“სიკვდილის ბანაკი” თუ ციხე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

29
VIEWS

19 დეკემბერს ფეისბუკ ანგარიშმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ  ახლახან დიდ ბრიტანეთში უზარმაზარი სიკვდილის ბანაკი აღმოაჩინეს, რომელშიც კრემატორიუმებიც არის განთავსებული. თანდართულ ვიდეოში ნაჩვენებია შემოსაზღვრული ტერიტორია, სადაც რამდენიმე მოდულარული კონსტრუქცია  და ეკიპირებული პირების გადაადგილება ჩანს.
"
შენობა, რომელიც ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების თანახმად, სიკვდილის ბანაკს წარმოადგენს, სინამდვილეში ველინგბოროს ციხეა, რომლის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის და 2022 წელს გაიხსნება.

ახალი ციხის, რომელიც 2022 წელს გაიხსნება, სახელი  Five Wells ველინგბოროს მიმდებარე ხუთი ისტორიული ჭის მიხედვით შეირჩა. C კატეგორიის ახალ სასჯელაღსრულების დაწესებულება  2022 წელს გაიხსნება და  მასში 1680 პირი მოთავსდება.  ახალი, უსაფრთხო დაწესებულება პატიმართა რეაბილიტაციაზე იმუშავებს და მათ მიერ ხელახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციას შეეცდება. 300 მილიონი ფუნტის ღირებულების  ტენდერი კომპანია G4S-მა მოიგო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სპიკერის თქმით, ციხეებში „რეაბილიტაციის ინოვაციური მიდგომებს” ახორციელებს.
"
ველინგბოროს ციხე თავდაპირველად 1963 წელს გაიხსნა და 1990 წლამდე  არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებას წარმოადგენდა, შემდეგ იგი  ზრდასრულებისთვის C  კატეგორიის დაწესებულებად გადაკეთდა.  2003 წლის დეკემბერში, ციხეების მთავარი ინსპექტორის დასკვნა გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პატიმრების მხოლოდ ნახევარი მუშაობდა ან სწავლობდა, მეორე ნახევარი უბრალოდ ჩაკეტილი იყო, ამასთანავე, ანგარიშის თანახმად, ციხეს მოძველებული რასობრივი ურთიერთობების პოლიტიკა ჰქონდა.  ციხე ოფიციალურად 2012 წლის 21 დეკემბერს დაიხურა,  2018 წლის ივნისში კი  დადასტურდა, რომ ამ ადგილზე ახალი C კატეგორიის ციხე აშენდებოდა.
"
კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებუბლი ვიდეოდან
"
ველინგბოროს ციხის შესასვლელი

ველინგბოროს ციხე ანტივაქსერების სამიზნე რამდენიმე დღის წინაც გახდა. მომიტინგეების ჯგუფმა ველინგბოროს ციხესთან აქცია გამართა, ისინი ფიქრობდნენ რომ ციხე არავაქცინირებული ადამიანებისთვის საკარანტინო ბანაკი გახდება.
"
აქცია ველინგბოროს ციხესთან

არავაქცინირებულთა საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანის თაობაზე დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში წარსულშიც გავრცელებულა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist