დეზინფორმაცია, თითქოს ლონდონში ბრიტანელები უმცირესობაში არიან

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

მტ
331
VIEWS

2019 წლის 1 ივნისს, ობიექტივის ღამის სტუდიის ეთერში, “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ განაცხადა, თითქოს ლონდონში მოსახლეობის უმრავლესობა უცხოელია და ეთნიკურად ინგლისელები მხოლოდ ადგილობრივთა მესამედს შეადგენენ.

პეტრე მამრაძე, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტი: ‘’აი, ბევრმა არ იცის ესეც, რომ ლონდონში მესამედია დარჩენილი ეთნიკური ინგლისელი, 70 პროცენტი ლონდონის მოსახლეობისა არ არის ინგლისელი, ჩასულები არიან.’’

აღნიშნული განცხადება დეზინფორმაციაა, რადგან დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის 2017-2018 წლების კვლევების თანახმად, ლონდონის მოსახლეობის 63.5% გაერთიანებულ სამეფოშია დაბადებული, ხოლო 59% თეთრკანიანი ბრიტანელი და/ან ირლანდიელია.

  • ლონდონის მოსახლეობა ეთნიკურობის მიხედვით

დიდი ბრიტანეთის ეროვნულის სტატისტიკის ოფისის (ONS) 2017 წლის კვლევის მიხედვით, ლონდონის მოსახლეობის (8.87 მილიონი) 59.26% თეთრკანიანია, რაც ძირითადად თეთრკანიან ბრიტანელებს და ირლანდიელებს მოიცავს. 19.06%-ს აზიელები ( ძირითადად ინდოელები, პაკისტანელები, ბანგლადეშელები, ჩინელები) შეადგენენ. შავკანიანი მოსახლეობის ხვედრითი წილი 11.48 %-ია, რაც მოიცავს ე.წ. შავი აფრიკის ქვეყნებს და კარიბის აუზს. ხოლო დანარჩენ 10.2 %-ს შეადგენენ სხვა/შერეული ეთნიკური ჯგუფები: თეთრკანიანი აზიელები, თეთრკანიანები აფრიკიდან, ასევე არაბები და ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ სხვა კატეგორიებს.

  • ლონდონის მოსახლეობა დაბადების ადგილის მიხედვით

ეროვნული სტატისტიკის ოფისი ასევე აქვეყნებს 2018 წლის მონაცემებს ბრიტანეთში მცხოვრები მოსახლეობის დაბადების ადგილის შესახებ. სტატისტიკის მიხედვით, ლონდონში მცხოვრები (8.89 მილიონი) მოსახლეობის უმრავლესობა, 63,52% დაბადებულია გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. არაბრიტანელი ევროკავშირის მოქალაქეთა ხვედრითი წილი შეადგენს 11.49%, ხოლო დანარჩენზე  (ევროკავშირის არაწევრი ევროპის ქვეყნები, აზია, აფრიკა, ჩრდილო ამერიკა, სამხრეთ და ლათინური ამერიკა, ოკეანეთი) 24,87% მოდის.

"



მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist