ცნობა, კოვიდის ვაქცინაზე უარის გამო ადამიანებს დააჯარიმებენ, მცდარია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7
VIEWS

2 მარტს ვებ-გვერდ geovips.com-ზე ახალი ამბავი შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: “ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. ვინც არ გაიკეთებს დაჯარიმდება 3000 ლარით”. უშუალოდ მასალაში კი დამატებით ის წერია, რომ სხვა ჯარიმების შემდეგ, მთავრობის მიერ ვაქცინაციაზე უარის მთქმელთა დაჯარიმებაც გარდაუვალი იქნება. მასალაში ინფორმაციის წყარო მითითებული არ არის. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ამ ცნობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ფოტო ერთვის.

9 მარტის მდგომარეობით, geovips.com-ის მასალას 480 გაზიარება და 21 000-ზე მეტი ნახვა აქვს. მასალა ფეისბუქ-მომხმარებელმა ვაკო ფაჟავამ საჯარო ფეისბუქ-ჯგუფებში გააზიარა.

;

;

geovips.com-ის მიერ სავალდებულო ვაქცინაციისა და ჯარიმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული “საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის” მიხედვით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება და პირს ინფორმირებული თანხმობის შემდეგ გაუკეთდება. გარდა ამისა, მასალას ამირან გამყრელიძის ფოტო ახლავს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ციტატა მას ეკუთვნის, თუმცა გამყრელიძის აღნიშნული ან მსგავსი შინაარსის ციტატა ღია წყაროებით არ იძებნება. მას წარსულში აქვს გაკეთებული განცხადება, რომ ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითი იქნება.

geovips.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება და ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს დაჯარიმდება, მცდარია.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის განკარგულებით, „საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა“ დამტკიცდა. გეგმაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაცია ყველასთვის, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვისაც, ნებაყოფლობითი იქნება.

საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა: ვაქცინაცია, მათ შორის, სამედიცინო პერსონალისთვის, იქნება ნებაყოფლობითი. აცრის წინ, პირს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელზე და პირისგან მიღებული უნდა იყოს ინფორმირებული თანხმობა.

geovips.com-ის მასალას ამირან გამყრელიძის ფოტო აქვს დართული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მან ისაუბრა. თუმცა ღია წყაროებით გამყრელიძის აღნიშნული ან მასთან შინაარსით მიახლოებული ციტატა არ იძებნება, პირიქით, ამირან გამყრელიძემ 2 თებერვალს განაცხადა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და პირველ ეტაპზე 14 000 ადამიანი აიცრება.

წყაროს შესახებ

geovips.com-ზე ვებ-გვერდის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოცემული არ არის. საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტად მითითებული მისამართია “[email protected]”, რაც ვებ-გვერდის სახელს არ შეესაბამება. myvideo.ge-ზე შექმნილია ამავე სახელწოდების პროფილი და აღნიშნულია, რომ “სტუდია პოლიტექო”  ლაშა შუკაკიძესა და ვაკო ფაჟავას ყოველკვირეული გადაცემაა, geovips.com-ის მასალებს ფეისბუქ-ჯგუფებში სწორედ ვაკო ფაჟავა აზიარებს.

;

ვებ-გვერდზე ინფორმაციული სახის ახალი ამბების გარდა, ქლიქბეითის ტიპის მასალებიც ქვეყნდება.

;

geovips.com-ის ფეისბუქ-გვერდზე აღნიშნულია, რომ გვერდი 2019 წლის ნოემბერში შეიქმნა და ამჟამად ორი ადმინისტრატორი იტალიასა და საქართველოში ჰყავს.

;

Whois Lookup-ის მიხედვით, ვებ-გვერდის IP მისამართი ამჟამად გერმანიის ქალაქ გუნზენჰაუზენშია, თუმცა IP მისამართი 42-ჯერ აქვს შეცვლილი.

;


არქივის ბმული: geovips.com


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist