ყალბი CNN Ukraine არარსებული ჟურნალისტის გარდაცვალების ცნობას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

603
VIEWS

27 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებლებმა Natalia Eliseeva და Наталия Завьялова გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებსაც სქრინშოთები აქვთ დართული. ერთ-ერთ სქრინშოთის მიხედვით, CNN Afghanistan-ის სახელწოდების ტვიტერის ანგარიში წერს, რომ ჟურნალისტი ბერნი გორესი ქაბულში თალიბანის წევრებმა მოკლეს, ხოლო მეორე სქრინზე ტვიტერ-ანგარიში CNN Ukraine წერს, რომ ამერიკელი აქტივისტი ბერნი გორესი უკრაინაში  რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ აფეთქებულ ნაღმს ემსხვერპლა. პოსტებში ნათქვამია, რომ ეს დასავლური პროპაგანდის ნაწილია.

Screenshot 9 2 ყალბი CNN Ukraine არარსებული ჟურნალისტის გარდაცვალების ცნობას ავრცელებს

27 თებერვალს ინდენტური შინაარსის პოსტი ფეისბუქ-პროფილმა ლელა პრაგამაც გამოაქვეყნა.

Screenshot 10 2 ყალბი CNN Ukraine არარსებული ჟურნალისტის გარდაცვალების ცნობას ავრცელებს

პოსტში მოცემული ტვიტები ყალბ ანგარიშებს ეკუთვნის. ბერნი გორესი არც ავღანეთში მოუკლავთ და არც უკრაინაში, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ის საერთოდ არ არსებობს. ყალბ ტვიტებში გამოყენებულ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ვიდეო თამაშების მოთამაშე ჯორდი ჯორდანია.

“ლელა პრაგას” პოსტში ნაჩვენები სქრინშოტები CNN-ის კლონირებულმა, ყალბმა ტვიტერ-ანგარიშებმა გამოაქვეყნეს. რეალურად ფოტოზე გამოსახული ადამიანი არა ბერნი გორესი, არამედ კომპიუტერული თამაშების პროფესიონალი მოთამაშე (ე.წ გეიმერი) ჯორდი ჯორდანია.

ინფორმაცია Factcheck.org-მა გადაამოწმა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ყალბი ტვიტი ტვიტერის არავერიფიცირებულ ანგარიშზე, @CNNUKR-ზე გამოქვეყნდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაბლოკილია. Factcheck.org-ის თანახმად, ტვიტერის ანგარიში ამ თვეში იყო შექმნილი და მხოლოდ 129 გამომწერი ჰყავდა.

Screenshot 11 2 ყალბი CNN Ukraine არარსებული ჟურნალისტის გარდაცვალების ცნობას ავრცელებს

ტვიტერის მეორე ყალბი ანგარიში, @CNNAfghan იმავე ფოტოს აგვისტოში ავრცელებდა და მას თალიბანის მიერ მოკლულ ჟურნალისტად ასაღებდა.

სინამდვილეში, ამ შემთხვევაშიც ფოტოზე არა ბერნი გორესი, არამედ გეიმერი ჯორდი ჯორდანია გამოსახული, რომელსაც საკუთარი იუთუბ-არხი აქვს და ვიდეო თამაშების ამსახველ ლაივ-ვიდეოებს აქვეყნებს.

Screenshot 12 1 ყალბი CNN Ukraine არარსებული ჟურნალისტის გარდაცვალების ცნობას ავრცელებს

ჯორდი ჯორდანის ფოტო, რომელიც ყალბ ტვიტებშია გამოყენებული, ვებ-გვერდ Wikitubia-ზე იძებნება, რომელიც იუთუბერების შესახებ შექმნილი ვიკიპედიის სტილის რესურსია.

Screenshot 13 1 ყალბი CNN Ukraine არარსებული ჟურნალისტის გარდაცვალების ცნობას ავრცელებს

“ლელა პრაგას” შესახებ

ფეისბუქ-პროფილ ლელა პრაგას პროფილის ფოტოზე კონსერვატიული მოძრაობის და ალტ-ინფოს მხარდამჭერი ჩარჩო აქვს გამოყენებული. ამასთანავე მას მოწონებული აქვს კონსერვატიული მოძრაობისა და ლევან ვასაძის მხარდამჭერი გვერდები.

Screenshot 14 1 ყალბი CNN Ukraine არარსებული ჟურნალისტის გარდაცვალების ცნობას ავრცელებს

ლელა პრაგას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ადრეც ავრცელებდა. 

აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავღანეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist