რა ღირს ფეისბუკზე ბანკის ძარცვის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირების კამპანია?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

27
VIEWS

2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში “საქართელოს ბანკის” ფილიალში შეიარაღბული პირმა მძევლები აიყვანა და გამოსასყიდის სახით თანხას ითხოვდა. ოპერაციის მსვლელობის პროცესში, გაირკვა, რომ ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომლის მეშვეობით თავდამსხმელი “მთავარ არხს” ულტიმატუმის წასაყენებლად დაუკავშირდა, ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. ოპერაციის მსვლელობის პროცესშივე სოციალურ ქსელში ანტი-ოპოზიციურმა და პრო-სახელისუფლებო გვერდებმა კამპანია წამოიწყეს, რომელიც მომხდარს ოპოზიციურ პარტია ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებდა და მას სახელმწიფოს დესტაბილიზაციისათვის ორგანიზებულ ინცინდენტად აფასებდა. გავრცელებულ ნარატივს თან ახლდა მძევალ ირაკლი კვარაცხელიას მიერ “ერთიანი ნაციონაური მოძრაობის” წევრებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათები, ასევე ამოჭრილი კადრი მიხეილ სააკაშვილიე ერთ-ერთი ლაივ-მიმართვიდან, რომელშიც იგი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან სიურპრიზებს უნდა დაელოდოს.

“მითების დეტექტორმა” ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი 17 ფეისბუკ ანგარიში და მედია, ასევე 4 ანტი-ლიბერალური და პრორუსული ანგარიში გამოავლინა, სადაც იდენტური შინაარსის გზავნილები ვრცელდებოდა. ჯამურად მათ 13 დაფინანსებული პოსტი გამოაქვეყნეს. “მითების დეტექტორმა” ორი ოპოზიციური გვერდი გამოავლინა, რომელიც ცდილობდა ზუგდიდში მომხდარი ინცინდენტის ორგანიზება ხელისუფლებასთან დაეკავშირებინა. ოპოზიციურმა გვერდებმა 1 რეკლამა განათავსეს.

კამპანიაში ჩართული წყარო  წყაროების რაოდენობა              წყაროების დასახელება დაფინანსებული პოსტების რაოდენობა
 

 

 

 

 

ანტი-ოპოზიციური/ სახელისუფლებო ანგარიში

 

 

 

 

 

 

14

  • პოლიტიკური მოთვალთვალე
  • მიხეილ უკრაინოლოგი
  • ტერენტინ გლდანელი
  • შუბლის ძარღვ გაწყვეტილები
  •  ნაცია -ადამიანი?!
  • სირცხვილის კორიდორი,
  • ამხილე
  • სექტა
  • ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა
  • ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო
  • ნაცი კლავს
  • პოლიტიკური სარკაზმი
  • საზოგადოება
  • მეხუთე რეიხი
 

 

 

 

 

 

10

 

ანტი-ლიბერალური/ პრო-რუსული ანგარიში

 

4

  • ანტი-პარადოქსი
  • სტალინი
  • კარდჰუ
  • პოლიტიკანო. Politicano
 

1

 

სახელისუფლებო მედია

 

3

  • POSTV -ახალი ამბები
  • Reportiori.ge
  • მედია ჰოლდინგი-პარალელი
 

2

სხვა მედია 1 რეზონანსი 0
ოპოზიციური გვერდი 2
  • ექვთიმე ბიძინაშვილი
  • HAHA News – ჰაჰა ნიუსი
1
სულ 24 14

კამპანია პრო-სახელისუფლებო და ანტი-ოპოზიციურ გვერდებზე და ჯგუფებში

დანაშაულის ორგანიზებასთან მძევალ ირაკლი ფირცხალავასა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კავშირზე იდენტური ტექსტებით და ფოტო და ვიდეო მასალით პოსტები გაავრცელეს გვერდებმა: პოლიტიკური მოთვალთვალე, მიხეილ უკრაინოლოგი, ტერენტინ გლდანელი, შუბლის ძარღვ გაწყვეტილები, ნაცია -ადამიანი?!, სირცხვილის კორიდორი, ამხილე, სექტა, ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა, ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, ნაცი კლავს, პოლიტიკური სარკაზმი, საზოგადოება და მეხუთე რეიხი. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ირაკლი კვარაცხელიას კავშირზე ახალი ამბავი გამოჩნდა პრო-სახელისუფლებო სოციალურ მედიაში POSTV- ახალი ამბები.

კამპანიის დაფინანსება 

ჩამოთვლილი გვერდებიდან ანტი-ოპოზიციური შინაარსის პოსტები სულ ოთხმა  გვერდმა დაასპონსორა: “პოლიტიკური მოთვალთვალე”, “შუბლის ძარღვ გაწყვეტილები”, “POSTV – ახალი ამბები” და “პოლიტიკანო”.  პოლიტიკურ მოთვალთვალეს სოციალურ ქსელში განთავსებული აქვს 6 რეკლამა, შუბლის ძარღვ გაწყვეტილებს –  4 რეკლამა, POSTV- ახალი ამბებს – 2 რეკლამა, ხოლო პოლიტიკანომ – 1 რეკლამა. ოპოზიციის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში რეკლამის სახით ჯამში 13 პოსტი განათავსეს.

პოლიტიკურმა მოთვალთვალემ აღნიშნულ თემაზე სამი პოსტი, თითოეული ორ-ორჯერ დაასპონსორა. დასპონსორებულ პოსტებს შორისაა პოსტი, რომელიც ნაჩვენებია მიხეილ სააკაშვილის ძველი მიმართვიდან ნაწყვეტი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს სიურპრიზებს პირდება და ეს განცხადება ინტერპრეტირებულია, როგორც ზუგდიდში მომხდარი დანაშაულის წინასაწარმეტყველება. რეკლამის სახითაა განთვსებული ირაკლი კვარაცხელიას და გიგი უგულავას შესახებ გამოქვეყნებული პოსტებიც.  Facebook Ad Library-ს მიხედვით, ”პოლიტიკური მოთვალთვალის” 6 რეკლამიდან თითოეული 100$-ზე ნაკლებითაა დაფინანსებული.

პოლიტიკური მოთვალთვალის ფასიანი აქტივობის შესახებ Facebook Ad Librery-ს შეჯამების თანახმად  გვერდს 4 აგვისტოდან 19 ოქტომბრამდე საარჩევნო თემატიკაზე გამოქვეყნებულ რეკლამებში 210$ აქვს დახარჯული. გვერდი 2020 წლის 13 იანვარს შეიქმნა და მას ამჟამად 4 ადმინისტრატორი მართავს.

Screenshot 22 რა ღირს ფეისბუკზე ბანკის ძარცვის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირების კამპანია?

თავისი პოსტები რეკლამის სახით განათავსა გვერდმა შუბლის ძარღვ გაწყვეტილები, აღნიშნულმა გვერდმა ორი პოსტი დაასპონსორა – ერთ-ერთი ენმ-სა და ინცინდენტის კავშირს შეეხება, ხოლო პოსტი იუმორისტული შინაარსი მიმებია, რომლებიც გიგი უგულავას გაშარჟებას ემსახურება. თითოეული პოსტი 100$-ზე ნაკლები თანხით ორ-ორჯერ დარეკლამდა. აღნიშნული გვერდი 2020 წლის 9 იანვარს შეიქმნა და მას ამჟამად ერთი ადმინისტრატორი მართავს.

პრო-სახელისუფლებო მედიამ POSTV – ახალი ამბები კი თავისი ახალი ამბავი მძევალ ირაკლი კვარაცხელიასა და მიხეილ სააკაშვილის კავშირის შესახებ ორჯერ 100$-ზე ნაკლები თანხით დაასპონსორა.

Screenshot 27 რა ღირს ფეისბუკზე ბანკის ძარცვის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირების კამპანია?

პრო-სახელისუფლებო გვერდების კამპანიაში ჩაერთო პრო-რუსული გვერდი პოლიტიკანო, მან რეკლამის სახით მხოლოდ ერთი პოსტი გაავრცელა, რომელზეც 100$-ზე ნაკლები დაიხარჯა.

Screenshot 29 რა ღირს ფეისბუკზე ბანკის ძარცვის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირების კამპანია?

კამპანია პრო-სახელისუფლებო ჯგუფებში

აღნიშნული ნარატივი გამოჩნდა პრო-სახელისუფლებო ჯგუფებშიც: სიმართლის გზა, გასამართლდეს ნაციონალური მოძარაობა და პროტესტი! Protest! Протест!, სადაც მომხმარებლები ავითარებდნენ აზრს, რომ ნაციონალურიმა მოძრაობამ ზუგდიდში მომხდარი ტერორისტული აქტით დავით გარეჯის ირგვლივ დაწყებული გამოძიების გადაფარვა სცადა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა Oboladze Gia, რომელიც პლატფორმა ვინ ვინ არის? მიერ პროსახელისუფლებო ტროლადაა მონიშული, ზუგდიდის ინცინდენტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ჩატარებულ ლაფანყურის სპეცოპერაციას შეადარა, მისი თქმით, ორივე შემთხვევაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებამდე ქვეყანაში არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდა.

კამპანია ანტი-ლიბერალურ და პრო-რუსულ გვერდებზე 

ანტი-ლიბერალური და პრო-რუსული გვერდებიდან ენმ-სა და დამნაშავის კავშირზე პოსტები გამოაქვეყნეს გვერდებმა: კარდჰუ, სტალინი, ანტი-პარადოქსი, პოლიტიკანო.

ბონდო მძინარაშვილის პოსტი და მისი გავრცელება

ნარატივი, რომლის თანახმადაც ზუგდიდში მომხდარი ინცინდენტი “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დადგა და მძევლები, რეალურად შეკრული არიან დამნაშავესთან, 21 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბოდის წევრმა, ბონდო მძინარაშვილმა მის პირად ფეისბუქ გვერდზეც პოსტის სახით გაავრცელა. ამჟამად ბონდო მძინარაშვილის პოსტი წაშლილია და აღარ იძებნება.

Screenshot 30 რა ღირს ფეისბუკზე ბანკის ძარცვის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირების კამპანია?

ბონდო მძინარაშვილის პოსტი ახალი ამბის სახით გამოაქვეყნეს პრო-სახელისუფლებო ონლაინ მედია სააგენტოებმა: Reportiori.ge, ინტერნეტ მედია ჰოლდინგი – პარალელი და გამოცემა რეზონანსმა სათაურით “რა ინფორმაციას ფლობს ბონდო მძინარაშვილი?”

ოპოზიციური გვერდები ზუგდიდის ინცინდენტის შესახებ 

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ოპოზიციური გვერდებიც გამოეხმაურნენ. ანტი-სახელისუფლებო, ოპოზიციურმა გვერდმა ექვთიმე ბიძინაშვილი ამოაქვეყნა პოსტები, რომლებშიც, იგი ცდილობს “საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილი ტერორისტი ხელისუფლების მიერ მართულად წარმოაჩინოს. მეორე პოსტში კი გამოთქმულია ვარაუდი, რომ სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც ტერორისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, დანაშაულის თანამზრახველია. გვერდი ექვთიმე ბიძინაშვილი 2020 წლის 3 აპრილს შეიქმნა და მას 6 ადმინისტრატორი ჰყავს, გვერდი ძირითადად ანტი-სახელისუფლებო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებს.

 

“ექვთიმე ბიძინაშვილის” მიერ გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილის ფოტო-შარჟი გაავრცელა კიდევ ერთმა გვერდმა HAHA News – ჰაჰა ნიუსი, რომელმაც პოსტი ერთჯერ დაარეკლამა 100$-ზე ნაკლები თანხით. “HAHA News – ჰაჰა ნიუსი” 2020 წლის 26 აგვისტოს შეიქმნა და იგი ძირითადად პოლიტიკური შინაარსის ხუმრობებს და მიმებს პოსტავს, მეტწილად გვერდზე გამოქვეყნებული იუმორისტული პოსტების ადრესატები ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.

Screenshot 31 რა ღირს ფეისბუკზე ბანკის ძარცვის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირების კამპანია?

როგორც ფეისბუქის Page Transparency გრაფა აჩვენებს გვერდს განთავსებული ჰქონდა პოლიტიკასთან და არჩევნებთან დაკავშირებული რეკლამები. აღნიშნული რეკლამების ადრესატი თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ყოფილი ხელმძღვანელი სერგი გვარჯილაძე იყო. Screenshot 32 რა ღირს ფეისბუკზე ბანკის ძარცვის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირების კამპანია?

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist