არიან თუ არა რუსეთი და ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

77
VIEWS

29 მაისს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან”, წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ანაკლიის პორტისა და საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების შესახებ ისაუბრა. მჟავანაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიის მიერ მშენებლობის გამო აჟიოტაჟი ატეხეს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფნის პერიოდში საქართველოში ევროპელები და ამერიკელები ინვესტიციებს არ ახორციელებდნენ. მჟავანაძე ასევე ამტკიცებს, რომ ერთადერთი, ვინც საქართველოში ინვესტიციებს დებს რუსები, აზერბაიჯანელები და ჩინელები არიან.

arian thu ara rusethi da chinethi saqarthvelos qhvelaze mskhvili investorebi არიან თუ არა რუსეთი და ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორები?

მტკიცება, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პერიოდში დასავლური სახელმწიფოები ინვესტიციებს არ ახორციელებდნენ, მცდარია. 2004-2012 წლებში ევროპული ქვეყნები და აშშ საქართველოში მაღალი მოცულობის პირდაპირ ინვესტიციას დებდნენ. ასევე მცდარია მტკიცება, რომ საქართველოში ინვესტიციებს მხოლოდ რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი ახორციელებენ. 2023 წლის მონაცემებით, უმსხვილესი საგარეო ინვესტორები გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი არიან, ხოლო რუსეთი მეხუთე, აზერბაიჯანი მეშვიდე, ჩინეთი კი მერვე ადგილებს იკავებენ. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი ლიდერობენ. ხუთეულში ასევე შედიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. მჟავანაძის მიერ დასახელებული კიდევ ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და ჩინეთი მეშვიდე და მერვე ადგილებს იკავებს.

arian thu ara rusethi da chinethi saqarthvelos qhvelaze mskhvili investorebi1 არიან თუ არა რუსეთი და ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორები?
წყარო: საქსტატი

მონაცემები არსებითად განსხვავებული არც 2022 წელს იყო. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, ძირითადი ინვესტორები გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები, აშშ და ირლანდია იყვნენ. რუსეთი ამ წელს ინვესტორებს შორის მეშვიდე, ჩინეთი კი მეცხრე ადგილს იკავებდა. ამ წელს აზერბაიჯანიდან 1.7 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა და ის ათეულში ვერ მოხვდა. 

arian thu ara rusethi da chinethi saqarthvelos qhvelaze mskhvili investorebi2 არიან თუ არა რუსეთი და ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორები?
წყარო: საქსტატი

2021 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში ჯამურად ნაკლები პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, უმსხვილესი ინვესტორი გაერთიანებული სამეფოა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები, თურქეთი, ჩეხეთი და რუსეთი.

arian thu ara rusethi da chinethi saqarthvelos qhvelaze mskhvili investorebi3 არიან თუ არა რუსეთი და ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორები?
წყარო: საქსტატი

ნიკოლოზ მჟავანაძე ასევე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ევროპის ქვეყნები და ამერიკა საქართველოში ინვესტიციებს არ ახორციელებდნენ. რეალურად, ამ პერიოდის მონაცემები ცხადყოფს, რომ როგორც გაერთიანებული სამეფო და ევროპის სხვა ქვეყნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებდნენ. დამატებით, მსხვილი ინვესტორების სიაში თურქეთიც მუდმივად ხვდებოდა.

ქვეყნები
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
გაერთიანებული სამეფო
85,009
131,546
174,535
133,178
148,179
72,439
62,336
57,216
95,536
აშშ
80,753
15,088
100,833
68,439
167,920
-10,026
141,210
35,291
20,254
თურქეთი
33,326
21,519
126,790
79,510
167,403
97,984
91,786
77,708
107,222
რუსეთი
43,165
40,124
30,987
75,162
26,212
10,253
50,974
58,017
22,017
აზერბაიჯანი
66,883
64,704
71,021
19,766
23,371
29,923
62,859
69,454
61,287
ჩინეთი
7,338
5,668
5,445
6,028
-2,271
-2,237
-7,782
30,382
70,156
საფრანგეთი
22,592
14,121
15,679
37,484
8,179
11,958
-7,820
7,353
25,863
ნიდერლანდები
35.6
632.0
69,405
274,706
138,706
34,325
73,008
244,536
34,210
გერმანია
5,513
6,217
19,472
51,898
40,590
21,345
12,848
46,570
142,405

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ დისკუსია მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ მის მშენებლობაში ჩინური კონსორციუმი ჩაერთვებოდა. დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე იხილეთ მასალაში: 

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist