წულუკიანის კომენტარმა უკრაინის ვიცე-პრემიერის საპასუხოდ Russia Today-ს მკითხველის მოწონება დაიმსახურა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.1k
VIEWS

კრემლის პროპაგანდისტული არხი Russia Today საქართველოს ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას ავრცელებს, რომელიც მან უკრაინის ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. წულუკიანი ვერეშჩუკის იმ კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარების საკითხს ეხებოდა. 

Screenshot 3 3 წულუკიანის კომენტარმა უკრაინის ვიცე-პრემიერის საპასუხოდ Russia Today-ს მკითხველის მოწონება დაიმსახურაScreenshot 4 3 წულუკიანის კომენტარმა უკრაინის ვიცე-პრემიერის საპასუხოდ Russia Today-ს მკითხველის მოწონება დაიმსახურა

“საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა უკრაინას “ქართველი კრიმინალების ნაკრძალი” უწოდა”, წერს რაშა თუდეი  და წულუკიანის სრული განცხადება მოჰყავს, რომელიც უკრაინელი კოლეგის საპასუხოდ გაკეთდა. 

„მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა, ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების მასალა თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი. ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ, სამწუხაროდ, უკრაინა, ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს. ითანამშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის უკრაინის და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი”, განაცხადა წულუკიანმა.

ვერეშჩუკის კომენტარი  საქართველოსთან მიმართებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის 4 აპრილს განცხადებას შეეხებოა, რომლის თანახმად სანქციების გვერდის ავლით, რუსები საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდის არხებს ქმნიან.

თეა წულუკიანის  განცხადებას Russia Today-ს გვერდზე ფეისბუკის რუსულენოვანი მომხმარებლის პოზიტიური კომენტარები მოჰყვა: “არამხოლოდ ქართველების” (იგულისხმება კრიმინალები), “ზუსტად, ყოჩაღ!” 

Screenshot 5 3 წულუკიანის კომენტარმა უკრაინის ვიცე-პრემიერის საპასუხოდ Russia Today-ს მკითხველის მოწონება დაიმსახურა

Russia Today რუსეთის მთავრობის დაფინანსებული პროპაგანდისტული არხია, რომელიც ფეისბუკმა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნით ევროკავშირის ტერიტორიაზე  შეზღუდა, ხოლო ბრიტანეთის მარეგულირებელმა მაუწყებლობა შეუზღუდა,.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist