ელის თუ არა ევროპას შიმშილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

420
VIEWS

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მა რუსეთს სანქციები დაუწესეს. სანქციები შეეხო როგორც საბანკო, ასევე ენერგეტიკის და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებს. ამ დროიდან,  რუსულ მედიებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ევროპაში რუსული პროდუქციის იმპორტის გარეშე ევროპა ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზეა.

2 აპრილს რუსეთის პირველ არხზე გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა დიდი ბრიტანეთი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დააყენა. მოსახლეობა არჩევანის წინაშე დგას – ბავშვები გამოკვებოს, თუ გათბობა ჩართოს.  გერმანიაში კი პროდუქტების დეფიციტია და დაცარიელებული დახლების გამო ხალხი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა.

Screenshot 9 3 ელის თუ არა ევროპას შიმშილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო?

Მსგავსი  შინაარსის სიუჟეტი Россия 24-ის ეთერშიც გავიდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ გერმანიის შემდეგ, მაღაზიები  საბერძნეთშიც ცარიელდება. ფასების გაძვირებას რუსულ სანქციებს უკავშირებენ ბელორუსულ არხ –Белорусь 1– ის სიუჟეტშიც. Ჟურნალისტი ჰყვება, რომ ევროპაში იაფი ზეთი გაქრა, კომუნალური გადასახადები გაძვირდა. 

გარდა ზეთისა, რუსულ მედიებში აქტიურად საუბრობენ მარცვლეულისა და სასუქის დეფიციტზე.

Screenshot 10 3 ელის თუ არა ევროპას შიმშილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო?

მსგავსი ინფორმაცია ქართულ ფეისბუკ-გვერდზეც ვრცელდებოდა. 29 მარტს ეროვნული ტელევიზია დიდგორი TV -მა გააზიარა რუსულენოვანი youtube არხის Ход Мыслей-ს ვიდეო, სათაურით “დიდი ბრიტანეთის საშუალო კლასი შემოსავლების არნახული ვარდნის წინაშე აღმოჩნდა” (Средний класс Великобритании столкнулся с небывалым падением доходов). ეროვნული ტელევიზია დიდგორი აღნიშნულ ვიდეოს შემდეგი აღწერით ავრცელებს: “სანქციების გამო ინგლისში მოელოდებიან უმუშევრობისა და უსახლკაროების მატებას, გაფიცვებსა და ქუჩის აქციებს”…….

Screenshot 11 3 ელის თუ არა ევროპას შიმშილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო?

ინფორმაცია, თითქოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით ევროპა შიმშილის ზღვარზეა, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლოს დროს, ფასები ევროპაში ზოგიერთ  პროდუქტზე ნამდვილად გაიზარდა, რაც უკრიანაში მიმდინარე ომმა გამოიწვია და არა რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის დეფიციტის მიზეზი ისიცაა, რომ რუსეთმა უკრაინის პორტები დაბლოკა, რამაც ტრადიციული საექსპორტო მარშრუტის შეწყვეტა გამოიწვია. ამასთანავე, ფასების გაძვირება ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომამმდე, პანდემიის გამოც დაიწყო. 

გარდა ამისა, Россия 24-ის  სიუჟეტი ვიდეომანიპულაციასაც შეიცავს, რადგან დიდ ბრიტანეთში გაძვირებული ფასების საილუსტრაციოდ რეალურად ესტონეთის სუპერმარკეტის კადრებია გამოყენებული. 

სურსათის გლობალური ფასები 2021 წელს  28 %-ით გაიზარდა

სააგენტო როიტერსის მიხედვით, ევროპაში ფასების მომატება, ინფლაცია და რიგ პროდუქტებზე არსებული პრობლემები მართლაც შეინიშნება. ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, არა მხოლოდ ევროპისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. როგორც გაეროს საკვების სააგენტომ ამა წლის იანვრის დასაწყისში განაცხადა, სურსათის გლობალური ფასები 2021 წელს 28% – ით გაიზარდა, რაც ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და რის მიზეზადაც კოვიდ პანდემიასთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებენ.

საგულისხმოა, რომ რუსული საინფორმაციოები აქცენტს ისეთი პროდუქტების დეფიციტზე აკეთებენ, როგორიცაა მარცვლეული და მზესუმზირის ზეთი. დასავლური წყაროების მიხედვით, ევროპაში მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი უკრაინაა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის დეფიციტის მიზეზია ისიც, რომ რუსეთმა უკრაინის პორტები დაბლოკა, რამაც ტრადიციული საექსპორტო მარშრუტის შეწყვეტა გამოიწვია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის სამიზანეა სოფლის მეურნეობა, ფერმებში მიწის ნაღმების დაყენება და აღჭურვილობის განადგურება.

Screenshot 12 4 ელის თუ არა ევროპას შიმშილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო?

ფაქტი, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან ევროპაში ზეთი და მარცვლეული ვეღარ შედის შიმშილს არა, თუმცა გარკვეულ პრობლემებს ევროპას ნამდვილად უქმნის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში  უკვე ეძებენ ხორბლისა და სიმინდის ალტერნატიულ წყაროებს, ერთ-ერთ ალტერნატივად მოვაჭრეებისთვის რუმინეთი განიხილებოდა, რომელიც, უკრაინის მსგავსად, ექსპორტს შავი ზღვის გავლით, თუმცა კონფლიქტის ზონის გარეთ ახორციელებს. Reuters-ის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, დაახლოებით 400,000-დან 500,000 ტონამდე რუმინული ხორბალი და 200,000-დან 300,000 ტონამდე რუმინული სიმინდი შეისყიდეს, ძირითადად დაუყოვნებლივ გადაზიდვისთვის ან მარტსა და აპრილში გამოსაყენებლად. ასევე საუბარი იყო უკრაინული მარაგების ჩანაცვლების მიზნით ფრანგული ხორბლის შესყიდვაზეც.

Screenshot 13 4 ელის თუ არა ევროპას შიმშილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო?

რაც შეეხება ბრიტანეთში ფასების ზრდას. საყურადღებოა, რომ ქვეყანაში პროდუქტის გაძვირება ჯერ კიდევ ომამდე შეინიშნებოდა, ინფლაციის წლიურმა დონემ იანვარში 5.5% შეადგინა – თითქმის 30 წლის მაქსიმუმი. Theguardian -ის მიხედვით, ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე აპრილისთვის ვითარების გაუარესებას პროგნოზირებდნენ, მათ შორის საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის გადასახადი მკვეთრად გაზრდას. 

გარდა ამისა, Россия 24-ის  სიუჟეტი ვიდეომანიპულაციასაც შეიცავს.  დიდ ბრიტანეთში არსებული მძიმე სიტუაციის და გაძვირებული ფასების საილუსტრაციოდ, სიუჟეტში  აჩვენებენ კადრებს, რომელიც რეალურად ესტონეთის სუპერმარკეტს ასახავს და არა დიდი ბრიტანეთის. 

Screenshot 14 4 ელის თუ არა ევროპას შიმშილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო? Screenshot 15 6 ელის თუ არა ევროპას შიმშილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist