რუსეთის სამხედრო არსენალს 2013 წელს მფრინავი ეკლესია დაემატა. როგორც The Guardian და Huffingtonpost იტყობინებიან, ეკლესია იქ დაეშვება, სადაც რუსი ჯარისკაცები განლაგდებიან.
ეკლესია, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ხაკისფერ, ბორბლებიან სამხედრო ნაგებობას ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ხატებითაა მორთული და სახურავზე დიდი გუმბათი აქვს დადგმული. შიგნით სალოცავი ოთახია მოწყობილი, კონდიციონერი და მაცივარი დგას.
წყარო: The Guardian
მღვდლების სპეციალურ ქვედანაყოფს, რომელიც რუსეთის სადესანტო ძალებს შეურთდა, პარაშუტით ხტომაში მოამზადებენ.
მფრინავი ეკლესია და მედესანტე მღვდლები რუსი ჯარისკაცების სულის განმტკიცების მიზანს ემსახურებიან.