უკრაინის სამთავრობო ვებ-საიტებზე მასიური კიბერშეტევა განხორციელდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

53
VIEWS

მომზადებულია The Guardian-ის მასალისმიხედვით

უკრაინა მასიური კიბერშეტევის სამიზნე გახდა, რომლის დროსაც არაერთი სამთავრობო დანაყოფის ვებ-გვერდი, მათ შორისსაგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროების ვებ-გვერდები გაითიშა.

ეჭვმიტანილმა რუსმა ჰაკერებმა შემდეგი გაფრთხილება დატოვეს: ‘უკრაინელებო… გეშინოდეთ და უარესს ელოდეთ.’

ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა, თუმცა ექსპერტებმა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევების ‘გრძელვადიან ისტორიაზე’ მიუთითეს და აღნიშნეს, რომ შეტევა სწორედ მას შემდეგ მოხდა, როდესაც ამ კვირაში რუსეთს, აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის გამართული უსაფრთხოებისდიალოგი უშედეგოდ დასრულდა.

ეჭვმიტანილმა რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე შემდეგი გზავნილი დატოვეს: „უკრაინელებო! … თქვენ შესახებ ყველა ინფორმაცია უკვე საჯაროა. გეშინოდეთ და უარესს ელოდეთ. ეს არის თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.“

გზავნილში უკრაინის დროშა და რუკა წითელი ფერებით იყო გადახაზული. იგი ასევე ახსენებდა უკრაინულ არმიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა. ნახსენები იყო აგრეთვე ტერმინი ‘ისტორიული მიწა.’

The Guardian-თან გაგზავნილ წერილში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო ამბობს: „მასიური კიბერშეტევის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდები დროებით გათიშულია. ჩვენმა სპეციალისტებმა დაზიანებული სისტემის აღდგენა, ხოლო კიბერ-პოლიციამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყეს.“

ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა კიბერშეტევა დაგმო და განაცხადა, რომ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი კიბერ დანაყოფს შეხვდება, რათა გადაწყდეს, თუ რა პასუხი უნდა გაეცეს მომხდარს და როგორ შეიძლება კიევის დახმარება.

„ჩვენ ვაპირებთ ჩვენი სრული რესურსის მობილიზებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას პრობლემის გადაჭრაში. სამწუხაროდ, ვიცოდით, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ძნელია იმის თქმა, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ვერავის დავადანაშაულებ, რადგან არ მაქვს მტკიცებულება, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ.“

შვედეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა, ან ლინდემ აღნიშნა, რომ დასავლეთი ნებისმიერი სახის რუსულ აგრესიას უნდა აღუდგეს წინ. „ჩვენ უნდა ვიყოთ საკმაოდ პირდაპირები რუსეთის მიმართულებით გზავნილებს გაკეთებისას, რომ თუ ადგილი ექნება შეტევას უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი, ხისტი და ძლიერი პასუხი.“ მან ასევე აღნიშნა, რომ შვედეთი კიევს სოლიდარობას უცხადებს.

ხუთშაბათს, ვენაში გამართული მოლაპარაკებების შემდგომ, რუსმა, ამერიკელმა და ნატო-ს დიპლომატებმა დიალოგის წარუმატებლობაზე მიანიშნეს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი რიბაკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებიჩიხში შევიდა.

რუსეთმა დასავლეთს ოფიციალურად მოსთხოვა გარანტიები იმისა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არასოდეს შევლენ. კრემლს სურს, რომ ნატომ მისი აღმოსავლეთ ევროპელი წევრების ტერიტორიები ჯარისკაცებისა და შეიარაღებისგან დაცალოს და 1997 წლის, ნატოს გაფართოებამდელი სამხედრო მდგომარეობა აღდგეს.

პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი პასუხს განუსაზღვრელი დროით არ დაელოდება. „ჩვენ მოთმინების ფიალა აგვევსო – დასავლეთის ქმედებები არალოგიკურია და იგი მუდმივად ცდილობს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას მისი მოვალეობებისა და საღი აზრიდან გადახვევით.“  განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციისას.

რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000 ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტი შეარაღების გადასროლა მოხდება ქვეყნის აღმოსავლეთი პროვინციებიდან უკარინისაკენ, თუმცა, მათი განამრტებით, ეს ყველაფერი მხოლოდ ‘წვრთნის’ ხასიათს ატარებს.

2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც კრემლმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში სამხედრო კონფლიქტს ჩაუყარა საფუძველი, უკრაინა გამუდმებით ექცევა რუსეთის სამიზნეში. 2021 წლის პირველ 10 თვეში უკრაინაზე დაახლოებით 288,000 კიბერშეტევა განხორციელდა; 2020-ში კი – 397,000.

შეტევების უმრავლესობა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყო მიმართული. 2015 წლის ზამთარში, რუსულმა ჰაკერებმა ქვეყნის ელექტრომომარაგების ნაწილზე მიიტანეს იერიში, რის გამოც დაახლოებით ნახევარი მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა. განმეორებითი შეტევა 2016 წელსაც განხორციელდა.

2017 წელს ეჭვმიტანილმა რუსმა ჰაკერებმა NotPetya ვირუსი გაუშვეს, რამაც ბანკების, გაზეთებისა და მოწინავე კომერციული კომპანიების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist