ასახავს თუ არა გავრცელებული ფოტო სსრკ-ს ჰოკეის ეროვნული ნაკრების კანადაში ჩასვლას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

992
VIEWS

2023 წლის 9 დეკემბერს Facebook მომხმარებელმა Sergey Samoylov-მა გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით “იშვიათი ფოტო. სსრკ ჰოკეის ეროვნული ნაკრების ჩამოსვლა კანადაში”. ფოტოზე გამოსახულია წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ჰოკეის არენას შუაზე ჭრის, რაც საბჭოთა კავშირის სიძლიერის საილუსტრაციოდ არის გამოყენებული. პოსტს სოციალურ ქსელ  Facebook-ზე ათასობით გამოხმაურება და ასობით გაზიარება აქვს.

hokei ასახავს თუ არა გავრცელებული ფოტო სსრკ-ს ჰოკეის ეროვნული ნაკრების კანადაში ჩასვლას?

გავრცელებული ფოტო ფოტოშოპით გენერირებულია და ყალბია. რეალურად, ორიგინალი ფოტო ტამპაშია (ფლორიდა) გადაღებული და მასზე ტამპა ბეი ლაითნინგ ჰოკეის გუნდის მთავარი არენა Amalie Arena-ა გამოსახული. ხომალდი კი არა საბჭოთა, არამედ ბრიტანულია და ის ფოტოზე ფოტოშოპით არის დამატებული.

აღსანიშნავია, რომ საძიებო სისტემაში ორიგინალი ფოტოს ფერადი ვერსია მოიპოვება და მასზე  ტამპა ბეი ლაითნინგ ჰოკეის გუნდის მთავარი არენა “Amalie Arena”-ა გამოსახული. Amalie Arena 1996 წელს გაიხსნა. მის სარეკლამო ბანერებზე ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე  ამერიკული კომპანიები ჩანს.

მანიპულაციური ფოტო კი შავ-თეთრი ეფექტით და განსხვავებული აღწერით გამიზნულად ვრცელდება, რათა ის ისტორიულად აღიქვან. 


რეალური
ფოტო (ფერადი ვერსია)

ყალბი
ფოტო (შავ-თეთრი) ვერსია
hokei1 ასახავს თუ არა გავრცელებული ფოტო სსრკ-ს ჰოკეის ეროვნული ნაკრების კანადაში ჩასვლას? hokei2 ასახავს თუ არა გავრცელებული ფოტო სსრკ-ს ჰოკეის ეროვნული ნაკრების კანადაში ჩასვლას?

საგულისხმოა, რომ თავად წყალქვეშა ხომალდი სხვა ფოტოდან არის ამოჭრილი და შემდეგ ჰოკეის არენაზე ფოტოშოპით არის ჩასმული. რეალურად აღნიშნული ხომალდი HMS Tireless (S88) დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის. ფოტო 2009 წელს არის გადაღებული, როცა ხომალდზე აფეთქება მოხდა. ხომალდი ამ პერიოდში არქტიკის მხარეში იმყოფებოდა.

 

hokei3 ასახავს თუ არა გავრცელებული ფოტო სსრკ-ს ჰოკეის ეროვნული ნაკრების კანადაში ჩასვლას?
წყარო: AFP

რუსულ სოციალურ ქსელებში ეს ფოტო წარსულში სხვა ვერსიებითაც ვრცელდებოდა, ყველა მათგანის მთავარი მიზანი კი რუსეთის/სსრკ-ის ძლიერების დემოსტრირება იყო. ერთ-ერთ ვერსიაში მოედნის მთავარ სარეკლამო ეკრანზე წარწერას “ჩვენ დავბრუნდით” და საბჭოთა კავშირის ლოგოს ვხვდებით. სხვა ვერსიებში კი ნაჩვენები იყო საბჭოთა კავშირის ხომალდის ჩასვლა აშშ-ში, სადაც საბჭოთა კავშირის ჰოკეის გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს დაუპირისპირდებოდა

hokei4 ასახავს თუ არა გავრცელებული ფოტო სსრკ-ს ჰოკეის ეროვნული ნაკრების კანადაში ჩასვლას?
“ჩვენ დავბრუნდით”

ასევე ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზეა გამოქვეყნებული, წერია რომ ხომალდი ბრიტანულია და ის კანადის ჰოკეის ჩემპიონატზე არასწორი გათვლების შედეგად აღმოჩნდა.

hokei5 ასახავს თუ არა გავრცელებული ფოტო სსრკ-ს ჰოკეის ეროვნული ნაკრების კანადაში ჩასვლას?

ზუსტად მსგავსი ვიდეო 2021 წელს რუსეთის მთავარი ტელევიზიის მიერ იყო გამოყენებული. რუსეთის პირველ არხზე გაშვებულ რეკლამაში, რომელიც ჰოკეის ჩემპიონატის ტრანსლირებას შეეხებოდა, ჩანდა, თუ როგორ ჭრიდა წყალქვეშა ხომალდი რიგაში არსებულ ჰოკეის არენას, სადაც 2021 წლის ჩემპიონატი გაიმართა. რეკლამაში არსებულ ხომალდზე რუსეთის დროშა და რუსეთის სახელმწიფო ჰოკეის გუნდის “Красная машинის” ლოგო იყო გამოსახული.

hokei6 ასახავს თუ არა გავრცელებული ფოტო სსრკ-ს ჰოკეის ეროვნული ნაკრების კანადაში ჩასვლას?

hokei7 ასახავს თუ არა გავრცელებული ფოტო სსრკ-ს ჰოკეის ეროვნული ნაკრების კანადაში ჩასვლას?

ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში აქტიურად ვრცელდებოდა.

hokei8 ასახავს თუ არა გავრცელებული ფოტო სსრკ-ს ჰოკეის ეროვნული ნაკრების კანადაში ჩასვლას?
ვიდეო ტიკტოკში ჩინური და ინგლისური წარწერებით

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საბჭოთა კავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist