აშშ-ის დროშის ჩამოხსნა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება – რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ტეხასთან დაკავშირებით?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

225
VIEWS

29-30 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (1,2), რომელსაც ტეხასის შტატის ხელისუფლების აშშ-ის ცენტრალურ ფედერალურ მთავრობასთან დაპირისპირებას უკავშირებენ. პორტალ “საქართველო უპირველეს ყოვლისას” მტკიცებით, ვიდეოში ტეხასის შტატში სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და მათი გადაადგილება შეინიშნება. 

ვიდეო მსგავსი აღწერით სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და ონლაინ პლატფორმაზე ვირუსულად ვრცელდება (1, 2, 3, 4, 5).

tekhasi1 აშშ-ის დროშის ჩამოხსნა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება - რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ტეხასთან დაკავშირებით?

ამავე თემასთან დაკავშირებით 29 იანვარს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტეხასის გვარდიამ შტატის დედაქალაქ ოსტინის კაპიტოლიუმზე აშშ-ის დროშა ჩამოხსნა და ტეხასის შტატის დროშა აღმართა. პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზედაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები ტეხასის დროშით ხელში არიან ასახულნი. იდენტური ინფორმაცია ამავე ფოტოსთან ერთად ონლაინ გამოცემა intermedia.ge-ის პორტალზეც გავრცელდა

tekhasi2 აშშ-ის დროშის ჩამოხსნა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება - რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ტეხასთან დაკავშირებით?

ინფორმაცია ვიზუალურ მანიპულაციებს შეიცავს და მცდარი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ვიდეო აშშ-ის ტერიტორიაზე არაა გადაღებული და მას  ტეხასის შტატში მიმდინარე მოვლებთან კავშირი არ აქვს. ვიდეო სოციალურ ქსელში გასული წლიდან იძებნება და სანომრე და საგზაო ნიშნებზე დაკვირვებით დასტურდება, რომ ის ჩილეშია გადაღებული. რაც შეეხება ფოტოს, რომელზედაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს ტეხასის დროშა უჭირავთ ხელში, არა 2024 წელს აშშ-ში, არამედ 2016 წელს ერაყშია გადაღებული.

ასახავს თუ არა ვიდეო ტეხასის შტატის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას?

ვიდეო სოციალურ ქსელ ტიკტოკზე ჯერ კიდევ 2023 წლის 7 ნოემბერს გამოქვეყნდა. 45 წამიანი ვიდეოს ერთ-ერთ კადრში მანქანის სანომრე ნიშანს –  SB TJ 70 ვხედავთ, რაც არც ტეხასის და არც რომელიმე მიმდებარე შტატის სანომრე ნიშნის სტრუქტურას არ ემთხვევა. ამასთანავე, სანომრე ნიშანზე ვხედავთ წარწერას – CHILE, რაც ემთხვევა ჩილეში 2007 წლიდან პირადი მოხმარებისთვის რეგისტრირებული მანქანების სანომრე ნიშნის ყველა მახასიათებელს.  

აშშ-ის დროშის ჩამოხსნა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება - რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ტეხასთან დაკავშირებით?
წყარო:  ​http://www.worldlicenseplates.com/world/SA_CHIL.html

მიუხედავად იმისა, რომ ყალბი აღწერით გავრცელებულ ვიდეოში როგორც სანომრე ასევე საგზაო ნიშნების წარწერები რთულად გარჩევადია, ტიკ-ტოკზე ნოემბერში გამოქვეყნებულ ვერსიაში უკეთ ჩანს საგზაო ნიშანი, რომელზეც ორი ტოპონიმია დატანილი – Est. O’Higgins და Calama. ორივე გეოგრაფიული ლოკაცია ჩილეს ტერიტორიაზე მდებარეობს. 

ვიდეოს გადაღების ადგილის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენას Newsweek შეეცადა. გზატკეცილის მიღმა მდებარე ქარხნის ვიზუალზე, მიმდებარე ღობეებზე და ჰორიზონტზე ასახული მთათა ქედის მდებარეობის გათვალისწინებით, ფაქტების გადამმოწმებლები ვარაუდობენ რომ ვიდეო ჩილეში, ქალაქ ანტოფაგასტას აღმოსავლეთით, ლითიუმის კარბონატის ქარხნის მიმდებარედაა გადაღებული. 

