ვიდეომანიპულაცია, თითქოს ვაქცინაცია ჰალუცინაციებს იწვევს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

90
VIEWS

2022 წლის 24 სექტემბერს ფეისბუკ პროფილმა “ჯორდანო ბრუნო”  ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა. კოლაჟში  4 სხვადასხვა ვიდეოა გაერთიანებული. თითოეულ ვიდეოში ასახულია ადამიანები, რომლებიც მოულოდნელად  ტრიალს,  ხელების ქნევასა  და კრუნჩხვას იწყებენ. აღწერის მიხედვით, “მთელ მსოფლიოში სათვალთვალო კამერები ბევრ უცნაურ სიკვდილს აფიქსირებენ” და ეს ყველაფერი სრულიად ჯანმრთელ ვაქცინირებულ ადამიანებს ემართებათ, ასეთ დროს მათ ჰგონიათ, რომ რაღაც ისეთს ხედავენ, რაც მათ უტევთ და ხოცავთ. 

jordano 1 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ვაქცინაცია ჰალუცინაციებს იწვევს

მტკიცება, თითქოს აღნიშნულ ვიდეოში ნაჩვენები ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეოკოლაჟიდან ერთ-ერთი შემთხვევა გირაციულმა კრუნჩხვამ გამოიწვია, როდესაც მამაკაცი მოძრავი მატარებლის ქვეშ ჩავარდა, ხოლო სხვა პიროვნებების შემთხვევაში მათი ქცევის მიზეზი უცნობია და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მსგავს ქცევას ვაქცინა იწვევს.

  • კადრი #1 – მამაკაცი გირაციული კრუნჩხვით

კოლაჟის პირველ კადრში ჩანს მამაკაცი, რომელსაც კრუნჩხვა ეწყება, შემდეგ კი წონასწორობას ვერ ინარჩუნებს და მატარებლის ქვეშ ვარდება. მამაკაცი ინდოელი პოლიციელი რეგალ კუმარ სინგია, რომელიც ქალაქ აგრაში, მოძრავი მატარებლის ქვეშ ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა. 

jordano ვიდეომანიპულაცია, თითქოს ვაქცინაცია ჰალუცინაციებს იწვევს

ვიდეო ინდოეთში აქტიურად ვრცელდებოდა. ადგილობრივი გამოცემების მიხედვით,   პოლიციელს  გირაციული კრუნჩხვა (Gyratory seizure) დაეწყო, რის გამოც თავი ვერ გაკონტროლა და მატარებლის ქვეშ ჩავარდა.

გირაციული კრუნჩხვა იშვიათი მოვლენაა და ის როგორც ეპილეფსიის, ასევე  არაეპილეფსიურ შემთხვევებში ვლინდება. ასეთი შეტევის დროს ადამიანი სხეულით 180-360 გრადუსით ბრუნავს.  

გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულ ბოლო 3 შემთხვევაზე არ არსებობს რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია და შესაბამისად, ვერც ის დგინდება არიან თუ არა ისინი ვაქცინირებული. ამასთანავე, არ არსებობს არც იმის მტკიცებულება, რომ ეს პიროვნებები გარდაიცვალნენ. მეორე ვიდეოში, მამაკაცის ქცევა ძალიან გავს გირაციულ კრუნჩხვას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კადრები გაავრცელა ტელეგრამ არხმა “Covid BC (Vax Reactions)”, რომელიც ანტივაქსერული ჯგუფია. ბოლო ორ ნაწილზე დაკვირვებისასაც აღიქმება, რომ მათ, სავარაუდოდ, კრუნჩხვა ეწყებათ, რაც ეპილეფსიის და მისი მსგავსი დაავადებების დროს ხდება. როგორც კვლევებშია (1, 2) აღნიშნული, ასეთი დაავადებების დროს კრუნხვებს რიგ შემთხვევებში თან ახლავს ჰალუცინაციებიც. ერთ-ერთი ირლანდიური კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების 8%, რომელთაც აქვთ კრუნჩხვების შეტევების ისტორია, აღნიშნავენ, რომ შეტევის დროს ჰალუცინაციებიც ემართებათ. 

სხვადასხვა ქვეყნების სამედიცინო უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებს მოუწოდებენ, გაიკეთონ კოვიდ ვაქცინა. ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ არ არსებობს კავშირი ვაქცინასა და კრუნჩხვებს შორის და ვაქცინა გავლენას ვერ ახდენს ვერც ეპილეფსიის წინააღმდეგ დანიშნულ მედიკამენტებზე (1, 2, 3, 4.).


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist