ბიძინა ივანიშვილი თუ ანდრეი დემენტიევი – ვისი ძეგლია ფოტოზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

114
VIEWS

7 იანვარს ფეისბუქ-გვერდმა Akhali Dzala ახალი ძალა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2022 წლის მაისში ბესიკის ქუჩაზე ბიძინა ივანიშვილის ძეგლი აღიმართება. პოსტს ძეგლის ფოტოც ახლავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სახე აქვს.

ამ თემაზე პოსტი ფეისბუქ-მომხმარებელმა მანჩო ბობოხიძემაც გამოაქვეყნა.

1
ფეისბუქ-გვერდის “Akhali Dzala ახალი ძალას” მიერ გამოქვეყნებული პოსტი ყალბია, ხოლო ძეგლის ვიზუალი ფოტოშოპშია დამუშავებული. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სადაც ის ივანიშვილისთვის ძეგლის დადგმაზე საუბრობს, ღია წყაროებით არ იძებნება. ძეგლის ავთენტურ ფოტოზე კი რუსი პოეტი, ანდრეი დემენტიევია გამოსახული. 

ბიძინა ივანიშვილის ძეგლის სულხან საბას ბაღში გახსნასთან დაკავშირებით ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება. ღარიბაშვილის ბოლო განცხადებები შობის დღესასწაულს შეეხება, ამასთან ბოლო კვირის განმავლობაში ღარიბაშვილმა საზოგადოებას ახალი წელი, ხოლო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა.

გვერდის მიერ გამოქვეყნებული ძეგლის ფოტო დამუშავებულია და ბიძინა ივანიშვილის სახისთვისაა მიმსგავსებული. რეალურად ეს ძეგლი საბჭოთა პოეტის, ანდრეი დემენტიევისაა. როგორც რუსულენოვანი გამოცემები tverigrad.ru და ria.ru წერენ, 2021 წლის 16 ივლისს რუსეთში, დემენტიევის მშობლიურ ქალაქ ტვერში დემენტიევის ძეგლი გაიხსნა.

დემენტიევი 2018 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტვერში დადგმული მისი ძეგლი ანდრეი კოვალჩუკს ეკუთვნის, ის ახალგაზრდა პოეტის 4-მეტრიანი მონუმენტია, რომელიც მდინარე ვოლგას გადაჰყურებს.

2
3

Akhali Dzala ახალი ძალა

ფეისბუკ გვერდი Akhali Dzala ახალი ძალა 2019 წლის 15 ოქტომბერს შეიქმნა. გვერდის პროფილის ვიზუალს “ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ძალა” აწერია, თუმცა გავრცელებული შინაარსიდან გამომდინარე გვერდი პარტიის ცრუ მხარდამჭერი პლატფორმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც სხვადასხვა მედიების პოლიტიკური შინაარსის მასალებს აზიარებს.

4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist