16 იანვარს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ორგანიზაციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოკითხვის შედეგებს პოლიტიკური მანიპულაცია უწოდა, ხოლო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ NDI-ს არ ენდობა. მმართველი პარტიის ამ პათოსს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი უფრო მწვავე ფორმით შეურთდა, ორგანიზაცია ტერორში დაადანაშაულა და NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა. საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ვებ-პორტალმა www.mediacritic.ge-მ კი სახელისუფლებო არხის POSTV-ის წამყვანის გური სულთანიშვილის სტატია გამოაქვეყნა, სადაც ის NDI-ის საზოგადეობრივი აზრის კვლევის მონაცემებს, რომელიც მთელი ქვეყნის მოსახლეობიდან ითვლება, არჩევნებზე მისულთა მონაცემებს ადარებდა და ორგანიზაციის საქმიანობის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მიერ NDI-ს მისამართით გამოთქმული კრიტიკის პარალელურად სოციალურ ქსელებში, ონლაინ და ტრადიციულ მედიაში სხვადსხვა აქტორების მხრიდან ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის ლორა თორნტონის წინააღმდეგ ორგანიზებული და კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობდა.
NDI-სა და ლორა თორნტონის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდებოდა შემდეგი გზავნილები:
- NDI არასანდო ორგანიზაციაა და კვლევებს აყალბებს
- NDI-ს საქმიანობა პრობლემაა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და ასაკრძალია
- NDI და ლორა თორნტონი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან
- NDI და ლორა თორნტონი კორუმპირებულები არიან
- NDI ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენს
“Facebook გვერდების ორგანიზებული კამპანია NDI-ს წინააღმდეგ
16 იანვრიდან NDI-სა და ლორა თორნტონის წინააღმდეგ Facebook-ზე ორგნიზებული კამპანია მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ძირითადად ვრცელდებოდა შემდეგი გზავნილები:
- NDI და ლორა თორნტონი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან
- NDI არასანდო ორგანიზაციაა
- NDI სახელმწიფო გადატრიალებებს ორგანიზებს
- ლორა თორნტონი ლგბტ აქტივისტი და აბორტების მომხრეა
გზავნილებს ავრცელებდნენ შემდეგი აქტორები:
- ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილი Facebook გვერდები,
- ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდი
- სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის Facebook მედიები
- ანტილიბერალური გვერდები
- პრურუსული გვერდი
ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილი გვერდები | მმართველი პარტიის მხარდამჭერი გვერდი | ფსევდო მედია | ანტილიბერალური გვერდები | პრორუსული |
ნაცია – ადამიანი ? | ლიდერი 41 | webmedia.ge | Liberastuli seni | Politicano • პოლიტიკანო |
სირცხვილის კორიდორი | სამოქალაქო საზოგადოება – XXI. civil society | პოლიტ მაცნე | Pressტიტუცია / Presstitution | |
სექტა | Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძე | |||
ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო | Antiliberal League – ანტილიბერალური ლიგა | |||
ორი გვამი უნდათ | ანტი-პარადოქსი | |||
პოლიტიკური მოთვალთვალე |
NDI და ლორა თორნტონი პოლიტიკურად მიკერძოებულიები არიან
გზავნილს, რომ ეროვნული დემოკრატიული იინსტიტუტი და მისი თბილისის ოფისის ხელმძრღვანელი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან ავრცელებდნენ როგორც “ქართული ოცნების” ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული, ისე ანტილიბერალური გვერდები. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ისინი იდენტურ ვიზუალურ მასალებს იყენებდნენ. მაგალითად, ანტილიბერალურმა გვერდებმა “Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძე” და “Pressტიტუცია / Presstitution”, ასევე ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილმა გვერდმა “სირცხვილის კორიდორი” გამოაქვეყნეს “ტაბულას” მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილისა და თორნტონის ერთობლივი ფოტო.
ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულმა გვერდმა “ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” და ანტილიბერალურმა “Antiliberal League – ანტილიბერალური ლიგამ” NDI-ს ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირების სადემონსტრაციოდ ერთნაირი მიმები გამოიყენეს, რომლებზეც დავით ბაქრაძე და ირმა ნადირაშვილი არიან გამოსახულები.
NDI არასანდო ორგანიზაციაა
2020 წლის 13 იანვარს შექმნილმა გვერდმა “პოლიტიკური მოთვალთვალე” დასპონსორებული პოსტით გამოაქვეყნა დიაგრამა, რომელზეც მანიპულაციურად იყო ასახული “აცდენა” NDI-სა და ცესკოს მონაცემებს შორის. გვერდის პოსტი გადააზიარა “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გვერდმა “სამოქალაქო საზოგადოება – XXI. civil society”. ასევე, იდენტური დიაგრამა გააზიარა ანტილიბერალურმა გვერდმა “Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძე”.
NDI-ს გამოკითხვის შედეგებს ფანტასტიკის სფერო უწოდა ანტილიბერალურმა გვერდმა “Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძე”, ხოლო ქართული ოცნების მხარდამჭერმა გვერდმა “ლიდერი 41” აბსურდის თეატრად მოიხსენია.
NDI-ს, როგორც ორგანიზაციის არასანდოობაზე ტელეკომპანია იმედის პოლიტიკური თოქშოუს წამყვანის ვალერიან გორგილაძის შეფასება გააზიარეს ფსევდო Facebook მედიებმა: “webmedia.ge” და “პოლიტ მაცნე”.
ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულმა გვერდებმა “სექტა” და “სირცხვილის კორიდორი “ NDI-ს მიერ წარსულში, მათ შორის საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვები გაიხსენეს და მანიპულაციური პოსტები მიუძღვნეს.
საზოგადოებრივი აზრის “ალტერნატიული” კვლევა ჩაატარა ანტლიბერალურმა გვერდმა “ანტი-პარადოქსი” და დაადგინა, რომ მისი გამომწერები ორგანიზაციას არ ენდობიან.
NDI სახელმწიფო გადატრიალებებსა ორგანიზებს
პრორუსულმა ფეისბუკ გვერდმა “პოლიტიკანომ” NDI-ს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, სადაც ორგანიზაციის ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან კავშირზე ისაუბრა და და კიევში, ვენესუელასა და ჰონგ-კონგში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.
ლორა თორნტონი ლგბტ აქტივისტი და აბორტების მომხრეა
ანტლიბერალურმა გვერდმა “Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძე” ლორა თონრტონის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი გადმოაკოპირა, რომელშიც NDI-ს ხელმძღვანელი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სხვა საკითხებთან ერთად აბორტების პოლიტიკის გამკაცრების გამო აკრიტიკებდა.აღნიშნული სტატუსის გამო Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძემ” თონრტონს ლგბტ აქტივისტი და აბორტების მომხრე უწოდა.
დეტალური ინფორმაცია, NDI-ის წინააღმდეგ გავრეცელებულ ნარატივებზე, ხელმისაწვდომია მასალაში “ქართული ოცნების” არითმეტიკა საარჩევნო აქტივობას ეფუძნება, NDI-ის კვლევა – მთლიანი მოსახლეობიდან გამოითვლება”