ზელენსკის განცხადება, თითქოს ხარკივი უკრაინელებს არ სჭირდებათ, ვიდეოფაბრიკაციაა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ზელენსკი
459
VIEWS

18 მაისს სოციალურ ქსელ ინსტაგრამის მომხმარებლებმა (1, 2.) გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სკოლის მოსწავლეებს მიმართავს. ვიდეოში ზელენსკი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებს მაისში გამოცდების ჩაბარება არ მოუწევთ და გამოცდების ნაცვლად, ისინი ხარკივს [რუსეთს] ჩააბარებენ, რადგან ის საერთოდ არავის სჭირდება.

zelenski3 ზელენსკის განცხადება, თითქოს ხარკივი უკრაინელებს არ სჭირდებათ, ვიდეოფაბრიკაციაა zelenski2 ზელენსკის განცხადება, თითქოს ხარკივი უკრაინელებს არ სჭირდებათ, ვიდეოფაბრიკაციაა

სოციალურ ქსელებში ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ვიდეოში ხმა რედაქტირებულია.

ზელენსკის ხმა პროგრამულად 14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე არის დადებული. ამ ვიდეოში ზელენსკის ჩაცმულობა, ვიდეოს გადაღების კუთხე, განათება და მაისურის ნაკეცები, დამუშავებული ვიდეოს იდენტურია. ავთენტური ვიდეოს ბოლო 8 წამში პრეზიდენტის მოძრაობები და მის მარცხენა მკლავზე ჩრდილი ასევე ემთხვევა გავრცელებულ 8 წამიან ვიდეოს.

Screenshot 2024 05 23 at 5.35.46 PM ზელენსკის განცხადება, თითქოს ხარკივი უკრაინელებს არ სჭირდებათ, ვიდეოფაბრიკაციაა
კადრი ზელენსკის ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან.
Screenshot 2024 05 23 at 5.35.53 PM ზელენსკის განცხადება, თითქოს ხარკივი უკრაინელებს არ სჭირდებათ, ვიდეოფაბრიკაციაა
კადრი გაყალბებული ვიდეოდან.

ავთენტიკურ ვიდეოში ზელენსკი საუბრობს ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე. მან განაცხადა, რომ უნდა დაჩქარდეს დამტკიცებული სამხედრო დახამრების პაკეტების სისრულეში მოყვანა და იარაღის უკრაინისათვის მიწოდების პროცესი, რადგან ხარკივსა და დონეცკში ძალიან რთული ვითარებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ინდივიდუალური სატელეფონო საუბრები ჰქონდა საფრანგეთისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ანდრეი ერმაკმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა წარადგინეს მოხსენება უკრაინის პერსპექტივებზე, იმ ძლიერი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებებზე, რომელიც არამხოლოდ დაასრულებს ამ ომს, არამედ აღმოფხვრის ნებისმიერი ომის წამოწყების გამართლების შესაძლებლობას და ეს დოკუმენტი მალე გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირისთვის გახდება ცნობილი. ავთენტიკური ვიდეოს ბოლოს, იმ ნაწილში, რომელზეც დადებულია ზელენსკის ყალბი განცხადების ხმა, იგი მადლობას უხდის უკრაინელებს, მეომრებს და ყველას ვინც ეხმარება უკრაინას. 

აღსანიშნია, რომ პროგრამულად დამუშავებული ნაწყვეტი, ძირითადად რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ, არაერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ზოგიერთ ვიდეოზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მისი პირველწყარო დახურული რუსული ტელეგრამ ჯგუფი Moscowneverlies არის. 

Screenshot 2024 05 23 at 5.36.02 PM ზელენსკის განცხადება, თითქოს ხარკივი უკრაინელებს არ სჭირდებათ, ვიდეოფაბრიკაციაა

უკრაინის პრეზიდენტი კადრებში ნაჩვენები კაბინეტიდან ვიდეო მიმართვას ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად ავრცელებს და უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში მისი ჩაცმულობა და კამერის ადგილმდებარეობა მცირედით იცვლება, რის გამოც ოთახი და მასში არსებული ნივთები სხვადასხვა კუთხიდან ჩანს. 

Screenshot 2024 05 23 at 5.36.11 PM ზელენსკის განცხადება, თითქოს ხარკივი უკრაინელებს არ სჭირდებათ, ვიდეოფაბრიკაციაა
კადრი 18 მაისს გამოქვეყნებული ვიდეოდან.
Screenshot 2024 05 23 at 5.36.20 PM ზელენსკის განცხადება, თითქოს ხარკივი უკრაინელებს არ სჭირდებათ, ვიდეოფაბრიკაციაა
კადრი 20 მაისის ვიდეოდან
Screenshot 2024 05 23 at 5.36.29 PM ზელენსკის განცხადება, თითქოს ხარკივი უკრაინელებს არ სჭირდებათ, ვიდეოფაბრიკაციაა
კადრი 21 მაისს გავრცელებული ვიდეოდან.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist