აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

64.3k
VIEWS

26 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა ლელა პრაგა გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ჯვარზე გაკრულ პირს ცეცხლს უკიდებენ. პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეო 2014 წელს უკრაინული აზოვის ბატალიონის მიერ დონბასელი მეომრის მოკვლას ასახავს. ამავე დღეს ლელა პრაგამ მეორე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც ფეისბუქ მომხმარებლის, Vaxo Gagnidze-ს პოსტის სქრინშოთია მოყვანილი იდენტური ვიდეოს კადრით, ხოლო ტექსტში ნათქვამია, რომ რუსმა ჯარისკაცება უკრაინელი ჯარისკაცი ჯვარზე გააკრეს. 27 თებერვალს ფეისბუქ ჯგუფში “ლევან ვასაძის მხარდამჭერები” გავრცელდა იდენტური კადრი, ხოლო პოსტში ნათქვამია, რომ ის რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედროს ცოცხლად დაწვას ასახავს. ასევე 27 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Read Joke გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც თან ახლავს ორი ადამიანის ჩამოხრჩობის ამსახველი ვიდეო. პოსტის მიხედვით, კაცი და მისი ორსული ცოლი სიკვდილით დასაჯეს, პოსტი ავტორი კი კომენტარებში წერს, რომ ეს აზოვის ბატალიონმა გააკეთა. ამავე ფეისბუქ მომხმარებელმა 27 თებერვალს ჯვარზე გაკვრის და დაწვის ვიდეო და ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით აზოვის ბატალიონის მიერ 2015 წელს რუსი სამხედროს დაწვას ასახავს.

1 8 აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

2 8 აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

3 7 აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

გავრცელებული პოსტები დეზინფორმაციულია. ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინის არმიის აზოვის ბატალიონმა დონბასელი მეომარი ჯვარზე გააკრა და დაწვა 2015 წლიდან ვრცელდება, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. თავად ბატალიონის წარმომადგენლები აღნიშნულ ვიდეოსთან კავშირს უარყოფენ. ვიდეო, რომელიც ორი ადამიანის ჩამოხრჩობას ასახავს, უკრაინელი ფაქტების ანალიტიკოსების ინფორმაციით, დადგმულია. დეზინფორმაციას კრემლისტურ “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული ანგარიშები ავრცელებენ.

აღნიშნული ვიდეო რუსულენოვან წყაროებში 2015 წლის 25 აპრილიდან ვრცელდება. ვიდეო პრო რუსმა ჰაკერულმა ჯგუფმა Кибер-Беркут-მა გაავრცელა. ვიდეოში პირები, რომლებიც დატყვევებულ კაცს ჯვარზე აკრავენ და შემდეგ ცეცხლს უკიდებენ ამბობენ, რომ აზოვის ბატალიონიდან არიან და ყველას, ვინც სეპარატისტებთან ითანამშრომლებს ასე დასჯიან. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ Звезда-ზეც გავიდა, თუმცა ის ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის.

გავრცელებიდან ერთი დღის შემდეგ ვიდეოს აზოვის ბატალიონი გამოეხმაურა. მათი განცხადების მიხედვით, ვიდეო მათ დისკრედიტაციას ემსახურება და უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის მაგალითია. მათივე თქმით, ვიდეოზე ასახული პირების ფორმა აზოვის ბატალიონის მებრძოლების ფორმისაგან განსხვავდება, სამხრე ნიშანი ბევრად უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე უნდა იყოს, ხოლო იარაღი პნევმატურს ჰგავს. ისინი ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ჯვარზე ლურსმნებით გაკრული პირი ჯვრის აწევისას არ ყვირის, ხოლო ჯვრისთვის ცეცხლის წაკიდების შემდეგ ვიდეო მალევე წყდება, შესაბამისად უცნობია, მართლაც გარდაიცვალა თუ არა აღნიშნული პირი. ფეისბუქზე აზოვის ბატალიონის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ვიდეოში პირები დამტვრეული უკრაინულით საუბრობენ.

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, რომელიც თითქოს ორი ადამიანის ჩამოხრჩობას ასახავს, ის ასევე 2015 წელს გავრცელდა და კრემლის პროპაგანდისტულმა გამოცემა News Front-მა გამოაქვეყნა. ვიდეო უკრაინული ფაქტების ანალიტიკოსმა ორგანიზაცია StopFake-მა შეისწავლა. მათი თქმით, ვიდეოს არაავთენტურობას “ჩამომხრჩვალთა” სხეულების არაბუნებრივი მოძრაობა ადასტურებს. ვიდეოს კადრების შენელებისას ჩანს, რომ კაცის მუცელი წინ იწევა, ხოლო სხეულის სიმძიმე კისერზე არაა კონცენტრირებული. StopFake-ის ვარაუდით, მსახიობებს სპეციალური აღჭურვილობა აცვიათ, რომელსაც კლდეზე ცოცვის დროს იყენებენ. ისინი ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ პირები, რომლებიც “ჩამოხრჩობაში” მონაწილეობენ, ვიდეოს მსვლელობისას უზრუნვლყოფენ, რომ სხეულები არ შემოტრიალდეს და მათი ზურგი არ გამოჩნდეს.

4 5 აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსული მედია უკრაინაში ჯვარზე გაკვრით დასჯის თაობაზე დეზინფორმაციას ავრცელებს. 2014 წელს მათ გაავრცელეს ინტერვიუ ქალთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქალაქ სლავიანსკიდან წამოსული ლტოლვილი იყო. გალინა პიშნიაკმა რუსეთის სახელისუფლებო მედიას უთხრა, რომ ქალაქში შესვლის შემდეგ უკრაინულმა არმიამ სიკვდილით დასაჯა მცირეწლოვანი ბიჭი და მისი დედა, რადგან მისი ქმარი სეპარატისტებთან იბრძოდა. მისი თქმით, ბიჭი ჯვარზე გააკრეს, ხოლო მისი დედა ტანკზე გამოაბეს და ცენტრალურ მოედანზე ათრიეს. მიუხედავად ქალის მტკიცებისა, რომ შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, ქალაქ სლავიანსკში ჩასულ ჟურნალისტებს აღნიშნული ფაქტი არავინ დაუდასტურა. აღსანიშნავია, რომ ქალის, რომელმაც აღნიშნული ისტორია მოყვა, ქმარი სეპარატისტული დაჯგუფების ყოფილი წევრია. ქალის ოჯახმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ შესაძლოა, მან ისტორია ფულის სანაცვლოდ მოყვა.

5 3 აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხი Звезда ასევე ავრცელებდა ვიდეოს, რომელშიც თითქოს უკრაინელი სამხედროები სეპარატისტებს ცოცხლად მარხავენ. უკრაინული ფაქტების ანალიტიკოსი ორგანიზაციის, StopFake-ის ინფორმაციით, ვიდეო დამუშავების კვალს შეიცავს, ხოლო ჯარისკაცების უნიფორმაზე არ არის არცერთი ნიშანი, რომელიც მათ ამოცნობას და უკრაინისათვის მიკუთვნებას გახდიდა შესაძლებელს.

გარდა ამისა, სხვა დეზინფორმაციული ვიდეოები უშუალოდ აზოვის ბატალიონის შესახებაც გავრცელებულა, რომელიც თავდაპირველად მოხალისეებით დაკომპლექტებული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფი იყო, მოგვიანებით კი უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შევიდა და ახლა კონტრაქტორი სამხედროებისაგან შედგება. მათ შორის იყო ვიდეო, რომელშიც 6 ნიღბიანი შეიარაღებული პირი, რომელიც თავს აზოვის ბატალიონის წარმომადგენელს უწოდებდა, ნიდერლანდებს ტერორისტული აქტების მოწყობით ემუქრებოდა, თუ ქვეყანა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას არ დაუჭერდა მხარს. ვიდეოს ბოლოს ისინი ნიდერლანდების დროშას წვავდნენ. StopFake-ის მიხედვით, ვიდეოზე გახმოვანება მოგვიანებით იყო დამატებული. გარდა ამისა, ვიდეოს აზოვის ბატალიონი გამოეხმაურა და რუსული პროპაგანდის მაგალითი უწოდა.

6 2 აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

2014 წელს რუსულენოვან ვებ-გვერდებზე ასევე ვრცელდებოდა ფოტო, რომელიც თითქოს აზოვის ბატალიონში მოხალისეთა მიღებას ასახავდა. ფოტოზე პირს ნაცისტური სიმბოლიკა ჰქონდა ამოსვირინგებული. StopFake-მა ფოტო გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მას აზოვის ბატალიონთან კავშირი არ აქვს და 2005 წლიდან იძებნება როგორც ნაცისტური ტატუების მაგალითი. რუსულ წყაროებში გავრცელებული ფოტო დამუშავბული იყო და ერთ-ერთ პირს სამოსზე მემარჯვენე სექტორის ნიშანი ჰქონდა დამატებული.

7 აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
წყარო: StopFake

წყაროების შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელს ლელა პრაგა პროფილის ფოტოზე კონსერვატიული მოძრაობის და ალტ-ინფოს მხარდამჭერი ჩარჩო აქვს გამოყენებული. ის ხშირად აზიარებს ალტ-ინფოს გადაცემების ვიდეოებს

8 აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

9 აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ფეისბუქ მომხმარებელ Read Jokeს კორონავირუსის შესახებ არაერთი მცდარი და მანიპულაციური პოსტი აქვს გამოქვეყნებული. მას ერთ-ერთ ფოტოზე ალტ-ინფოსადმი სოლიდარობის გამომხატველი ჩარჩოც აქვს გამოყენებული და ერთ-ერთ პოსტში და ნეონაცისტური ორგანიზაცია “საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერის, გიორგი ჭელიძის მიმართ მხარდაჭერა აქვს დაფიქსირებული.

10 აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist