ვის მიმართავენ უკრაინელი ჯარისკაცები – პოროშენკოს თუ ზელენსკის?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

380
VIEWS

15 ივლისს ფეისბუკ-ანგარიშმა Светлана Городинская ვიდეო გაავრცელა, რომელშიც სამხედრო ფორმაში ჩაცმული სამი მამაკაცი რუსულად უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს. ვიდეოს ზედა ნაწილში წერია: ბოლოს და ბოლოს, ВСУ მიხვდა, რა რა არის! ვიდეოში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მათ ძველი იარაღი და ტექნიკა მისცა,რომელიც არ მუშაობს. ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილე ყვება, რომ აქ ხალხი იღუპება, ნამდვილი მტერი კიევშია, ამიტომ, დროა კიევზე წავიდნენ.

ფრაგმენტში, რომელსაც ფეისბუკ-მომხმარებელი ავრცელებს, არ ჩანს, თუ რომელ პრეზიდენტს მიმართავენ, თუმცა, თანდართული ტექსტი და კონტექსტი, რომ უკრაინაში ამჟამად ომია, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართითაა.

Screenshot 2023 07 19 173933 ვის მიმართავენ უკრაინელი ჯარისკაცები - პოროშენკოს თუ ზელენსკის?

ვიდეო შეცდომაში შემყვანია და სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ვიდეო ინტერნეტში 2015 წლიდან იძებნება და მიმართვა უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მისამართითაა ჩაწერილი.

გავრცელებული ვიდეოს სრული ვერსია 2015 წლის 28 თებერვალს Андрей Грачёв-ის იუთუბ-არხზე გამოაქვეყნა. ანდრეი გრაჩევი ერთ-ერთია, რომელიც ვიდეოში მონაწილეობს. მის იუთ-არხზე მისივე მონაწილეობით სხვა ვიდეოებიც იძებნება. 

Screenshot 2023 07 19 173940 ვის მიმართავენ უკრაინელი ჯარისკაცები - პოროშენკოს თუ ზელენსკის?
წყარო: Андрей Грачёв

სრული ვიდეო 12:37 წუთიანია და 5:05 წუთიდან ისმის, რომ ჯარისკაცები უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიმართავენ. 

ჯარისკაცები პრეზიდენტს მიმართავენ, რომ ერთი დღით ჩავიდეს მათთან და ნახოს რა ხდება, რა პირობებში არიან.  ისინი ამბობენ, რომ პოროშენკომ წესრიგი ვერ უზრუნველყო ქვეყანაში, არადა, არჩევნებზე ეს იყო მისი მთავარი სლოგანი. “აქ ხალხი იღუპება, რომ თქვენ შოკოლადში იცხოვროთ” – ისმის ვიდეოში. 

ვიდეოს ფრაგმენტი, რომელიც ფეისბუკზე გავრცელდა 10:49 – დან იწყება. 

ავტორმა ფრონტიდან კიდევ რამდენიმე ვიდეო ატვირთა. აღწერიდან ვიგებთ, რომ ჯარისკაცები АТО ზონაში (ტერმინი, რომელსაც 2015 წელს ლუჰანსკისა და დონეცკის ტერიტორიების აღსანიშნავად იყენებდნენ, რომელსაც რუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ), დონეცკის აეროპორტთან არიან განლაგებული და იქ არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ. ვიდეოს ავტორმა ანდრეი გრაჩევმა პოროშენკოსადმი მიმართვა 6 მარტსაც გამოაქვეყნა. 

რუსეთი უკრაინაში 2014 წლის 20 თებერვალს შეიჭრა და 18 მარტს ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. სტრატეგიული ობიექტის – “დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის” კონტროლისთვის ბრძოლები 2014-2015 წლებში მიმდინარეობდა.  საბოლოოდ, ობიექტს პრორუსი სეპარატისტები აკონტოლებდნენ. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიში Светлана Городинская ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური, პრორუსული და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს. მას დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.

Screenshot 2023 07 19 173953 ვის მიმართავენ უკრაინელი ჯარისკაცები - პოროშენკოს თუ ზელენსკის?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist