ვალენტინობის ვენდეტა: დაარქვი ტარაკანას ან მღრღნელს ექს-შეყვარებულის სახელი და ანდე ზოოპარკს!

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

5
VIEWS

მომზადებულია Snopes-ის მასალის მიხედვით.

ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes-მა ერთი უჩვეულო ამბავი გადაამოწმა, რომელიც ვალენტინობას და სან-ანტონიოს ზოოპარკს შეეხება. ამბავი, რომელიც შესაძლოა, ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენოს, რეალური აღმოჩნდა.

ვალენტინობა ახლოვდება და უარყოფილი შეყვარებულები შურისსაძიებლად მზად არიან. სან-ანტონიოს ზოოპარკმა 2021 წელს მათთვის იდეალური ღონისძიება “Cry Me a Cockroach!” მოამზადა.

ღონისძიება წელს მეორედ იმართება და მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, ტარაკანას ან რომელიმე მღრღნელს თავიანთი ყოფილი შეყვარებულის სახელი დაარქვან, ზოოპარკი კი ამ არსებებით დიდი მტაცებელი ცხოველების გამოკვებას უზრუნველყოფს.

“შეგეძლებათ თქვენი ყოფილი პარტნიორის სახელი ტარაკანას სიმბოლურად უწოდოთ, ჩვენ კი დაგეხმარებით, რომ ის რომელიმე ცხოველმა სულ რაღაც 5 დოლარად შეჭამოს,” – განმარტა ზოოპარკმა. “თუ გველი შეყვარებული გყავდათ, შეგიძლიათ მისი სახელი რომელიმე მღრღნელს დაარქვათ, ჩვენ კი მისით რეპტილიას 25 დოლარად გამოვკვებავთ.”

სან-ანტონიოს არაკომერციული ზოოპარკი სან-ანტონიოს ზოოლოგიური საზოგადოების  მიერ იმართება. მისი პოპულარობა 2020 წელს გაიზარდა, როცა თანხის შეგროვების მიზნით მან ცხოველების ასეთი წესით გამოკვების შესახებ ინფორმაცია პირველად გამოაქვეყნა.  წინა წლისგან განსხვავებით 2021 წელს მონაწილეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ ტარაკანას თავიანთი ყოფილი შეყვარებულის სახელი დაარქვან, არამედ უყურონ კიდეც მის შთანთქმას რომელიმე მტაცებლის მიერ. პირდაპირი ტრანსლაცია ზოოპარკის ინსტაგრამ, ფეისბუქ და თვითერის ანგარიშებზე გადაიცემა.

ზოოპარკის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ჯონ გრასიას თანახმად, პირველი თებერვლის მონაცემებით ამ პროგრამის საშუალებით ზოოპარკმა შემოწირულობა უკვე 993 პირისგან მიიღო, 764-მა მათგანმა ყოფილი შეყვარებული სახელი ტარაკნებს დაარქვა, 209-მ – ვირთხებს, 20-მა კი – ბოსტნეულებს. შემოწირულობების რაოდენობა ჯერ კიდევ იზრდება, 2020 წლის აქციაში ჯამში 5 300-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist