ვინ არის ნათია ქოლუსი და რა კავშირი აქვს მას Cancel Cancel Mafia საქართველოსთან?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

860
VIEWS

გასული კვირას სოციალურ ქსელებში ბლოგერი ნათია ქოლუსი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 7 ივლისს საკუთარ ფეისბუქზე ვიდეო, სათაურით “ძაან არაპოპულარული ვიდეო, ღირსების მარშს ამოფარებული გეგმები” გამოაქვეყნა. ვიდეომ აქტუალობა ძალადობრივი ჯგუფების მიერ 5 ივლისს ღირსების მარშის გაუქმების, ჟურნალისტებზე ჯგუფური ძალადობის, აქტივისტების დევნისა და ჰომოფიური დისკურსის ფონზე შეიძინა.

გარდა პრაიდთან დაკავშირებული თემისა, ნათია ქოლუსის ვლოგები და ფეისბუკ პოსტები საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს სექსუალური ურთიერთობით დაწყებული, რელიგიისა და გლობალური დათბობის საკითხების ჩათვლით. უფრო მეტიც,  ზოგ შემთხვაში ქოლუსი ეკლესიისა და ხელისუფლების ქმედებების გამართლებასაც ცდილობს. კონსპირაციებთან ერთად გამოიკვეთა რამდენიმე გზავნილი, რომელსაც ქოლუსი ახმოვანებდა:

  • მამაოების და ეკლესიის კრიტიკის დრო არ არის, რელიგიას/ეკლესიებს ებრძვიან;
  • ლგბტ უფლებების დამცველებს კაცობრიობის დამონება სურთ
  • ლექსო ლაშქარავა მსხვერპლად სჭირდებოდათ
  • აქციაზე ძალადობა მოსყიდული ხალხის პროვოცირებული შეიძლება იყოს
  • რუსეთთან ერთად ამერიკა-ევროპის კოლონიობაც მიუღებელია
  • პრემიერ-მინისტრი ხალხის დაკვეთას ასრულებს, სახალხო დამცველი კი მას უსაფუძვლოდ აკრიტიკებს;
  • პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი
  • გლობალური დათბობა მსოფლიო მმართველობის დამკვიდრებას ისახავს მიზნად;
  • ფაქტჩეკერები საქართველოს სასწრაფოდ უნდა გავარიდოთ.

ნათია ქოლუსი ერთდროულად მოექცა, როგორც ძალადობრივი ჯგუფების და კრემლისტური აქტორების და მათი პლატფორმების ფოკუსში, ასევე სახელისუფლებო და საეკლესიო მედიისაც. კერძოდ მას სივრცეს უთმობდნენ და მის პოსტებს აზიარებდნენ შემდეგი აქტორები:

  • კრემლისტური პარტია “პატრიოტთა ალიანსი” და ტვ  “ობიექტივი”, პარტია თავისუფალ საქართველოსთან დაკავშირებული ონლაინ მაუწყებელი  “თავისუფალი არხი,” ულტრანაციონალისტური პოლიტიკური პარტია “ქართული იდეა”.
  • ლევან ვასაძის ექსტრმისტულ პარტიასთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშები (ბექა ვარდოსანიძე, მნიშვნელოვანი, თორნიკე სამანიშვილი).
  • საპატრიარქოს ტელევიზია  “ერთსულოვნება”.
  • სახელისუფლებო მედიები:  POST TV,  Prime Time,  For.ge,  პროგრესნიუსი და ექსკლუზივნიუსი.
  • ანტიდასავლური გამოცემა ასავალ-დასავალი.

Cancel Cancel Mafia საქართველო

ფეისბუქ ჯგუფი, სახელწოდებით “Cancel Cancel Mafia საქართველო” ამჟამად აღარ ფუნქციონირებს, თუმცა მისი არსებობა რამდენიმე ფაქტორის გამო აღმოჩნდა საინტერესო: ჯგუფი, მიზანმიმართულად ფეისბუკ პოსტების დარეპორტებისთვის იყო შექმნილი და მისი ადმინისტრატორები  ნათია ქოლუსი და თორნიკე სამანიშვილი იყვნენ. სამნიაშვილის ფეისბუკიდან ჩანს, რომ ის ლევან ვასაძის რადიკალური მედია პლატფორმის “ალტ-ინფოს” მხარდამჭერია, ხშირად აზიარებს მათ ვიდეობს და ტაბულას ერთ-ერთი პოსტის კომენტარში თავს “ალტ-ინფოსთან” აიდენტიფიცირებს.

;

;

;
“Cancel Cancel Mafia საქართველო”-ში გამოქვეყნებული თორნიკე სამანიშვილის ერთ-ერთი პოსტიდან ირკვევა, რომ ჯგუფის მიზანი არასასურველი პოსტების ორგანიზაცებული დარეპორტება იყო. სამანიშვილი პოსტში აღნიშნავს, რომ ფაქტჩეკერებს (ფეისბუკის პარტნიორ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს) ვერ დაარეპორტებენ, ამიტომ უმჯობესია სხვათა დარეპორტებაზე იყვნენ ორიენტირებული და მოერიდონ სიძულვილლის ენის გამოყენებას, რათა არ დაიბლოკონ. ასევე დარეპორტებისას სათანადო ბმული გამოიყენონ.

;
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯგუფი თავისი შინაარსიდან გამომდინარე ფეისბუქმა დაბლოკა, თავად ნათია ქოლუსმა გაავრცელა. ფეისბუკმა ჯგუფი საზოგადოებრივი სტანდარტების დარღვევის გამო წაშალა, რადან კოორდინირებულად ანგარიშების დარეპორტება არაავთენტური ქმედებაა.

;
კოორდინირებულად დარეპორტების საკითხით ნათია ქოლუსი მის ახლადშექმნილ ტელეგრამ არხზე Lover of Turth-ზეც დაინტერესდა, სადაც იკითხა, თუ როგორ შეექმნათ გვერდი დასარეპორტებელი ანგარიშების მონაცემების ერთად თავმოსაყრელად.

;

გზავნილები და კონსპირაციები

  • მამაოების და ეკლესიის კრიტიკის დრო არ არის, რელიგიას/ეკლესიებს ებრძვიან

ნათია ქოლუსი, ბლოგერი: “არაა ახლა იმის დრო, დავიწყოთ იმის დევნა ვინ მამაოს რომელი და როგორი მანქანა ჰყავს ან როგორი სახლი აქვს, მამაოების ყურებას თავი გაანებეთ და ეკლესიებში მიდით მართლა და ვილოცოთ (…) მამაოების კრიტიკის დრო არა გვაქვს, მაგას ვამბობ.”

იმის საილუსტრაციოდ, რომ ეკლესიებს ებრძვიან, ქოლუსმა კანადის ეკლესიაზე შეცდომაში შემყვანი მასალა გაავრცელა.

  • ლგბტ უფლებების დამცველებს კაცობრიობის დამონება სურთ

ნათია ქოლუსი, ბლოგერი: “ანუ ვინც ვითომ ლგტბ უფლებების დაცვისთვის იბრძვის, მათ გეებისა და ლესბოსელების უფლებების დაცვა კი არა, მათი გამოყენებით მთელი კაცობრიობის დამონება აქვთ დაგეგმილი! (…)ვაფრთხილებ საქართველოს პროგრესულ საზოგადოებას, თქვენ ლგბტ უფლებების დაცვის სახელით გათამაშებული სპექტაკლის მარიონეტები ხართ და ამ სპექტაკლის მიზანი კაცობრიობაზე გლობალური ტოტალური ძალაუფლების მოპოვებაა.” [ასავალ-დასავალი, 12-18 ივლისი]

  • ლექსო ლაშქარავა მსხვერპლად სჭირდებოდათ

ნათია ქოლუსი, ბლოგერი:  “[ლექსო ლაშქარავა] ნაცემი იყო და ეს სპექტაკლის გამო მსხვერპლი სჭირდებოდათ და მოკლეს ალბათ-მეთქი. და ცემის მაგივრად გაუშვებენ იმ ვიღაცებს მკვლელობაზე. და ატეხავენ პანიკას ხალხში, ეს ბრბო უნდა შევაჩეროთო და დაიწყებენ ვითომ ევროკავშირების და მშვიდობისთვის პროტესტებს.” [ტელეგრამის არხი Lover of Truth, 11 ივლისი]

;

  • აქციაზე ძალადობა მოსყიდული ხალხის პროვოცირებული შეიძლება იყოს

ნათია ქოლუსი, ბლოგერი: “მაგხელა აქცია რომ არის, ვიღაცები იქნებიან აგრესიულები, ვიღაცა ჯგუფები იქნებიან აგრესიულები, ვიღაცა გაყიდული იქნება და სპეციალურად იქნება იქ, რომ მოახდინოს რამის პროვოკაცია.” [Post TV, დიდი გადაცემა]

ნათია ქოლუსი, ბლოგერი: “ძაან არ გამიკვირდება ვინც ტურისტი დაჭრა და ვიღაც კონკეტულები ვინც დაიწყეს ეს ჩხუბი, იმენა მიგზავნილები და ფულგადახდილები რო ყოფილიყვნენ. ყველაზე ვინც აგრესიული იყო არ ვამბობ, მარა მთავარი მწვალებლები!“ [პირადი ფეისბუქ გვერდი, 7 ივლისი].

  • რუსეთთან ერთად ამერიკა-ევროპის კოლონიობაც მიუღებელია

ნათია ქოლუსი, ბლოგერი: „არც რუსეთის კოლონიობა მსურს და არც – ამერიკა-ევროპისა! მინდა, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული ტრადიციების მიხედვით ვიცხოვროთ და ამ ტრადიციებით გავზარდოთ მომავალი თაობები!“[ასავალ-დასავალი 12-18 ივლისი]

  • პრემიერ-მინისტრი ხალხის დაკვეთას ასრულებს, სახალხო დამცველი კი მას უსაფუძვლოდ აკრიტიკებს

ნათია ქოლუსი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსაც გამოესარჩლა, როცა სახალხო დამცველმა ის პრაიდთან დაკავშირებული იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, სადაც ღარიბაშვილი უმრავლესობის ინტერესებით მოქმედებაზე და უმცირესობის კონსტიტუციური უფლების უგულებელყოფაზე საუბრობდა. კოლუსმა ნინო ლომჯარიას დემოკრატიის განმარტება შეახსენა:

ნათია ქოლუსი, ბლოგერი: “მოდი, გავიხსენოთ რა არის დემოკრატია. ქალბატონ ნინოსაც იქნება ვინმემ შეახსენოს, რომ როცა უმრავლესობას უსმენს პრემიერი, ის პირდაპირ ასრულებს მის ვალს ხალხის მიმართ. უმცირესობის დიქტატურა ვისაც უნდა ეტყობა”. [პირადი ფეისბუქ გვერდი, 13 ივლისი]

  • პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი

ნათია ქოლოსი, ბლოგერი: “ადრეც ეწერათ [Vision 2050-ს] ძაან ჩვეულებრივად, “როგორ ავირიდოთ შემდეგი პანდემია, ანუ პანდემია თუ მოხდა, რა მოხდება მსოფლიოში, თუ რაღაც ეგეთი, პირდაპირ ეწერათ და ხალხი კონსპირაციულ თეორიებს ეძახდა და მერე კოვიდი მოხდა. კოვიდზე ეწერათ ძაან ჩვეულებრივად, ოღონდ კოვიდი არ ერქვა.”

  • გლობალური დათბობა მსოფლიო მმართველობის დამკვიდრებას ისახავს მიზნად;

ნათია ქოლუსი, ბლოგერი: გლობალური მთავრობა ძალიან დიდი სისწრაფით ყალიბდება და ეს პარიზის შეთანხმება იდეალურ მსოფლიოზე არის მაგისი მთავარი შეთანხმება!!! Vision 2050 დაგუგლე და შეადარეთ ბოლშევიკების დაპირებებს!” [პირადი ფეისბუქ გვერდი, 2 ივლისი]

გლობალურ დათბობასთან და Vision 2050-თან დაკავშირებით ნათია ქოლუსის კონსპირაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა.

  • საქართველოს ფაქტჩეკერები სასწრაფოდ უნდა გავარიდოთ

ნათია ქოლუსი, ბლოგერი: ამ ფაქტ ჩეკერებს რაც არ უნდა ფაქტები დაუდო ოღოდ არ არსებობს რომ რამე დააჯერო იმიტომ რომ რეალურად სიმართლე არ უნდათ. მაგათ უნდათ მას ინფორმაციის მონოპოლია და შესაბამისად ტოტალიტარული რეჟიმი. სასწრაფოდ უნდა ჩავწიოთ ეს კომუნიზმის მსოფლიო მანქანა საქართველოსგან რამენაირად. ჩავაჩოჩოთ საიანაც მოვიდნენ იქ,

  • ნათია ქოლუსის ვიდეოების გავრცელება ფეისბუქზე

საპატრიარქოს ტელევიზიაში ნათია ქოლუსის სტუმრობის შესახებ ინფორმაცია  “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულმა კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ რამდენჯერმე გაავრცელა.;

ნათია ქოლუსის ვიდეო, სადაც ის გლობალური დათბობის შესახებ სხვადასხვა კონსპირაციას აჟღერებს, 9 ივლისს გამოაქვეყნა ალტ-ინფოსთან დაკავშირებულმა ფეისბუქ გვერდმა “!!მნიშვნელოვანი!!” და გადააზიარა პარტია “ქართული იდეის”  ფეისბუკ გვერდმა. ამჟამად ვიდეო გვერდიდან წაშლილია.

;

“მნიშვნელოვანის” ვიდეო  ერთმა ფეისბუქ მომხმარებლმა Нико Бикоев-მა რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფში გააზიარა, მათ შორის იყო ანტილიბერალური სივრცე, ლევან ვასაძის მხარდამჭერები, Евразийский Союз (Политическая Партия) და СТАЛИН ВЕЛИКИЙ УЧИТЕЛЬ სტალინი დიდი მასწავლებელი.

ნათია ქოლუსის ტელევიზიებში სტუმრობის ამსახველი ვიდეოები  რელიგიური შინაარსის ფეისბუქ გვერდებმაც გაავრცელეს, მათ შორის იყო ჭყონდის ეპარქიის და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუქ გვერდები.

“ერთსულოვნებისთვის” მიცემული ინტერვიუს ვიდეო მკვეთრად ანტიოპოზიციურ ჯგუფებში მოხვდა, ორ მათგანში (გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა! ,,სიმართლის გზა”) ვიდეო ერთმა მომხმარებელმა Mindo Mandela-მ იდენტური წარწერით “ჩვენიიიი გოგო გამოჩნდააა” გააზიარა.

;

საპატრიარქოს ტელევიზიაში მიცემული ინტერვიუს ვიდეო დამოკიდებლად ატვირთა გვერდმა  “დედალაქი,” საიდანაც ვიდეო სხვადასხვა ჯგუფში გავრცელდა, მათ შორის  კონსერვატორები, ლევან ვასაძის და ეროვნული ფლანგის, მსოფლიო ქართველთა დავიცვათ ჩვენი ერი, მამული და სარწმუნოება და ანტი-მასონობა.

  • ნათია ქოლუსი იუთუბზე 

ნათია ქოლუსის სახელით იუთუბზე არხზე მინიმუმ სამი არხი ფუნქციონირებს, მათგან ორი ინგლისურ, ხოლო ერთი ქართულ ენაზეა, არხების შინაარსი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება:

არხის სახელწოდება

ვიდეოების ზოგადი შინაარსი

არხის სახელწოდება

ვიდეობის ზოგადი შინაარსი

LOVER OF TRYTH ქართული
2014 წლის 18 აპრილი
(ვიდეობი 2021 წელსაა ატვირთული)

ვიდეოები ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ, შეთქმულების თეორიები მსოფლიო მმართველობის შესახებ, რელიგიური მოწოდებები

Love with Natia
2020 წლის 13 ოქტომბერი

ვიდეორჩევები სექსის შესახებ

LOVER OF TRUTH / EN
2020 წლის 7 ივლისი

ვიდეობი რელიგიის და პირადი გამოცდილებების შესახებ

  • ვინ იყო/არის ნათია ქოლუსი?

ნათია ქოლუსი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კანადაში ცხოვრობდა, კანადაში გადასვლამდე კი საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდა. კანადის მოქალაქე მეუღლე ენდიარნ  ქოლუსთან ერთად მის სახელზეა რეგისტრირებული შპს ჯინჯერ პერსონალი, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტებში მისი პირველი გვარი – ფაშურიშვილია დაფიქსირებული.

;;

ნათია ქოლუსი სოსო ჯაჭვილიანის გადადგომის მოთხოვნით 2015 წლის ივლისში შექმნილ პეტიციას ხელს აწერდა, პეტიციის ავტორი სოსო ჯაჭვილიანის გადადგომას ბიზნეს ფორუმ EBRD-ზე მის ყოფნასთან დაკავშირებული სექსისტური და დისკრიმინაციული გამონათქვამის გამო ითხოვდა.

;

ინტერნეტ სივრცეში იძებნება ნათია ქოლუსის 2014 წლის ვიდეოც, სადაც სხვა უფლებადამცველ აქტივისტებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებს და მის დასრულებას ითხოვს.

;
ქოლოსის ტიკ-ტოკის ანგარიშზე გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, ის ტორონტოდან თბილისში 2021 წლის აპრილში ჩამოვიდა. 5 მაისის ვიდეოში კი განაცხადა, რომ ამიერიდან ვიდეოებს მხოლოდ სულიერი და რელიგიური თემების შესახებ სპეციალურად ახალგაზრდების განათლებისთვის ჩაწერდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist