დაიწყო თუ არა ორანგუტანმა ხელების დაბანა კორონავირუსის გამო?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

სცას
131
VIEWS

www.snopes.com-ის მასალის მიხედვით

1 აპრილს ტვიტერზე  გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ორანგუტანი სახელად სანდრა მონდომებით იბანდა ხელებს. ვიდეოს აღწერილობის თანახმად, სანდრამ ხელების ჰიგიენის დაცვა მას შემდედ დაიწყო, რაც ზოოპარკის ზედამხედველებმა მოუხშირეს ხელების ბანას კორონავირუსის ეპიდემიის გამო.

სინამდვილეში ორანგუტანის ვიდეო 2019 წლის 17 ნოემბერს, ანუ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ბევრად ადრე გადაიღეს. ვიდეოს ავტორი ფლორის შტატში მდებარე პრიმატების ცენტრია. ცენტრმა ვიდეო ნოემბერში გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ სანდრას ყოველ დღე აძლევენ წყლით სავსე ჯამს, რადგან მას “ძალიან უყვარს ნივთების რეცხვა და ხელების დაბანა”.

მართალია, ორანგუტანს ჰიგიენის დაცვა კორონავირუსის ეპიდემიის გამო არ დაუწყია, მაგრამ 15 მარტს პრიმატების ცენტრმა მისი ვიდეო მოსახლეობის გასამხნევებლად გამოიყენა და ხელების დაბანის ოცწამიანი რეკომენდაციის დაცვისაკენ მოუწოდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist