ჩინურ პროპაგანდისტულ ფილმს კრემლისტური მედიები ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ იყენებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

53
VIEWS

27 ივლისს ჩინეთის სახელმწიფო მედიამ New China TV იუთუბზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სატელიტიდან გადაღებული ამერიკული ლაბორატორიები ჩანს. ვიდეოში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა რეგიონის 25 ქვეყანაში ბიოქიუმიური ლაბორატორიები აქვს დაფუძნებული, რომლებშიც სახიფათო ექსპერიმენტები ტარდება და შესაძლოა, ეპიდემიების გავრცელების მიზეზი გახდეს.

აღნიშნული ვიდეო tvalsazrisi.ge-მ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის კომენტართან ერთად გაავრცელა, რომელიც აღნიშნავს რომ 25 ბიოქიმიურ ლაბორატორიას შორის ლუგარს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია და “კოვიდინფექციის” გავრცელება პენტაგონიდან ხორციელდება.

თვალსაზრისის სტატია 10 საჯარო ჯგუფში გაზიარდა.

;
28 ივლისს ამერიკულ ლაბორატორიებთან დაკავშირებით სტატია “საქართველო და მსოფლიომაც” გაავრცელა, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაზე აღნიშნა, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

;
ინფორმაცია, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში საშიში ექსპერიმენტები ტარდება და კორონავირუსის გავრცელების წყაროა, კონსპირაციული თეორიაა. მსგავსი კონსპირაციული სიუჟეტი გასულ წელს კრემლის მედია REN TV-ზე გავიდა.

REN TV-ს წყარო რუსი სამხედრო ექსპერტი იგორ ნიკულინი იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ კოვიდ19-ის გავრცელება შესაძლოა საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან იყოს დაკავშირებული. რეალურად, კორონავირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული, ვირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა და სავარაუდოდ ღამურისგან ან სხვა ცხოველისგან ადამიანზე გადაცემის შედეგად გავრცელდა, თუმცა არსებობს ჰიპოთეზა, რომ ვირუსმა უხანის ვიროლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა. მეცნიერების უმრავლესობა ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე თანხმდება, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ, ავსტრალია, ევროკავშირი და იაპონია დამატებით გამოძიებას ითხოვენ. გამოძიების მოთხოვნა უკავშირდება იმ ფაქტსაც, რომ ჩინეთი თავდაპირველად დაავადების შესახებ ინფორმაციას მალავდა, რამაც დამატებითი ეჭვები წარმოშვა. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ამერიკულ ლაბორატორიებზე ვიდეო კონტრბრალდებებით სავარაუდოდ სწორედ აშშ-ის საპასუხოდ ჩაწერა. ჩინურ მედიაში და ასევე ჩინელი დიპლომატების მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვირუსი ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა ჩაიტანეს. 27 ივლისს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ს მოუწოდა ჯანმოს ექსპერტები მოიწვიოს და Fort Detrick-ის ლაბორატორიის კორონავირუსთან სავარაუდო კავშირი გამოიძიოს.

ლუგარის ლაბორატორია, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაშია, უკვე წლებია კრემლის სამიზნეა. ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებდნენ არა მარტო კოვიდ19-ის, არამედ სხვა დაავადების, ებოლას, ღორის აფრიკული ჭირის და ა.შ. გავრცელებას. ლუგარის ლაბორატორიაზე დაუსაბუთებელ ბრალდებებს რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, მათ შორის პრეზიდენტი პუტინიც აკეთებდა.

ლუგარზე გავრცელებულ კონსპირაციებთან დაკავშირებით “მითების დეტექტორმა” ინფორმაცია ადრეც გადაამოწმა:

რა ვიცით ლუგარის ლაბორატორიაზე?

ლუგარის ლაბორატორია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიოლოგიური კატასტროფების შემცირების კუთხით, მათ შორის კორონავირუსის დიაგნოსტირებაში. ლაბორატორიას ასევე აქვს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება და რეგიონში ერთადერთი ლაბორატორიაა ბიოუსაფრთხოების მაღალი დონით (BSL 3).

ექიმ-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი მაია ბუწაშვილი ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ უპირატესობებს გამოჰყოფს:

  • უსაფრთხოების დაცვის მაღალ ხარისხი;
  •  ინფექციების აღმოჩენის, დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის ძალიან სწრაფი შესაძლება;
  • ყველაზე თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტირების შესაძლებლობა;
  • ბიოსამეცნიერო კვლევების ჩატარების პოტენციალი;
  • ე.წ გენეტიკური გაშიფვრის მოწყობილობა.

ვრცლად იხილეთ:
6 მიზეზი, რაც ლუგარის ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და COVID-19-თან ბრძოლას აიოლებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist