Frontiers-ში გამოქვეყნებული კვლევის მითითებით ვაქცინაციაზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

30
VIEWS

5 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა ‘მაია თვალთვაძე” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამბობს, რომ Frontiers in Immunology-ის კვლევის მიხედვით, იმ პაციენტებს შორის, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ COVID-19-ით, ვაქცინირებული პირები თითქმის ორჯერ უფრო ხშირად იღუპებოდნენ ამ დაავადებით, ვიდრე ისინი, ვინც არ იყო ვაქცინირებული. პოსტის დასასრულს და მის კომენტარებში თვალთვაძე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ფაქტი ადასტურებს მის მტკიცებებს, თითქოს კოვიდ ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მას დადებითი შედეგები არ მოაქვს. 

ვაქცინაცია

პოსტი შეცდომაში შემყვანია. Frontiers in Immunology-ზე გამოქვეყნებული კვლევაში მართლაც წერია, რომ მსგავსი შედეგები მიიღეს, თუმცა, კვლევა იყო ძალიან მცირე მასშტაბის, მასში დამუშავებულია მხოლოდ მწვავე ინფექციური დაავადების მქონე პირების შემთხვევები და თავად კვლევის ავტორები აფიქსირებენ, რომ ზოგად მოსახლეობაში კოვიდ ვაქცინა ეფექტურია, ის მეტწილად იცავს ადამიანს ჰოსპიტალიზაციისაგან და აღიშნული კვლევის შედეგებს სხვა მიზეზები განაპირობებს. 

ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალ Frontiers in Immunology-ში 2024 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნდა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. მათ განიხილეს აღნიშნული უნივერსიტეტის კლინიკაში 2020-2022 წლებში ჰოსპიტალიზირებული 152 ადამიანის ანალიზი, რომელთაგან 112-ს დაუდგინდა Covid-19. ამ 112-დან 23 იყო სრულად ან ნაწილობრივ აცრილი ვაქცინით, 89 კი აუცრელი. კვლევისათვის აარჩიეს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მწვავე რესპირატორული სინდრომით/უკმარისობით მოხვდნენ საავადმყოფოში. 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ პაციენტებიდან, რომლებსაც კოვიდი არ დაუდგინდა, არავაქცინირებულთა 36%, ხოლო ვაქცინირებულა 27% გარდაიცვალა. რაც შეეხება კოვიდ-დადებით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს, მათგან არავაქცინირებულების 37%, ხოლო ვაქცინირებულების 70% გარდაიცვალა. ამასთანავე, კვლევაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინირებულ პაციენტებს უფრო დაბალი რაოდენობის ანტისხეულები ქონდათ, ვიდრე არავაქცინირებულებს. 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში წინასწარი ვაქცინაცია შეიძლება ყოველთვის არ იყოს სიკვდილიანობისგან დაცვის მაჩვენებელი”. თუმცა, ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ მათი კვლევის განზოგადება საკმაოდ რთულია, რადგან ის მცირე მოცულობისაა და განხილულია კონკრეტულ კლინიკაში მიღებული მხოლოდ 152 ადამიანის შემთხვევა. ასევე ისინი ხაზს უსვამენ, რომ კვლევა არ ეხება ვაქცინაციის საერთო ეფექტურობას საერთო მოსახლეობაში სიკვდილიანობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ისინი აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებზე სავარაუდოდ სხვა ფაქტორები ახდენს გავლენას. ასევე, კვლევის მცირე მოცულობიდან გამომდინარე მათ ვერ შეძლეს სხვა თანმდები დაავადებების გავლენის დადგენა ანტისხეულების რაოდენობაზე. კვლევის მიხედვით, ვაქცინირებულთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელეს 2 სავარაუდო მიზეზი აქვს: ეს ადამიანები ზოგადად ნაკლებად ჯანმრთელები იყვნენ (რაც თავად კვლევამ გამოაჟღავნა), ვიდრე არავაქცინირებულები, შედეგად ისინი წარმოადგენდნენ რისკ ჯგუფს და სწორედ ეს გახდა მათი აცრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამასთანავე, ვაქცინირებულების საშუალო ასაკი შედარებით მაღალი იყო. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვაქცინა ამცირებს სიკვდილიანობის რისკს ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, თუმცა Frontiers in Immunology-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ვერ ასახელებენ მათი კვლევის განსხვავებული შედეგის ზუსტ მიზეზებს. მკვლევრები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ისინი კოვიდ ვაქცინების ეფექტურობას ეჭვქვეშ არ აყენებენ, მათი სარგებლიანობა არაერთმა სხვა კვლევამ დაადასტურა და ისინი მნიშვნელოვნად ამცირებენ ჰოსპიტალიზაციის რისკს ზოგად პოპულაციაში. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist