თელ-ავივში სააკაშვილის გამოსახულებით ბანერის ფოტო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

15
VIEWS

9 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა მიხეილ სააკაშვილი ლიდერი  ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით ბანერი და წარწერა We are all for Misha (ყველანი მიშასთვის) ჩანს. იდენტური ფოტო გამოცემა გურიის მოამბემ სათაურით “თავისუფლება მიშას”- ბანერი ისრაელის დედაქალაქში გამოაკრეს” გამოაქვეყნა.  ბანერის ფოტო ფეისბუქ მომხმარებელმა  Nika Kvaratskheli-მ საჯარო ჯგუფში “თავისუფლება პრეზიდენტს / Freedom to the President შემდეგი წარწერით გაავრცელა: “დღეს ყველა ერთიანია!” ფოტო ქალაქის მითითებით მომხმარებელმა Томас Бин-მაც გამოაქვეყნა.

"

გავრცელებული პოსტების აღწერები შეცდომაში შემყვანია და აღნიშნული ფოტოს გადაღების თარიღის მითითების გარეშე გამოქვეყნება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თელ-ავივში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი მის შიმშილობასთან დაკავშირებით ახლახანს გამოაკრეს, როცა რეალურად ფოტო 2007 წლიდან იძებნება და მიხეილ სააკაშვილის მაშინდელ საარჩევნო კამპანიას უკავშირდება. 

ფოტო მართლაც თელ-ავივშია გადაღებული, თუმცა ის 2021 წლის პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავებასა და მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას არ უკავშირდება. ფოტო ებრაული გამოცემა News. (ghgossip.com) walla.co.il-ის 2007 წლის 24 დეკემბერის მასალაში გვხვდება. ფოტოს აღწერის მიხედვით, ის თელ-ავივში აიალონის გზატკეცილზე სააკაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროსაა გადაღებული, ფოტოს ავტორად ფოტოგრაფი შარონ ბუკოვია მითითებული.

"
2007 წლის იმ მასალაში, სადაც საკაშვილის ფოტოა გამოყენებული, ებრაული გამოცემის ჟურნალისტის როი კაცის საქართველოში მოგზაურობის პირველი შთაბეჭდილებებია გადმოცემული. რეპორტიორის მიხედვით, პოსტსაბჭოთა საქართველოს ახალმა მთავრობამ კორუფციის დამარცხება შეძლო და ახლა ინვესტიციების მოსაზიდად ყველაფერს აკეთებდა.

თელ-ავივში განთავსებული მიხეილ სააკაშვილის ბანერის კიდევ ერთი ფოტო რუსულენოვანი ებრაული გამოცემის Детали-ის 2018 წლის მასალაშიც გვხვდება, ამ შემთხვევაში ფოტოს გადაღების თარიღად 2006 წელია მითითებული.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist