ლავროვის ტყუილი, თითქოს სირიაში 1,5 მილ ლტოლვილი დაბრუნდა და Sputnik-ის გაყალბებული ფოტო

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რგრგ_1
137
VIEWS

2019 წლის 2 სექტემბერს Sputnik-Abkhazia-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით „კონფლიქტის დაწყების დღიდან, სირიაში, დაახლოებით, მილიონ ნახევარ ლტოლვილი დაბრუნდა, – განაცხადა ლავროვმა“. სტატიაში საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიმართვაზე, რომელიც რუსეთის წარმატებული პოლიტიკის შედეგად სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებასა და სირიის მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას. ლავროვის თქმით, სირიის მთავრობა ლტოლვილების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას უზრუნველყოფს და დაბრუნებულთა რიცხვმა უკვე მილიონ ნახევარს მიაღწია. მასალას ახლავს ფოტო, რომელიც ინფორმაციასთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ფოტოზე გამოსახული ადამიანები ქვეყანაში ბრუნდებიან.

"

ლავროვის განცხადებას, თითქოს სირიაში 1.5 მილიონი ლტოლვილი დაბრუნდა, ტყუილია, რადგან UNHCR-ის თანახმად,  2016 წლიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში სირიაში მხოლოდ 180 000-მდე ადამიანი დაბრუნდა. ფოტო კი, რომელიც ლტოლვილთა დაბრუნების საილუსტრაციოდ არის გამოყენებული, რეალურად არა დაბრუნების პროცესს, არამედ 2015 წელს იარმუქის ბანაკის დატოვებას ასახავს.

ლტოლვილთა და სირიაში დაბრუნებულთა სტატისტიკა

ლავროვის თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან სირიაში მილიონ ნახევარი ლტოლვილის დაბრუნება რუსეთის წარმატებულ პოლიტიკას უკავშირდება.

გაეროს ოფიციალური მონაცემის მიხედვით, ამჟამად, 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, სირიიდან სხვა ქვეყნებში, ოფიციალურად, 5, 634, 791 ლტოლვილი ცხოვრობს. ყველაზე მეტი, დაახლოებით, 65% თურქეთში, 17% ლიბანში, 12% იორდანიაში და ა.შ.

2016-2019 წლებში სირიაში დაბრუნდებულ ლტოლვილთა რაოდენობა 176, 429-ია. კონკრეტულად, 2016 წელს – 28, 212; 2017 წელს – 50, 896; 2018 წელს – 55, 568; ხოლო, 2019 წელს – 41, 570.

მანიპულაციური ფოტო

ფოტო, რომელსაც სპუტნიკი ლავროვის განცხადების საილუსტრაციოდ იყენებს, სირიაში ლტოლვილთა დაბრუნებას არ ასახავს. რეალურად, აღნიშნული ფოტო სპუტნიკის ფოტოგრაფმა დმიტრი ვინოგრადოვმა 2015 წელს სირიაში მდებარე იარმუკის ბანაკში გადაიღო. იარმუკის პალესტინელთა ბანაკი სირიაში 1957 წელს გაიხსნა. 2015 წელს ბანაკზე ISIS-ის თავდასხმის შემდეგ ბანაკის მცხოვრებლების დიდმა ნაწილმა დატოვა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მიგრაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, სირია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist