Big Mouth საბავშვო ანიმაცია არ არის და არც “იმედის” ეთერში არ გადის

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

77
VIEWS

2024 წლის 19-20 მარტს ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2, 3) გამოაქვეყნეს ანიმაციური ფილმის ფრაგმენტი, რომელშიც ბავშვი მშობლებს უყვება, რომ მისი მეგობარი, ენდრიუ, შიშველი დაინახა, რაზეც მამა უპასუხებს, რომ ეს სანერვიულო არ არის და კაცებს სხვის პენისზე შეხება ჰომოსექსუალებად არ აქცევს, ხოლო, თუ ის მართლა ჰომოსექსუალი, უკეთესია. ფეისბუქ მომხმარებელი Dato Faika Nacvlishvili ვიდეოს აღწერაში წერს, რომ ანიმაციური სერიალი ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში გადის, თანაც დილის ეთერში, მაშინ, როდესაც ბავშვები სკოლაში წასასვლელად ემზადებიან. ანგარიში Ад На Колёсах არ წერს, რომ გავრცელებული ვიდეო ,,იმედის” ეთერში გადის, თუმცა პოსტის აღწერაში ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდს ნიშნავს. 

განახლება: 21 მარტს ანიმაციური სერიალის შესახებ ტელეკომპანია ,,ალტ-ინფოს” ეთერშიც ისაუბრეს. გადაცემა ,,დღის კომენტარის” წამყვანის კახი ხუციშვილის მტკიცებით, ანიმაცია ,,იმედის” დილის ეთერში რამდენიმე დღის წინ გავიდა.

Big MouthBig mouth5 Big Mouth საბავშვო ანიმაცია არ არის და არც “იმედის” ეთერში არ გადის

ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. ანიმაციური სერიალი Big Mouth არ არის ბავშვებისთვის განკუთვნილი და მას ასაკობრივი შეზღუდვა აქვს. ასევე, ის არც ტელეკომპანია ,,იმედის” დილის ეთერში არ გადის. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ  Big Mouth-ის ფრაგმენტი არც ერთ გადაცემაში არ გასულა.

ანიმაციური სერიალი Big Mouth 2017 წლიდან გამოდის, ამჟამად მისი 7 სეზონია გამოსული და მიმდინარე წელს მერვე, საფინალო სეზონიც გამოვა. ანიმაციური სერიალი Netflix-ის პროდუქტია. კომედია Big Mouth-ის მთავარი გმირები არიან თინეიჯერი მეგობრები, რომლებიც სქესობრივი მომწიფების ,,საოცრებითა და საშინელებით” ცხოვრობენ. ფრაგმენტი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, Big Mouth-ის პირველი სეზონის პირველი სერიდანაა.

ანიმაციური სერიალი Big Mouth ბავშვებისათვის არ არის განკუთვნილი. Netflix-ის ოფიციალურ ვებ-საიტზე მითითებულია, რომ მისი ყურება 16 წლამდე პირთათვის არ არის რეკომენდებული. ფილმებისა და სერიალების მონაცემთა ონლაინ ბაზაში, IMDB-ის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია მშობლებისათვის მითითება, რომელიც განმარტავს, სხვადასხვა ქვეყანაში Big Mouth-ის რომელი სეზონისა და ეპიზოდის რა ასაკიდან ყურებაა მიზანშეწონილი, ვინაიდან ის შეიცავს ინფორმაციას სქესობრივ ცხოვრებაზე, ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე, ასევე რამდენიმე შემთხვევაში უცენზურო ლექსიკას. 

Big mouth2 Big Mouth საბავშვო ანიმაცია არ არის და არც “იმედის” ეთერში არ გადის

ტელეკომპანია ,,იმედის” საეთერო პროგრამაში ანიმაციური სერიალი Big Mouth შეტანილი არ არის. ,,მითების დეტექტორი” ინფორმაციის დასაზუსტებლად ტელეკომპანიას დაუკავშირდა. ,,იმედის” დირექტორის მოადგილემ საინფორმაციო და პოლიტიკური თოქშოუების მიმართულებით, ირაკლი ჩიხლაძემ, დაადასტურა, რომ აღნიშნული სერიალი ,,იმედის” ეთერში არ გასულა და მათ შორის, არც ერთ გადაცემასა და სიუჟეტში არ გამოუყენებიათ მისი ფრაგმენტი. 

ანიმაციური სერიალი Big Mouth ფილმებისა და სერიალების ქართულ საიტებზეა ხელმისაწვდომი. ფეისბუქზე გავრცელებული ფრაგმენტი ქართული გახმოვანებით სწორედ აქედან არის აღებული.

bigmouth3 Big Mouth საბავშვო ანიმაცია არ არის და არც “იმედის” ეთერში არ გადის

აღსანიშნავია, რომ სამაუწყებლო ბადე მაუწყებელთა ქცევის კოდექსით რეგულირდება. კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის მიხედვით

“არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა სრულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში, რომელიც მოიცავს 06.00 საათიდან 20.00 საათამდე პერიოდს.” ასევე, ,,სამაუწყებლო ბადის შედგენისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 20:00 საათიდან 24:00 საათამდე, სამაუწყებლო ბადეში პროგრამათა დაგეგმვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ არასრულწლოვანთა ასაკობრივ ჯგუფებზე მავნე ზეგავლენის მოხდენა”. 

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელი Dato Faika Nacvlishvili ხშირად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ცნობებს, რასაც ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist