2019 წლის 6 ფოტომანიპულაცია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1111111111111
6
VIEWS

2019 წელს „მითების დეტექტორმა“ 6 ფოტომანიპულაცია გამოააშკარავა. ფოტომანიპულაციები სხვადასხვა თემას ეხებოდა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს, დისკრედიტაციას. მათგან 2 ასევე ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად.

შუღლის გაღვივების მცდელობა

   1. როგორ და ვინ იყენებს გენოციდთან დაკავშირებულ ფოტოს “ანტი-ნატო” პროტესტის მტკიცებულებად 

წყარო: tvm.ge, ქართული იდეა

რეალობა: ფოტო ეკუთვნის “რადიო თავისუფლებას” და ასახავს 2019 წლის 23-24 აპრილს ახალქალაქსა და ახალციხეში ჩატარებულ მსვლელობას, რომლის დროსაც სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად სომეხი  მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკისაგან ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების გენოციდის აღიარებას ითხოვდნენ.

"


    2. დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთის ხელისუფლება აჭარელ მუსლიმებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება

წყარო: tvalsazrisi.ge, “სტალინი”, “ჯაბა მუსელიამის ბლოგი”

"

რეალობა: ფოტო  ipn.ge-მ 2013 წელს ბათუმში გადაიღო აქციაზე, რომელიც ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში საბაჟოს მიერ მინარეთის დემონტაჟის გამო გაიმართა.


თბილისი თუ ალექსანდრია?

    3. “სანდო გვერდზე” საბურთალოზე “წაქცეული” კორპუსი რეალურად ეგვიპტეში იდგა 

წყარო: სანდო გვერდი

"

რეალობა: ფოტოზე ასახულია 2017 წელს ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში, აზარიტას უბანში ჩამონგრეული 13 სართულიანი შენობა.


დისკრედიტაცია, დემონიზება

   4. ფოტომანიპულაცია სანდრა რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობის შესახებ

წყარო: საქინფორმი

"


ახლო აღმოსავლეთი

    5. Geworld-ის დეზინფორმაცია და ფოტომანიპულაცია სადამ ჰუსეინის შვილიშვილის შესახებ

წყარო: Geworld.ge

"

რეალობა: ფოტოზე არა სადამ ჰუსეინის შვილიშვილი მუსტაფა ჰუსეინი არამედ, ავღანელი ბიჭია გამოსახული.


     6. ლავროვის ტყუილი, თითქოს სირიაში 1,5 მილ ლტოლვილი დაბრუნდა და Sputnik-ის გაყალბებული ფოტო

წყარო: Sputnik Abkhazia

"

რეალობა: ფოტო, რომელიც ლტოლვილთა დაბრუნების საილუსტრაციოდ არის გამოყენებული, რეალურად არა დაბრუნების პროცესს, არამედ 2015 წელს იარმუქის ბანაკის დატოვებას ასახავს.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist