უქმდება თუ არა იტალიაში “მწვანე პასპორტები” და რას ასახავს ვიდეო რეალურად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

უქმდება თუ არა იტალიაში “მწვანე პასპორტები” და რას ასახავს ვიდეო რეალურად?
5
VIEWS

17 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმრებელმა ლილუ ლილუ გამოქვეყნა ვიდეო, სადაც ადამიანთა დიდი ჯგუფი ქუჩაშია შეკრებილი და ე.წ. “ვიკინგების ტაშს” უკრავს. ვიდეოს აღწერის მიხედვით, ვიდეო გადაღებულია იტალიაში, სადაც “31 ოქტომბრიდან იძულებითი ვაქცინაცია და გრიპასები უქმდება.” ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შეკრებილი ადამიანები სწორედ ამ გადაწყვეტილებას აღნიშნავენ.

"
ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება. იტალიაში დასაქმებულთათვის ე.წ. “მწვანე პასპორტის” მოთხოვნა არ გაუქმებულა, მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში 15 ოქტომბერს შევიდა და 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. 

16 სექტემბერს იტალიის მთავრობამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული ახალი გადაწყვეტილება გამოსცა. გადაწყვეტილების მიხედვით,  იტალიის მთელს ტერიტორიაზე ყველა დასაქმებულისთვის სამუშაო ადგილას ე.წ. “მწვანე პასპორტის” წარდგენა სავალდებულო გახდებოდა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული სრულად ვაქცინირებული არ არის, ბოლო 48 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი ან უახლოეს წარსულში ვირუსის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა იქნებოდა აუცილებელი. აღნიშნული რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში დასაქმებულისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 1 500 ევროა.

გადაწყვეტილება ძალაში 15 ოქტომბერს შევიდა და 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. მისი გაუქმების შესახებ ინფორმაცია არც ერთ სანდო ღია წყაროში არ იძებნება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე რეგიონში პროტესტი მოჰყვა. ლილუ ლილუს მიერ გავრცელებული ვიდეო ერთ-ერთ მათგანს ასახავს, მისი ყველაზე ადრინდელი ვერსია ინტერნეტში 2021 წლის 16 ოქტმბერს გამოჩნდა და მისი გადაღების ადგილად ჩრდილოეთ იტალიის ქალაქი ბოლცანოა მითითებული.

"
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის იტალიაში მოსახლეობის უმეტესობა – 70.1% სრულადაა ვაქცინირებული.

"

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ფეისბუქ მომხმარებელი ლილუ ლილუს მიერ გავრცელებული ყალბი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist