ასახავს თუ არა გავრცელებული ვიდეო უზბეკეთში ბავშვთა ტრეფიკინგს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

97
VIEWS

25-27 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3.) გაავრცელეს პოსტი, სადაც აცხადებენ, რომ უზბეკეკეთში დაიჭირეს მუსლიმი მძღოლი, რომელსაც 25 ბავშვი მანქანით გადაყავდა. მათი მტკიცებით, დაკავებულმა აღიარა, რომ ის ბავშვების სექსუალური მიზნებისა და ორგანოებით ვაჭრობისთვის გაყიდვას აპირებდა. პოსტებს თან ახლავს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ გამოყავს პოლიციას ბავშვები პატარა ავტომობილიდან.

uzbekethi ასახავს თუ არა გავრცელებული ვიდეო უზბეკეთში ბავშვთა ტრეფიკინგს?

მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ნაჩვენები ბავშვები პიროვნებას ტრეფიკინგის მიზნით გადაყავდა, დეზინფორმაციულია. რეალურად, ბავშვები მათი საბავშვო ბაღის მასწავლებელს სახლებში ამ მეთოდით მიყავდა. ამჟამად, მასწავლებელს საგზაო უსაფრთხოების წესების  დარღვევის  გამო სამართლებრივი სასჯელი ემუქრება.

23 სექტემბერს უზბეკეთის საგზაო უსართხოების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ვიდეო (4:53), რომლის ერთ ნაწილშიც გავრცელებულ პოსტებში ნაჩვენები მოვლენაა აღწერილი. როგორც ოფიციალური პირი ვიდეოში ახსენებს, სამართალდამცავებმა ბუხარის რეგიონში გააჩერეს მცირე ზომის, 4 მგზავრზე გათვლილი ავტომობილი, რომელშიც 25 ბავშვი იჯდა. როგორც ვიდეოზე დაკვირვებით ჩანს, 6 ბავშვი მძღოლის გვერდით სავარძლის არეალში იყო მოთავსებული, 3 საბარგულში, დანარჩენი 16 კი უკანა სავარძლებზე და მათ მოძრაობის საშუალება თითქმის არ ჰქონდათ.

uzbekethi1 ასახავს თუ არა გავრცელებული ვიდეო უზბეკეთში ბავშვთა ტრეფიკინგს?

საინფორმაციო სააგენტო BNN-ის ცნობით, მცირეწლოვანთა უსაფრთხოების დაცვა პოლიციამ თავის თავზე აიღო, მასწავლებელი კი დააკავა და მას ახლა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სამართლებრივი სასჯელი ემუქრება. როგორც თავად დაკავებულმა განაცხადა (1, 2.), მას აღნიშნული ქმედება პირველად არ ჩაუდენია და ძირითადად სწორედ ასე მიყავს ხოლმე ბავშვები მშობლებთან, სასწავლო დღის შემდეგ. 

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი ნინი ხუნდაძე რამდენიმე ანგარიშიდან (1, 2, 3, 4.) ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის შემცველ პოსტებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულში ბევრჯერ გადაუმოწმებია.

ფეისბუქ პროფილი “Boris Dudauri-Giorgadze” პრორუსულ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ფაქტების-გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ არის მონიშნული.

uzbekethi2 ასახავს თუ არა გავრცელებული ვიდეო უზბეკეთში ბავშვთა ტრეფიკინგს?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უზბეკეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist