაც იმ შემთხვევებშიც კი, თუ ისინი Facebook-ის პოლიტიკას ან კანონს არ არღვევდნენ.

Facebook-ის განმარტებით, ამ საკითხის შესახებ, ისინი აშშ-ის გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist