“სპუტნიკ საქართველოს” მანიპულაციური სათაური, თითქოს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი შემცირდა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

gter4
149
VIEWS

11 ოქტომბერს “სპუტნიკ საქართველომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ფრენები საქართველოში: საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი შემცირდა.” მიუხედავად იმისა, რომ სტატიის სათაური მგზავრთა ნაკადის შემცირების მოლოდინს ქმნის, თავად სტატიაში მოყვანილია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემები, რომელიც საპირისპიროზე მეტყველებს და  5,4%-იან ზრდაზე საუბრობს.

კერძოდ, სტატიაში განხილულია 2019 წლის 9 თვის მონაცემები, რა დროსაც საქართველოს ყველა აეროპორტის მიერ მიღებული მგზავრების ნაკადის 5,4 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  – 0,68%-ით, ბათუმის აეროპორტში – 2,01%, ხოლო ქუთაისის აეროპორტში – 39,79%

სპუტნიკის სტატიაში მონაცემების წყაროდ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს Facebook გვერდია მითითებული, რომელმაც ინფორმაცია მგზავრთა ნაკადის ზრდის შესახებ სტატის გამოქვეყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა. სააგენტოს განცხადებაში მითითებულია, რომ მგზავრთა ნაკადის ზრდის 5,4%-იანი მაჩვენებელი  მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ 9-10%-ით ნაკლებია საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, რასაც სააგენტო საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტით ხსნის.

"

საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით სტატიის სათაურში იმის მტკიცება, რომ აეროპორტში ტურისტების რაოდენობა შემცირდა, მანიპულაციურია.

სტატიის გამოქვეყნების  შემდეგ “სპუტნიკ საქართველომ” სათაური შეცვალა და მოცემული მდგომარეობით სათაური ასე გამოიყურება “ფრენები საქართველოში: საქართველოს აეროპორტებმა დაგეგმილზე ნაკლები მგზავრები მიიღეს.”

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist