9 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Nick Henkeli ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “დარბევის შემდეგ.” ვიდეოში იატაკზე დაწოლილი რამდენიმე დაშავებული ადამიანი ჩანს. ვიდეო გავრცელების თარიღის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის 8 მარტის საღამოს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგაა გადაღებული.
ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება. რეალურად, კადრები არა 8 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ თბილისში, არამედ თურქეთში 6 თებერვლის მიწიძვრის შემდეგაა გადაღებული და მიწისძვრის შედეგად დაშავებულ ადამიანებს ასახავს.
ვიდეოს ტვიტერზე 2023 წლის 7 თებერვლიდან ვრცელდება. აღწერის მიხედვით, კადრები თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგაა გადაღებული და სტიქიური უბედურების შედეგად დაშავებული ადამიანებით სავსე ერთ-ერთ კლინიკას ასახავს.
რაც შეეხება 7 და 8 მარტს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, მოქალაქეები პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. ორივე საღამოს სპეციალური რაზმებისა და პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაშლის შედეგად რამდენიმე ათეული მოქალაქე დაშავდა. დაშავებული მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ მონაწილეებმ, მათ შორის არასრუწლოვნებმა, სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღეს.


10 მარტს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ აქციების დროს დაშავდა 58 პოლიციელი.
7-8 მარტს პოლიციამ ჯამში 133 ადამიანი დააკავა. ისინი იზოლატორებიდან 9 მარტს გაათავისუფლეს.
9 მარტს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა მარი სტრუტერსმა განაცხადა, რომ აქციების დაშლის დროს უმეტეს შემთხვევაში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.