აღმართა თუ არა ტეხასის არმიამ ოსტინის კაპიტოლიუმზე ტეხასის დროშა?

ფოტო, რომელსაც ზაქარეიშვილი ტეხასის კაპიტოლიუმზე აშშ-ის დროშის ჩამოხსნისა და ტეხასის დროშის აღმართვის საილუსტრაციოდ იყენებს, ფოტოს საძიებო ხელსაწყოს TinEye-ის მიხედვით, ყველაზე ადრე  2017 წლის აგვისტოში ვრცელდებოდა. 

tekhasi4 აშშ-ის დროშის ჩამოხსნა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება - რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ტეხასთან დაკავშირებით?

“მითების დეტექტორმა” ფოტოს 2016 წელს გამოქვეყნებულ ვერსიასაც მიაკვლია. 2016 წლის 31 მაისს  Airborne Angel Cadets of Texas-მა გაავრცელა მასალა სათაურით “ამერიკელი ჯარისკაცები ამაყად პოზირებენ ტეხასის დროშით ერაყში”.  მასალაში აღნიშნულია, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყში ჰიგიენის ნივთები, საკვები პროდუქტები და სხვა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები მიიღეს. შემოწირულობების მიღების შემდეგ რამდენიმე ტეხასელმა ჯარისკაცმა მადლიერების ნიშნად, ტეხასის დროშით ხელში ფოტო გადაიღო. აღსანიშნავია  რომ ეს დროშაც მიღებული შემოწირულობების ნაწილს წარმოადგენდა. Airborne Angel Cadets of Texas-ის მისიას საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების პირველადი მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

tekhasi5 აშშ-ის დროშის ჩამოხსნა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება - რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ტეხასთან დაკავშირებით?
წყარო: airborneangelcadets.com

რა ხდება ტეხასში? 

ტეხასის შტატის ხელისუფლება მექსიკასთან საზღვრის კონტროლის გამკაცრებას ითხოვს, რაც შტატის ხელისუფლებას და აშშ-ის ცენტრალურ ფედერაციულ მთავრობას შორის დაპირისპირებას ამწვავებს. ტეხასის შტატის მექსიკასთან საზღვარი საერთაშორისო საზღვარია, რომელიც ფედერალური ხელისუფლების იურისდიქციას ექვემდებარება, თუმცა ტეხასის რესპუბლიკელი გუბერნატორი გრეგ ებოტი და მისი მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ მათ უფლება აქვთ საზღვრის კონტროლი თავად განახორციელონ, რადგანაც ბაიდენის ადმინისტრაცია არალეგალური მიგრანტების რეკორდული რაოდენობის შესამცირებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს

ებოტმა საზღვრის რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთზე დამატებითი ბარიკადები აღმართა და საზღვრის დასაცავად ეროვნული გვარდია გაგზავნა, ხოლო ფედერალური მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სასაზღვრო პოლიციასა და საიმიგრაციო სამსახურს საზღვრის კონტროლის საშუალება შეუზღუდა. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა გასულ კვირას, მას შემდეგ რაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ უკანონოდ ცნო აბოტის მიერ გაბმული მჭრელი მავთულხლართები და ფედერალურ სასაზღვრო პოლიციას ბარიკადების დემონტაჟის უფლება მიანიჭა.

წყაროს შესახებ:

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ფეისბუქზე რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. Მის მიერ განთავსებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.

Georgia First NEWS პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის დაფუძნებული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუქ-გვერდია. პორტალი ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის კონტენტს, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტების, ნატოს და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკისკენ არის მიმართული. პორტალს “საქართველო უპირველეს ყოვლისა” წარსულში მცდარი და მანიპულაციური მტკიცებებიც გაუვრცელებია

არქივის ბმული (1, 2, 3, 4)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist