ვიდეომანიპულაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ნაცისტურ ჟესტს იყენებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

173
VIEWS

16 მაისს ფეისბუქ მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც თბილისში ე.წ. “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზეა გადაღებული. კადრებში ახალგაზრდები ხელით კონკრეტულ ჟესტს აკეთებენ – მარჯვენა ხელის შუა სამ თითს კოცნიან და ცისკენ იშვერენ. პოსტების ავტორების და ვიდეოზე გაკეთებული ტიტრების მიხედვით, ეს ნაცისტური ჟესტია და იმის მტკიცებაა, რომ აქციებს ფრანკლინის კლუბის წევრები მართავენ.

videomanipulatsia thithqos aqtsiis monatsileebi natsistur zhests iqheneben ვიდეომანიპულაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ნაცისტურ ჟესტს იყენებენ

მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ახალგაზრდები ნაცისტურ ჟესტს იყენებენ, მცდარია. სინამდვილეში ეს ჟესტი მწერალ სუზან კოლონსის ბესტსელერ “შიმშილის თამაშებში” გამოიყენება და აღტაცების, პატივისცემისა და დამშვიდობების სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ყველაფერი თავად ვიდეოს ავტორმაც დაადასტურა.

ე.წ. “სამი თითის მისალმება” “შიმშილის თამაშების” წიგნებში თავდაპირველად მე-12 რაიონის მაცხოვრებლების მიერ გამოიყენებოდა და კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ აღტაცებას, პატივისცემასა და დამშვიდობებას გამოხატავდა. თუმცა, შემდგომში ის იქცა რეპრესიული რეჟიმისადმი (კაპიტოლიუმისადმი) წინააღმდეგობის გამომხატველ სიმბოლოდ. საინტერესოა, რომ წიგნში ჟესტის გამოსახატად მარცხენა ხელს იყენებენ, თუმცა მასზე დაფუძნებულ ფილმებში, უკვე მარჯვენა ხელი გამოიყენება.

videomanipulatsia thithqos aqtsiis monatsileebi natsistur zhests iqheneben2 ვიდეომანიპულაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ნაცისტურ ჟესტს იყენებენ
ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი “შიმშილის თამაშების” ეკრანიზაციაში მთავარ პერსონაჟ ქეთნის ევერდინს ასახიერებდა.

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო თავდაპირველად ჯგუფ “დაიტოვეში” 14 მაისს გამოქვეყნდა და მისმა ავტორმა ვიდეოს თან დაურთო აღწერაც, სადაც ის აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები სწორედ “შიმშილის თამაშების” ცნობილ ჟესტს იყენებენ, რომელიც აღნიშნავს თავისუფლებას, ერთობას და თანადგომას. 

videomanipulatsia thithqos aqtsiis monatsileebi natsistur zhests iqheneben3 ვიდეომანიპულაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ნაცისტურ ჟესტს იყენებენ

“სამი თითის მისალმების” ჟესტი გასულ წლებში არაერთხელ გამოიყენეს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მიანმარსა და ტაილანდში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. 

videomanipulatsia thithqos aqtsiis monatsileebi natsistur zhests iqheneben4 ვიდეომანიპულაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ნაცისტურ ჟესტს იყენებენ
მიანმარში მოქალაქეები აპროტესტებენ ქვეყანაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელ “Nodo Demurishvili”-ის დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist