რას ასახავს ვიდეო, რომელსაც “სულიერი სამყარო” იგივე gocha.gocha.39 ავრცელებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

15
VIEWS

16 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა “სულიერი სამყარო” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ ურტყამს სავარაუდოდ საავადმყოფოს თანამშრომელი მწოლიარე პაციენტს. პოსტის ავტორი ვიდეოს კორონა აფიორას უკავშირებს. ვიდეოს გადაღების დროსთან და ადგილთან დაკავშირებით პოსტში ინფორმაცია მოცემული არ არის.

 

;
გავრცელებული ვიდეო, თითქოს ის კორონა აფიორის მტკიცებულებაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო ინდოეთში 2020 წელს არის გადაღებული და მასში ნაჩვენები პაციენტი კოვიდინფიცირებული არ არის.

ვიდეოში ასახული მოქმედება ქალაქ პატიალაში, ინდოეთში ხდება, სადაც აღნიშნულ ინციდენტს 2020 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია და ინდოეთში კარნატაკას შტატის პოლიცია ავრცელებენ.

;
ვიდეო პატიალას კერძო კლინიკაშია გადაღებული, სადაც პაციენტის ცემისთვის კლინიკის ორი თანამშრომელი დააკავეს. პაციენტს დეპრესია აწუხებდა, ის კოვიდინფიცირებული არ ყოფილა. ინდოეთში აღნიშნული ვიდეო სხვა მანიპულაციურ ვიდეოებთან ერთად კოლაჟის სახით გავრცელდა, რისი მეშვეობითაც ამტკიცებდნენ, თითქოს კოვიდინფიცირებულებს საავადმყოფოებში განგებ ხოცავდნენ.

წყაროს შესახებ

“სულიერი სამყარო” ვაქცინებთან, პირბადეებთან და ზოგადად პანდემიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს, რაც “მითების დეტექტორმა” ადრე არაერთხელ გადაამოწმა.

“სულიერი სამყაროს” ფეისბუქ პროფილზე პირადი ფოტოები და პირადი ინფორმაცია განთავსებული არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას URL მისამართში gocha.gocha.39 უწერია.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ინდოეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist