საქართველოში ნატო-ს წინააღმდეგ გზავნილები ალიანსის დაარსებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც 4 აპრილს აღინიშნება კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ნატო-ს ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას სხვადასხვა ჯგუფები ცდილობდნენ. მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ქართულენოვანი კრემლისტური გამოცემები, რუსული მედია და ულტრა-მემარცხენე ფეისბუკ გვერდები.
ნატო-ს დაარსებიდან 70 წლისთავის აღნიშვნის პერიოდში ამ აქტორების მიერ ხელახლა გაცოცხლებული გზავნილები, რომლებიც ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ისახავდა მიზნად, თითქოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს; ამ მხრივ ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად იყო დასახელებული; ხოლო, კონფლიქტების გადაჭრის ერთადერთ გზად რუსეთთან თანამშორმლობა, ნატო-ში გაწევრიანებაზე კი უარის თქმა იყო დასახული. ასევე, კეთდებოდა განცხადებები, თითქოს საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში დახრჯული თანხა არა კოლექტიური უსაფრთხოებისთვის გაღებული რესურსია, არამედ – ნატოსთვის. გარდა ამისა, ნატო წარმოდგენილი იყო, როგორც 70 წლიანი ისტორიის მანძილზე საფრთხის, კონფლიქტებისა და ტერორიზმის მიზეზი, რომელიც დღესაც რეგიონში უსაფრთხოების გარემოს ესკალაციას ახდენს რუსეთის პროვოცირებით.
გზავნილი N1: საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს, ოკუპირებული ტერიტორიებით ნატოში არ მიგვიღებენ წყაროები: |
გზავნილი N2: ნატო საქართველოს ვერ დაიცავს წყაროები: |
გზავნილი N3: საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში დახარჯული თანხა ნატოსთვის გაღებული ფულია წყაროები: |
გზავნილი N4: ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან მის პროვიცირებას ნიშნავს და საფრთხეებს ზრდის წყაროები:
|
გზავნილი N5: ნატო ახალისებს ძალადობას წყაროები: |
გზავნილი N6: ნატო კრიზისშია წყაროები: |
ნატო-ს შესახებ იდენტური გზავნილები წინა წლებშიც ვრცელდებოდა, რაც მედიის განვითარების ფონდის ანტიდასავლური პროპაგანდის 2016 და 2017 წლების კვლევებშია ასახული.