დააკავეს თუ არა რუსული ენის პედაგოგები ხარკივში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

273
VIEWS

13 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ჯენი ბურჯანაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა ხარკოვის (უკრ: ხარკივი) ოლქში ყველა რუსული ენის პედაგოგი დააკავეს, განურჩევლად მათი ეროვნებისა. პოსტის ავტორი ირწმუნება, რომ დაკავებულებს 12 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 

Screenshot 5 6 დააკავეს თუ არა რუსული ენის პედაგოგები ხარკივში?

ინფორმაცია, რომ უკრაინაში ეროვნების განურჩევლად ყველა რუსული ენის მასწავლებელი დააკავეს, სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი მასწავლებლების დაკავებას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ ის პედაგოგები დააკავა, რომლებიც დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე რუსეთიდან ჩავიდნენ. ცნობები მასწავლებლების დაკავების შესახებ უარყო უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის წარმომადგენელმა, ხოლო რუსული მხარე აღნიშნავს, რომ ხარკივის ოლქში რუსი მასწავლებლები არ იმყოფებოდნენ. 

13 სექტემბერს “რადიო თავისუფლებამ” უკრაინულ გამოცემა Strana.ua-ს 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა უკრაინის მიერ განთავისუფლებულ ტერიტორიებზე მხოლოდ რუსეთის მოქალაქე მასწავლებლების დაკავება დაადასტურა. 

Strana.ua-სთან კომენტარში ვერეშჩუკმა განმარტა, რომ დაკავებული პედაგოგები რუსეთიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩამოიყვანეს. ისინი ადგილობრივ სკოლებში რუსული პროგრამის შესაბამისად ასწავლიდნენ.

ირინა ვერეშჩუკი, უკრაინის ვიცე-პრემიერი: “მათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული. ჩვენ ბევრჯერ გავაფრთხილეთ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოსვლასა და აქ უკანონო საქმიანობის განხორციელებაზე დათანხმდნენ. რა თქმა უნდა, სასჯელის ზომას მათ სასამართლო განუსაზღვრავთ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იმყოფება გარკვეული რაოდენობის რუსეთის მოქალაქე, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩამოვიდნენ და რომლებიც აუცილებლად დაისჯებიან, თუ არ დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას დაუყოვნებლივ” 

13 სექტემბერს, მოგვიანებით საპირისპირო ინფორმაციაც გავრცელდა: Настоящее время-ს მიხედვით, მათთან კომენტარში უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა მასწავლებლების დაკავების ფაქტი უარყო. გამოცემა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის იგორ ბელუსოვის კომენტარს ავრცელებს: 

იგორ ბელუსოვი, უკრაინის გენერალური პროკურატურა: “გენერალური პროკურორის ოფისის მონაცემებით, უკრაინელ სამართალდამცველებს ხარკივის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი მასწავლებლები არ დაუკავებიათ.”

ამავე დღეს, გადაცემა Breakfast Show-სთან ჩართვისას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების შესახებ საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ხოლო ამგვარი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქე მასწავლებლები სამხედრო ტყვეებად არ ჩაითვლებიან. 

მასწავლებლების დაკავებას არ ადასტურებს რუსული მხარე. 12 სექტემბერს გამოცემა Kommersant-მა რუსეთის განათლების სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ რეგიონში არ იმყოფებოდნენ რუსი მასწავლებლები, რომლებსაც შესაძლოა რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ. ხოლო 13 სექტემბერს რუსულმა სამთავრობო მედიამ РИА НОВОСТИ რუსეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელ სერგეი კრავცოვზე დაყრდნობით დაწერა, რომ 1 სექტემბრიდან ხარკივის ოლქში რუსი მასწავლებლები არ იმყოფებოდნენ და სასწავლო პროცესში, რომელიც 90 სკოლაში აღდგა, მხოლოდ ადგილობრივი მასწავლებლები მონაწილეობდნენ. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist