ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლიბიიდან ევროპისკენ 500 000 მიგრანტი მიემართება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

115
VIEWS

10-13 ივლისს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც თანდართული აღწერის მიხედვით ლიბიის სანაპიროდან 500 000 მამაკაცის ევროპისკენ გადაადგილებას ასახავს. ავტორების მტკიცებით, მამაკაცების ნახევარ მილიონიანი კოლონა ევროპაში შეჭრის მიზნით ლიბიიდან იტალიისკენ მიემართება. იდენტურ ვიდეოს ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ეროვნული სულისკვეთებაც” ავრცელებს და ლიბიიდან მასიურ მიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. 

Screenshot 2023 07 18 141833 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლიბიიდან ევროპისკენ 500 000 მიგრანტი მიემართება

ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ყალბი აღწერით ვრცელდება. მტკიცება, იმის შესახებ რომ ვიდეოზე 500 000 კაციანი მიგრანტების “არმიის” ლიბიიდან იტალიაში გადაადგილებაა აღბეჭდილი, სიცრუეა. ვიდეო მართლაც ლიბიაშია გადაღებული, თუმცა ის ლიბიის უსაფრთხოების ძალების მიერ ეგვიპტელი არალეგალური მიგრანტების უკან ეგვიპტის ტერიტორიაზე გაყვანას ასახავს. 

ლიბიის ეროვნულმა არმიამ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით ლიბიის ტერიტორიიდან 4 000 არალეგალური მიგრანტი გააძევა და მათ ეგვიპტის საზღვრის ფეხით გადაკვეთა აიძულა. შემთხვევას წინ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული რამდენიმე სამხედრო რეიდი უსწრებდა, რომლის დროსაც ლიბიის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი მიგრანტების სამალავები აღმოაჩინეს და ისინი კონტრაბანდისტებისგან გაათავისუფლეს. 

ეგვიპტურმა მხარემ საზღვრის კვეთის ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ დეპორტირებულთა შორის ეგვიპტის მოქალაქეებთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ და მათ ნაწილს ოფიციალური დოკუმენტები არ ჰქონდა. არალეგალურ მიგრაციაში ჩართული კონტრაბანდისტების მსხვერპლთა დეპორტირება ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა. გავრცელებული ვიდეოები, რომელიც ლიბიის ტერიტორიიდან სამხედრო პირების კორდონის გავლით ადამიანების ეგვიპტის საზღვრის ფეხით გადაკვეთას ასახავს, ეგვიპტის მხრიდან სამარცხვინო და შეურაცხმყოფელ ქმედებად შეფასდა. ეგვიპტის საბაჟო სამსახურის გენერალური დირექტორის განცხადებით, ლიბიას მის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი ადამიანების დეპორტირების უფლება აქვს, თუმცა ისეთი პროცედურების გამოყენებით, რომლების დეპორტირებულთა პირობებს და უფლებებს პატივს სცემს. 

Screenshot 2023 07 18 141846 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლიბიიდან ევროპისკენ 500 000 მიგრანტი მიემართება

ეგვიპტელი მიგრანტების ლიბიიდან დეპორტაციის ამსახველი ვიდეოკადრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში (1,2,3)  2-4 ივნისს გამოჩნდა. ივნისის შუა რიცხვებიდან ამ კადრებს ყალბი აღწერით სხვადასხვა ინგლისურენოვანი გვერდები ტვიტერსა და ტიკტოკზე მასიურად ავრცელებენ და ვიდეოებს ლიბიიდან იტალიაში მიგრანტების გადადაადილების მტკიცებულებად წარმოაჩენენ. ვიდეოები, მათ შორის საქართველოში გავრცელებული ვიდეო, France 24-მაც გადაამოწმა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება და მიგრანტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზვიადებულია, აღსანიშნავია, რომ ლიბიის გავლით იტალიაში არალეგალური მიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი გზაა. 2022 წელს იტალიამ საერთო ჯამში 105 000 მიგრანტი მიიღო, საიდანაც 53 310 იტალიაში ლიბიიდან შევიდა. 2023 წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიის სანაპიროებზე ჩასული მიგრანტების რიცხვი ყველთვიურად იზრდება. UNHCR-ის ცნობით, 2023 წლის მაისში ამ მონაცემმა  8 154 შეადგინა, საიდანაც ლიბიიდან მიგრირებულთა და იძულებით გადაადგილებულთა წილი 72% იყო. იტალიიის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის (ISPI) კვლევის თანახმად, ლიბიაში ტრანსნაციონალური კავშირების მქონე კარგად ორგანიზებული კრიმინალური ქსელები მოქმედებს და ისინი ადამიანებით კონტრაბანდაში აქტიურად არიან ჩართულები. 

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე ანტიდასავლური, ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს რეგულარულად ავრცელებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

ფეისბუქ-ანგარიში ეროვნული სულისკვეთება, რომელმაც ვიდეო გაყალბებული აღწერით გამოაქვეყნა, ყალბი ინფორმაციის შემცველ ფეისბუქ-პოსტებს აქამდეც აქვეყნებდა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, იტალია, ლიბია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist