არის თუ არა Pepsi-სა და Coca-Cola-ს სახელწოდებებში დაფარული ებრაული მნიშვნელობა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

88.4k
VIEWS

13 ნოემბერს ფეისბუქზე რუსულენოვანმა ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსულად მოსაუბრე მამაკაცი საძიებო სისტემის ხმოვან ასისტენტს 2 კითხვას უსვამს: 1) რას ნიშნავს სიტყვა “კოკა კოლა” ებრაულ თარგმანში; 2) რას ნიშნავს “პეპსი” ებრაულ თარგმანში”. პირველ შეკითხვაზე ხმოვანი ასისტენტი პასუხობს, რომ ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, “კოკა კოლა” ებრაულიდან შემდეგნაირად ითარგმნება: “არა მუჰამედს, არა მექას”. რაც შეეხება მეორე კითხვას, საძიებო სისტემის   მიხედვით ლათინური ასოებით დაწერილი სიტყვა “პეპსი-ს” (Pepsi) სარკისებურად ამოტრიალების და მათ შორის წერტილების დასმის შემთხვევაში, ასოები დაემსგავსება რიცხვებს 12.9.39 – რაც გამოდის ებრაელების გენოციდის განხორციელების თარიღი. ამასთანავე, PEPSI არის ანაგრამა და იშიფრება როგორც “გადაიხადე ყოველი პენი ისრაელის გადასარჩენად” (Pay Every Penny to Save Israel).

koka kola dalie არის თუ არა Pepsi-სა და Coca-Cola-ს სახელწოდებებში დაფარული ებრაული მნიშვნელობა?

მტკიცებები, იმის შესახებ, რომ “კოკა კოლასა” და “პეპსის” სახელები ებრაელებთან არის დაკავშირებული და პოსტში აღნიშნული განმარტებები გააჩნია, შეთქმულების თეორიაა და რაიმე ფაქტობრივ ინფორმაციას არ ეფუძნება. ამასთანავე, ვიდეოში დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომებიც: 

  • “კოკა კოლას” სახელის მნიშვნელობას, თითქოს ის ნიშნავს “არა მუჰამედს, არა მექას” არაბულ ენას უკავშირებენ და არა ებრაულს, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ დასტურდება, რომ სახელწოდებაში აღნიშნული მნიშვნელობაა ჩადებული;
  • კომპანია პეპსი და მისი სახელწოდება პეპსი-კოლა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შეიქმნა, 1939 წლამდე 40 წლით ადრე. 

შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, კოკა კოლას სახელი ითარგმნება, როგორც “არა მუჰამედს, არა მექას” რამდენიმე ათწლეულია ვრცელდება. მტკიცება ეყრდნობა თეორიას, რომ კოკა კოლას ლოგოს სარკისებურად შემობრუნების შემთხვევაში, ასოები ვიზუალურად ჰგავს არაბულ ასოებს და კარგად დაკვირვების შემთხვევაში ის არაბულად ზემოთხსენებულ ფრაზას აღნიშნავს.

koka kola dalie1 არის თუ არა Pepsi-სა და Coca-Cola-ს სახელწოდებებში დაფარული ებრაული მნიშვნელობა?

აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, ცნობილმა გამოცემა ბიზნეს ინსაიდერმა სტატიაში აღნიშნა, რომ ეს არის უბრალო მითი, და კოკა კოლას სახელის შემობრუნების შემთხვევაშიც კი, საკმაოდ უნდა შეიცვალოს ასოები და გარდაიქმნას “კოკა კოტა-დ” და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ ის არაბულ ფრაზას “არა მუჰამედს, არა მექას” დაემსგავსოს. ამასთანავე, კომპანია კოკა-კოლამ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არაერთმა სასულიერო პირმა და კომისიამ შეისწავლა, რომელთაც რაიმე დარღვევა თუ რელიგიის შეურაცხყოფა ვერ აღმოაჩინეს. ასევე აღსანიშნია, რომ ლოგო შეიქმნა ატლანტის შტატში 1886 წელს, რა დროსაც კომპანიაში არაბული ენის შესახებ დიდი ცოდნა არ არსებობდა. ამ საკითხზე 2000 წელს ასევე გააკეთა კომენტარი ეგვიპტის ერთ-ერთმა უმაღლესმა რელიგიურმა პირმა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი მტკიცებები უსაფუძვლოა და კოკა-კოლას ლოგო მუსლიმებს არანაირად არ შეურაცხყოფს.  

რაც შეეხება PEPSI-ს, როგორც გავრცელებულ ვიდეოშია აღნიშნული, PEPSI-ს სახელის სარკისებურად ამოტრიალების შემთვევაში, ასოები დაემსგავსება რიცხვს: 12939 და თუ მათ შორის სწორად დავსვამთ წერტილებს, მივიღებთ კონკრეტულ თარიღს 12.9.39, რაც სხვა რუსული წყაროს მტკიცებით 1939 წლის 12 სექტემბერს აღნიშნავს- ებრაელთა გეტოში კონცენტრირების პირველ თარიღს. თუმცა, ებრაელებისთვის პირველი გეტო 1939 ოქტომბერში შეიქმნა, ოკუპირებული პოლონეთის მიწაზე. ამასთანავე, პეპსი ამ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა. თავდაპირველად, კომპანია 1893 წელს “ბრედის სასმელის” სახელით ჩამოყალიბდა, თუმცა 1898 წელს სახელი შეეცვალა და დაერქვა “პეპსი-კოლა”. კომპანია ირწმუნებოდა, რომ სასმელი შველოდა საჭმლის მონელების პრობლემებს ანუ “დისპეპსიას (dyspepsia)” და სწორედ აქედან წარმოიშვა სახელი “პეპსი”. შესაბამისად, მისი ისე გაშიფვრა, როგორ ვიდეოშია ნაჩვენები, საფუძველს მოკლებულია. 

აღსანიშნავია, რომ კოკა კოლა და პეპსი ისრაელის ბაზარზე დიდი ხნის მანძილზე არ შედიოდნენ, რადგან არ უნდოდათ ამ პატარა ქვეყნის გამო, უზარმაზარი არაბული ბაზარი დაეკარგათ. კოკა კოლამ თელ-ავივში პროდუქტის წარმოება და გაყიდვა დაანონსა 1966 წელს, რაც იყო აშშ-ში მცხოვრები ებრაული მოსახლეობის მიერ მათ სასმელზე გამოცხადებული ბოიკოტის შედეგი. საპირისპიროდ, არაბული ლიგის ქვეყნებმა 1968 წელს თავად გამოუცხადეს ბოიკოტი კომპანიას და უმეტეს მათგანში ეს 1991 წლამდე გაგრძელდა. 

რაც შეეხება პეპსის, სწორედ ანალოგიური მიზეზების გამო 1990-იან წლებამდე თავს იკავებდა ისრაელში ბიზნეს საქმიანობის დაწყებისგან. შესაბამისად,  აშშ-ის მოსახლეობის ნაწილი ორივე კომპანიას დიდი ხნის მანძილზე ანტი-სემიტურ კორპორაციად თვლიდა. ამჟამად, ორივე სასმელი წარმატებით იყიდება, როგორც ისრაელში, ისე ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist