ძალადობრივი “ალტ-ინფოს” წამყვანი მოსკოვში “ალტერნატივა საქართველოსთვის”  ვიზიტს გეგმავს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

132
VIEWS

1 სექტემბერს tvalsazirisi.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პოლიტიკური მოძრაობა “ალტერნატივა საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი და მედია ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანი, ასევე დამფუძნებელი გიორგი ქარდავა მოსკოვში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა. როგორც tvalsazirisi.ge წერს, ქარდავა მოსკოვში “ალტერნატივა საქართველოსთვის” ლიდერებისა და რუსეთის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებს შორის შეხვედრის მოსამზადებლად იმყოფება.

“ალტ-ინფო” ლევან ვასაძის პოლიტიკურ პარტია “ერთობა, რაობა, იმედთან” (ერი) დაკავშირებული მედია პლატფორმაა, რომლის წამყვანები და დამფუძნებლები  2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციის ორგანიზებაში და ძალადობის წახალისებაში იყვნენ ჩართულნი. “ალტ-ინფოს” ანტიდასავლური, ანტილიბერალური რიტორიკა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიო გახდა. როგორც ვასაძის პარტია “ერის” მხარდამჭერები, ასევე “ალტ-ინფოს” წამყვანები, რომლებიც აცხადებენ, რომ აგრესია პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის აუცილებელი იარაღი უნდა გახდეს, მოქალაქეებს ევროკავშირის დროშების დაწვისკენ მოუწოდებდნენ. “ალტ-ინფოს” მჭიდრო კავშირი აქვს ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელ და ულტრანაციონალისტ ფილოსოფოს ალექსანდრე დუგინთან, რომელიც თბილისი პრაიდთან დაკავშირებით 2021 წლის 5 ივლისს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით გულშემატკივრობდა, სხვადასვა დროს კი ალტ-ინფოს ეთერს კრემლის სხვა იდეოლოგებთან ერთად სტუმრობდა.

ალტერნატივა საქართველოსთვის” 2019 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის მოქალაქე გიორგი ქარდავასთან ერთად “ალტ-ინფოს” სხვა წამყვანებმა შოთა მარტინენკომ და ირაკლი ყიზილაშვილმა, ასევ კონსტანტინე მორგოშიამ დააფუძნეს.

2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, როდესაც თბილისი პრაიდის კონტრაქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს და პრაიდის ორგანიზატორებს ოფისებში უვარდებოდნენ, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას, პირადად მორგოშია ხელმძღვანელობდა.

ადრე კონსტანტინე მორგოშია ჯერ პრო-რუსული პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი იყო და 2016 წელს ის მცხეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, შემდეგ კი ის “ქართული მარშს” შეუერთდა და მისი ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist