აშშ-ში ტორნადოების შესახებ სოციალურ ქსელში კონსპირაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

136
VIEWS

სოციალურ ქსელში ქართველი მომხმარებლები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 10-11 დეკემბერს აშშ-ში, კენტუკის შტატში მომხდარი ტორნადო ხელოვნურად იყო გამოწვეული.  12 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშის “ბოლო ჟამის ქრისტიანები” მიერ გაქმოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ტორნადო “ნასას ამინდის ბომბის” ამოქმედებას უკავშირდება, ამასთანავე,  ტორნადოს სეზონი არ იყო და ეს ტორნადო მაინც დამანგრეველი გამოდგა, ამიტომ ის ხელოვნურს ჰგავდა. ფეისბუქ მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა თავის პოსტში აღნიშნა, რომ ოფიციალური წყაროები მსხვერპლის რაოდენობაზე არ საუბრობენ და გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ტორნადოს წარმოქმნამდე “რაღაც იარაღი” გამოსცადეს, რომელიც კონტროლიდან გამოვიდა და ტორნადო გამოიწვია.

"
მტკიცება იმის შესახებ, რომ აშშ-ს ექვს შტატში 10-11 დეკემბერს მომხდარი ტორნადო “ამინდის ბომბის” საშუალებით ხელოვნურად გამოიწვიეს, კონსპირაციულია. რეალურად, მეცნიერები ტორნადოს განსაკუთრებულ მასშტაბსა და განამადგურებელ ეფექტს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. 

ტორნადო ძლიერი და ჰაერის მძლავრად მბრუნავი სვეტია, რომელიც ღრუბლებიდან მიწამდე ვრცელდება, სწრაფად მოძრაობს და გზად შემხვედრი ტერიტორიის ძლიერ დაზიანებას იწვევს. ჭექა-ქუხილის დროს უფრო მკვრივი, მშრალი, ცივი ჰაერი თბილ და ნოტიო ჰაერს ხვდება, ამ მდგომარეობას მეცნიერები ატმოსფერულ არასტაბილურობას უწოდებენ. ასეთ დროს ქარები მოძრაობის სიჩქარესა და მიმართულებას იცვლიან, რის შედეგადაც ქარის ნაკადი ბრუნავას იწყებს.

პენსილვანიის უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის პროფესორის პოლ მარკოვსკის განმატებით, როცესაც ქარის სიჩქარისა და მიმართულების მნიშვნელოვანი ცვლილება ატმოსფეროს ყველაზე დაბალ შრეზე რამდენიმე ათასი ფუტის პერიმეტრზე ხდება, შესაძლოა ტორნადოს წარმომქმნელი ძლიერი ჭექა-ქუხილი წარმოიშვას, მისივე თქმით, 10 დეკემბერს სწორედ ეს მოხდა.

ტენესის უნივერსიტეტის პროფესორების ალისა ჰესისა და კელსი ელისის განმარტებით, ამ კონკრეტული ტორნადოს წარმოშობას ხელი განსაკუთრებით შეუწყო იმან, რომ აშშ-ს სამხრეთ ნაწილში დღეების განმავლობაში დეკემბრისთვის შეუსაბამოდ  მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. მეცნიერების მიხედვით, მაშინ როცა სამხრეთ შტატებში უჩვეულოდ ცხელოდა, აშშ-ს დასავლეთით თოვდა და დაბალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, ამავე პერიოდში მომხდარი შტორმის შედეგად კი ცივი და ცხელი ჰაერის მასაები ერთმანეთს შეხვდა, რამაც ატმოსფერული არასტაბილურობა გამოიწვია.

"
ფოტო: Kentucky.com

ტორნადოების ფორმირებამდე დაახლოებით 36 საათით ადრე აშშ-ს ამინდის ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრმა იმ ადგილებს, რომლებიც მოგვიანებით სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა სახიფათო ამინდის კუთხით 3-დან 5 ქულამდე მიანიჭა. ცენტრის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ არკანზასიდან კენტუკიმდე ტერიტორიაზე არსებობდა ტორნადოების ფორმირების საფრთხე. მიუხედავად გაფრთხილებისა, ტორნადოების მიერ დიდი მსხვერპლის გამოწვევას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის არის მათი ფორმირების დრო, რაც ღამის საათებს დაემთხვა და ასევე ის, რომ ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა მჭიდროდ იყო დასახლებული.

მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ კენტუკის ტორნადოს განსაკუთრებული მასშტაბები კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის პროფესორის ვიქტორი გენსინის განმარტებით, პლანეტაზე დათბობის პარალელურად ჭექა-ქუხილებისა და ძლიერი შტორმების რაოდენობა იმატებს, რადგან დათბობის გამო ცივ სეზონზე დიდი რაოდენობით თბილი ჰაერის მასები რჩება, რაც  ამინდის გაუარესებას ხელს უწყობს. 12 დეკემბერს პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს ამ ტორნადოს წარმოქმნაში კლიმატის ცვლილების როლის გამოკვლევა დაავალა.

10-11 დეკემბრის ღამეს ძლიერმა ტორნადომ აშშ-ს სამხრეთის შტატებს კენტუკის, არკანზასს, მისისიპის, მისურის, ტენესისა და ილინოისს გადაუარა. ტორნადომ განსაკუთრებით კენტუკის შტატი დააზარალა. შტატის გუბერნატორის ენდი ბეშერის ინფორმაციით,  14 დეკემბერს კენტუკიში დაღუპულთა რიცხვი აღარ გაზრდილა და ის ამ დროისთვის 74-ს შეადგენს. ექვსივე შტატში ჯამში ტორნადომ მინიმუმ 90 ადამიანი იმსხვერპლა.

"
კენტუკის ტორნადოს მოძრაობის მარშრუტი

10-11 დეკემბრის ტორნადომ პირველადი ჩანაწერების მიხედვით, 223 მილი გაიარა, ამიტომ მას 1925 წელის “სამი  შტატის ტორნადოს” ადარებენ, რომელმაც დაახლოებით 218 მილი გაიარა და 695 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინდელმა ტორნადომ მისურის, ილინოისისა და ინდიანას შტატები მოიცვა.

წყაროს შესახებ

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კენტუკის ტორნადო “ამინდის იარაღმა” გამოიწვია, პირველად კონსპირაციების ცნობილმა ავტორმა და რადიოს ულტრა-მემარჯვენე წამყვანმა ალექს ჯონსმა 12 დეკემბერს გააჟღერა. ჯონსის მიხედვით, ბაიდენის მთავრობამ “ამინდის იარაღი” გამოსცადა. ამის დასამტკიცებლად წამყვანი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ ბრენანის 2016 წლის ინტერვიუს ეყრდნობოდა. ჯონსის განმარტებით, ბრენანი ამტკიცებდა, რომ აშშ ამინდის გეოინჟინრულ იარაღს ფლობდა და მისი საშუალებით კლიმატის ცვლილების გამოწვევა შეეძლო.

რეალურად კი 2016 წელს ბრენანი პოტენციურ რისკებზე საუბრობდა და არ უთქვამს, რომ აშშ ამ ტიპის იარაღს ფლობდა. ბრენანის თქმით, მომვალში შესაძლოა შექმნილიყო იარაღი, რომელიც ატმოსფეროში ნაწილაკების გაფანტვით ან მზის სხივების ტრაექტორიის შეცვლით კლიმატის ცვლილებას გამოიწვევდა. ბრენანი აღნიშნავდა, რომ შესაძლოა მომავალში სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ ამ ტიპის იარაღის გამოყენება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევად ქცეულიყო და CIA-ის მხრიდან ახალი ტიპის კონფლიქტებთან ადაპტაცია გამხდარიყო საჭირო.

ალექს ჯონსის მიერ თავის გადაცემაში გაჟღერებული ყალბი და კონსპირაციული თეორიები საქართველოში ადრეც გავრცელდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist