სლოვენიის სამედიცინო უნივერსიტეტის მედდა თუ ანტივაქსერი? – ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ვაქცინების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.5k
VIEWS

25 ნოემბერს ფეისბუკ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნაქვამია, რომ  სლოვენიაში პოლიტიკოსები და სხვა მაღალი რანგის პირები მ-რნმ ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარით იცრებიან. პოსტის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია ლუბლიანას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მთავარმა ექთანმა გაავრცელა, რომელიც ფრაიზერის ვაქცინის ფლაკონების მიღება-განაწილებაზეა პასუხისმგებელი და ყველაფერს მართავს. იდენტური ინფორმაცია  25 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო tvmg-ის ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. მასალაში აღნიშნულია, რომ მედდამ საზოგადოებასთან ფაიზერის ფლაკონებს შორის არსებულ განსხვავებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამპულა, რომელზედაც ციფრი 1 არის მითითებული, პლაცებოა, ფიზიოლოგიური ხსნარი;  ფლაკონი, რომელსაც 2 აწერია კლასიკური ვაქცინაა,  ამპულა ნომრით 3 კი შეიცავს ონკოგენს, რომელიც დაკავშირებულია ადენოვირუსთან და ხელს უწყობს კიბოს განვითარებას.
"
“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებისა” და TVM.ge-ის მიერ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციულია:

  1. მედდა, რომელიც სლოვენიის საუნივერსიტეტო კლინიკას ბრალს სდებს პოლიტიკოსების ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარით აცრაში, არ არის კლინიკის თანამშრომელი;
  2. ფაიზერის და სხვა მ-რნმ ვაქცინები სიმსივნეს არ იწვევს.

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტს თან ახლავს საინორმაციო სააგენტო Daily Telegraph-ის სქრინი. ახალ ზელანდიური მედიასაშუალების ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუბლიანას საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის მთავარმა ექთანმა თანამდებობა დატოვა, მანამდე კი საზოგადოებას ვაქცინის სხვადასხვა ამპულები აჩვენა, რომლებზეც ციფრები 1, 2 ან 3 იყო დატანილი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მედდა ამტკიცებს, რომ ამპულებში, რომლებზედაც გამოსახულია ნომერი 1 ფიზიოლოგიური ხსნარია მოთავსებული და მას პოლიტიკოსების ასაცრელად იყენებენ,  ფლაკონი ნომერი 2 კლასიკური მ-რნმ ვაქცინის ამპულაა,  ნომერი 3 კი ონკოგენს შეიცავს, ხელს უწყობს კიბოს განვითარებას და ადამიანები, რომელებმაც ვაქცნა მე-3 ფლაკონიდან მიიღეს, 2 წლის განმავლობაში რბილი ქსოვილების კიბოთი დაავადდებიან.

აღნიშნული ინფორმაცია სლოვენიურმა საინფორმაციო სააგენტომ 24ur-მა ლუბლიანას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრთან გადაამოწმა. კლინიკის წარმომადგენელმა მედდის მიერ გავრცელებული ცნობები უარყო და აღნიშნა, რომ ქალბატონი, რომელიც  მედდად პოზიციონირებს, ლუბლიანას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში საერთოდ არ მუშაობს და არც მათი თანამშრომელი ყოფილა. ლუბლიანას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მთავარი მედდა სინამდვილეში ზდენკა მრაკია, რომლის ფოტო სამედიცინო ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული.  ფოტო ადასტურებს, რომ ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში არა ზდენკა მრაკი, არამედ სხვა ადამიანი საუბრობს. ლუბლიანას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მთავარი მედდა მოქალაქეებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და კორონავირუსის დაავადების  გართულებისგან მნიშვნელოვან დაცვას წარმოადგენს.

"

ადამიანი, რომელიც საზოგადოებას თავს ლუბლიანას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მედდად წარუდგენს, სინამდვილეში ცნობილი სლოვენიელი ანტივაქსერი აქტივისტი ვერა კანალეკია და იგი მონაწილეობს სხვა ვიდეოებშიც, რომლებსაც ანტივაქსერული პლათფორმა STOP Lažnivim Medijemავრცელებს.

"
ანტივაქსერი აქტივისტი ვერა კანალეცი და სლოვენიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მთავარი მედდა ზდენკა მრაკი.

Our World in Data-ის მონაცემების მიხედვით, სლოვენიის მოსახლეობის თითქმის 55 % Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით უკვე არის აცრილი. ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობამ დღეში 3 000-ს გადააჭარბა, თუმცა სიკვდილიანობა შარშანდელთან შედარებით გაცილებით დაბალია. თუ 2020 წლის ნოემბერში ყოველდღიურად 50-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, 2021 წლის შემოდგომაზე კორონავირუსით ყოველდღიური გარდაცვალების შემთხვევა 20-ზე ნაკლებია.

იწვევს თუ არა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სიმსივნეს?

ემორის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტის, კარლოს დელ რიოს თქმით,   mRNA-ს სიმსივნის გამოწვევა არ შეუძლია, რამდენადაც იგი სხეულში მცირე ხნის განმავლობაში რჩება და სწრაფვადვე ინაქტივირდება. გარდა იმისა, რომ შეუძლებებლია ვაქცინამ სიმსივნის განვითარება გამოიწვიოს, მიმდინარეობს კვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ mRNA ტექნოლოგია შესაძლოა, სიმსივნის მკურნალობისა და პრევენციის ერთ-ერთი საშუალება გახდეს. რნმ ვაქცინების მუშაობის მექანიზმზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – მითები და რეალური მდგომარეობა?
Pfizer-სა და Moderna-ს გვერდითი ეფექტები იშვიათია, ხოლო რნმ ტექნოლოგია უსაფრთხოა

Daily Telegraph-ისა და “STOP Lažnivim Medijem”-ის შესახებ

საინფორმაციო სააგენტოს DAILY TELEGRAPH-ისა და  ბრიტანული ყოველკვირეული გამოცემის სახელწოდების (The Daily Telegraph) მსგავსებამ შესაძლოა მკითხველში მცდარი შთაბეჭდილება გააჩინოს და საინფორმაციო სააგენტოს მიმართ ნდობა აღძრას, თუმცა  dailytelegraph.co.nz-ის ვებ-გვერდის “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ვკითხულობთ, რომ პლატფორმა ახალი ზელანდიელებისთვის მსოფლიო მოვლენების შესახებ ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება რეალურად, მას “Daily Telegraph”-ის რომელიმე უცხოურ გამოცემასთან კავშირი არ აქვს  და წყაროდ RT News-ს, Sputnik News-სა და teleSUR-ს ეყრდნობა.
"
ფეისბუკ ანგარიშმა “STOP Lažnivim Medijem”, რომელიც კორონავირუსის პანდემიასა და ვაქცინებზე დაუდასტურებელ ინფორმაციებს აზიარებს, ვიდეო 2021 წლის ივლისში ფეისბუკზე გაავრცელა. ფეისბუკ გვერდზე გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ ქალს, რომელიც ფაიზერის განსხვავებულ ფლაკონებსა და პოლიტიკოსების ფიზიოლოგიური ხსნარით აცრაზე ლაპარაკობს,  სინამდვილეში ვერა კანალეკი ჰქვია და ის სხვა ვიდეოებშიც მონაწილეობს, სადაც პანდემიაზე საუბრობენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სლოვენია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist