“ბორუსიას” მხარდასაჭერად თუ ექიმების წინააღმდეგ? – რას უკავშირდება ავსტრიაში გამართული მსვლელობა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

20
VIEWS

19 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა “სულიერი სამყარო” ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ადამიანთა დიდი ჯგუფის ქუჩის მსვლელობაა ასახული. აღწერის მიხედვით, ვიდეო ავსტრიაშია გადაღებული, სადაც მოსახლეობასთან ერთად სამხედროები და პოლიციელები “ექიმებად გადაკეთებულ ფაშისტებს და სეგრეგაციას” აპროტესტებენ.

"

ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება. რეალურად, კადრები 2019 წლის ნოემბერშია გადაღებული და  ერთ-ერთი გერმანული საფეხბურთო კლუბის მხარდამჭრების მსვლელობას ასახავს. 

ვიდეოში ასახული ადამიანები გერმანული საფეხბურთო კლუბის ბორუსია მენხენგლადბახის მხარდამჭერები არიან. იდენტური ვიდეო 2019 წლის 29 ნოემბერს ფეისბუქ გვერდზე Fanbeauftragte Borussia Mönchengladbach გამოქვეყნდა, გვერდი ამავე კლუბის მხარდასაჭერადაა შექმნილი. აღწერის მიხედვით, ვიდეო ავსტრიის ქალაქ გრაცშია გადაღებული. (ambien)

"

აღნიშნული მსვლელობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაშიც მოხვდა. გერმანული გამოცემა RP online-ის 2019 წლის 29 ნოემბრის მასალის მიხედვით, ბორუსიის 6 000-მდე გულშემატკივარი კლუბის მხარდასაჭერად გრაცში ჩავიდა. ავსტრიის ამ ქალაქში ბორუსია ავსტირულ კლუბ Wolfsberger AC-ს დაუპირისპირდა.

"

აღნიშნული ვიდეო ბელგიური გამოცემა  Knack-ისა და პორტუგალიური Lupa-ს ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს.

ავსტრიაში ამჟამად მოსახლეობის 67.1% სრულად ვაქცინირებულია. ქვეყანამ 15 ნოემბრიდან არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დააწესა, რაც გულისხმობს, რომ არავაქცინირებულ ადამიანებს სახლიდან გასვლა მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში შეუძლიათ.

"

ავსტრიაში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში წასრულშიც გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრია, გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist