ვაქცინაციის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლების თუ ანტივაქსერების მსვლელობა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

94
VIEWS

6 ივლისს, ფეისბუქ მომხმარებელმა ჯერალდ ნიუმანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, აღწერის მიხედვით, შვეიცარიაში ვაქცინაციის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლების მიერ ჩატარებული “გასვენება/პერფორმანსი” იყო ასახული. იდენტური ვიდეო 6 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა ზვიად გოგიაშვილმაც გამოაქვეყნა. გოგიაშვილის მიხედვით, კადრებში “ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობელთა საპროტესტო მსვლელობაა” ასახული. 

vaqtsinatsia ვაქცინაციის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლების თუ ანტივაქსერების მსვლელობა?

ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება. რეალურად, 29 იანვარს ჟენევაში გამართულ ე.წ “თეთრი მარშში” არა ვაქცინაციით გარდაცვლილი ბავშვების მშობლები, არამედ ანტივაქსერული ჯგუფის Collectif Parents Suisse-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

29 იანვარს ჟენევაში ანტივაქსერული ჯგუფის Collectif Parents Suisse-ის მიერ ღონისძიება სახელწოდებით “თეთრი მარში” გაიმართა. მსვლელობის შესახებ თავად ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ პოსტერზე ეწერა, რომ პროტესტის მონაწილეები ჯანდაცვის სპეციალისტები იქნებოდნენ, ხოლო სიტყვით ექიმები, ფსიქიატრები, მშობლები, მასწავლებლები და იურისტები გამოვიდოდნენ. 

vaqtsinatsias ვაქცინაციის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლების თუ ანტივაქსერების მსვლელობა?

Youtube-ზე 29 იანვარს ამ აქციის ლაივ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ გოგიაშვილსა და ჯერალდ ნიუმანის მიერ ატვირთული შავ-თეთრი კადრები სწორედ ამ ღონისძიებაზეა გადაღებული. 

vaqtsinatsia3 ვაქცინაციის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლების თუ ანტივაქსერების მსვლელობა?

ორგანიზატორების მიხედვით, აქციის მიზანი სამედიცინო ინსტიტუტების მიერ ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის გაპროტესტება იყო. მსვლელობის შესახებ თავად ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არსადაა ნათქვამი, რომ ღონისძიება ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლების პერფორმანსს წარმოადგენდა. ადგილზე მისულმა მონაწილეებმა ბავშვების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გააპროტესტეს. 

გოგიაშვილისა და ჯერალდ ნიუმანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები თავად ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე 30 იანვარს გამოქვეყნდა.  ვიდეოს აღწერაში არასადაა ნათქვამი, რომ პერფორმანსში ვაქციანციის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლები მონაწილეობდნენ. 

vaqtsinatsia34 ვაქცინაციის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლების თუ ანტივაქსერების მსვლელობა?

ანტივაქსერული გაერთიანების ფეისბუქ გვერდზე მსვლელობის ამსახველი სხვა ვიდეოც გამოქვეყნდა. პოსტის აღწერაში ორგანიზატორები შეკრებილებს მადლობას უხდიდნენ. 

vaqtsinatsia8 ვაქცინაციის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლების თუ ანტივაქსერების მსვლელობა?

Collectif Parents Suisse-ის ფეისბუქ გვერდზე 1 თებერვალს მედიასაშუალება NTDRV.FR-ის მასალა შემდეგი აღწერით გააზიარეს: “აუცილებელი შეხსენება.”

vaqtsinatsia4 ვაქცინაციის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლების თუ ანტივაქსერების მსვლელობა?

მასალაში ნათქამია, რომ 29 იანვრის მარშის ფარგლებში ჯანდაცვის სპეციალისტებმა მიმდინარე კონტექსტში ჯანდაცვის ინსტიტუციებში ბავშვებისადმი დამოკიდებულება გააპროტესტეს.

საქართველოში გავრცელებული აქციის კადრები ყალბი აღწერით უცხოეთშიც გამოქვეყნდა. მსვლელობის შესახებ ინფორმაცია იტალიელმა ფაქტების ანალიტიკოსებმაც შეისწავლეს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვეიცარია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist