უმრავლესობის წევრი უკრაინის ავტოკეფალიაზე პრორუსული პარტიის ლიდერის ნარატივს იმეორებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სჰარე 222
225
VIEWS

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდეგნასთან დაკავშირებით პრო-რუსული პარტიის “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის ნარატივს მმართველი პარტიის წარმომადგენელი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ავითარებს. ნინო ბურჯანაძის მსგავსად, ზვიად ძიძიგურიც ცდილობს წარმოაჩინს, რომ საქართველოს მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება საფრთხისშემცველია და ამიტომ მიზანშეწონილი არ არის.  კერძოდ, 16 იანვარს პირველი არხის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში ზვიად ძიძიგური აღნიშნავს.

ზვიად ძიძიგური, მმართველი პარტიის წევრი:  “არსებობს დიდი ალბათობა და მაღალი საშიშროება, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გაბრაზებული რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას, რაც ჩვენი სუვერენიტეტისათვის კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნება….  ვფიქრობ, ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას. მილოცვებს ვუერთდებით, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიები არის საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში. ”

ზვიად ძიძიგურის განცხადება, თითქოს საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიების აღიარებას გამოიწვევს, მანიპულაცია, რადგან 1. რუსეთის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება კანონიკური ვერ იქნება. 2. რუსეთის საპატრიარქო წლებია აფხაზეთის ეპარქიას მართავს და მის მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი მხოლოდ ფორმალობაა.

1. რუსეთის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება არაკანონიკური იქნება, რადგანაც ავტოკეფალიის მინიჭების პრეროგატივა მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს.

რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არაკანონიკურია. ავტოკეფალიის მინიჭების პრეროგატივა მხოლოდ კონსტანტინოპოლს აქვს. ავტოკეფალიის მინიჭების ერთ-ერთი კრიტერიუმი სახელმწიფოებრიობაც არის, აფხაზეთი კი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა.

2. რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი მხოლოდ ფორმალობაა. რუსეთის საპატრიარქო წლებია აფხაზეთის ეპარქიას მართავს და კონსტანტინოპოლისგან განსხავვებით ,

მოსკოვის საპატრიარქო წლებია დაუფარავად ერევა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საქმიანობაში და უკვე წლებია მართავს მას. ხოლო, საქართველოს საპატრიარქოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიებზე არანაირი გავლენა არ აქვს.

  • ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტაძარს (ახალი ათონის მონასტრის გარდა) მოსკოვის საპატრიარქო აკონტროლებს.
  • მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ტერიტორიაზე 15-მდე მღვდელი ჰყავს დადგენილი, რომელთაგან უმეტესობა (ერთის გამოკლებით) საპატრიარქოს მიერვე არის ნაკურთხი.
  • აფხაზეთის ეპარქიას მაიკოპისა და ადიღეს რუსი ეპისკოპოსი მართავს.

ამასთანავე რუსეთის საპატრიარქო საქართველოს პატრიარქის ტიტულს სრულად ფორმალურადაც არ აღიარებს. ილია II-ის სრული წოდებიდან რუსეთის საპატრიარქო განგებ ტოვებს “ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის” წოდებას. რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე მოცემულია ილია II-ის ბიოგრაფია, სადაც საქართველოს პატრიარქი მოხსენიებულია, როგორც “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესს.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის მასალაში:
რუსეთის პატრიარქი ილია II-ს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად სიტყვიერადაც არ აღიარებს

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist