როდის და რა მიზნით შეიქმნა ვიდეო, სადაც მიკროტალღურ ღუმელში განთავსებული ტელეფონია ნაჩვენები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

79
VIEWS

1 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Morganne C Samaya გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებს, რომ მიკროტალღურ ღუმელში შედებული ტელეფონიდან “რაღაც არსება გამოდის”.  მომხმარებელმა ვიდეოს დაურთო აღწერა – “ვამცირებთ ტელეფონებთან ურთიერთობას”. 

monstri როდის და რა მიზნით შეიქმნა ვიდეო, სადაც მიკროტალღურ ღუმელში განთავსებული ტელეფონია ნაჩვენები?

გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული და ის 2008 წელს NET 10-ის კამპანიისთვის, კონკურენტებთან შედარებით უპირატესობის აღსანიშნად სარეკლამო კომპანია Droga 5-ის მიერ არის მომზადებული.  

NET 10-ის კამპანია 

NET 10 მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორია (MVNO), რომელიც 1996 წელს აშშ-ში დაარსდა. MVNO არის კომპანია, რომელსაც საკუთრებაში არ აქვს უკაბელო ქსელების საკუთარი ტექნიკური ინფრასტრუქტურა და ქვეყანაში არსებულ ძირითად, ყველასთვის ცნობილ ოპერატორებთან ხელშეკრულების დადების შემდეგ მათ ინფრასტრუქტურას იყენებს, რათა აბონენტებს შედარებით იაფად შესთავაზოს მობილური სერვისები: ხმოვანი, SMS და ინტერნეტ მომსახურებები. 

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ვიდეო, თავდაპირველად, ინტერნეტ მომხმარებლების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით არ შექმნილა და მას სხვა ფუნქცია ჰქონდა. NET 10-მა No Evil სარეკლამო კამპანია, რომლის დროს შექმნილი ვიდეოებიდან ერთ-ერთი მიკროტალღურ ღუმელში შედებული ტელეფონია, 2008 წელს წამოიწყო. კამპანიის მიზანი სხვა მობილურ ქსელებთან უპირატესობის წარმოჩენა იყო – ვიდეოებით NET 10 ცდილობდა, მომხმარებლებისთვის ეჩვენებინა, რომ სხვა ქსელები “ბოროტები” არიან – მათ შორის, მაღალი ფასების, კონტრაქტების აუცილებლობისა და იმ პროცედურების გამო, რომლის თავიდან აცილებასაც მომხმარებელს თავად სთავაზობდა.  შესაბამისად, ვიდეოები კამპანიისთვის პროგრამულად იყო დამუშავებული.

სხვა ვიდეოები კამპანიიდან შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

monstri1 როდის და რა მიზნით შეიქმნა ვიდეო, სადაც მიკროტალღურ ღუმელში განთავსებული ტელეფონია ნაჩვენები?

ვიდეომანიპულაცია ერთ-ერთმა ავსტრალიურმა მედიამ gizmodo.com.au 2016 და 2014 წლებშიც გადაამოწმა. 

 წყაროს შესახებ: 

 ფეისბუქ-მომხმარებელი Morganne C Samaya ხშირად აქვეყნებს კონსპირაციულ და ანტივაქსერულ პოსტებს. მის მიერ გავრცელებული მანიპულაციური ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist