საქართველოს ბანკის სახელით დასაქმებაზე თაღლითური პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

119
VIEWS

28 მაისს ფეისბუქ-გვერდმა Lilkidocap გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ბანკი ვაკანსიებს აცხადებს და 3 წუთიანი დავალებების შესრულების შემდეგ ფეისბუქ-მომხმარებლებს ანაზღაურებას მყისიერად გადაუხდიან. პოსტზე ვხედავთ საქართველოს ბანკის ლოგოს, ხოლო ტექსტი ფეისბუქ-მომხმარებლებს 200-დან 500 ლარამდე საშუალო დღიურ შემოსავალს პირდება.  პოსტის მიხედვით, დასაქმების პროცესში ჩასართავად საჭიროა ფეისბუქ-მომხმარებლებს ჰქონდეთ საბანკო ბარათი და  რეგისტრაციისთვის “დააწკაპუნონ.”

saqarthvelos bankis sakhelit საქართველოს ბანკის სახელით დასაქმებაზე თაღლითური პოსტი ვრცელდება

საქართველოს ბანკის სახელით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა “მითების დეტექტორთან” აღნიშნულ განცხადებასთან კომპანიის კავშირი უარყო და განმარტა, რომ   დასაქმების ამგვარი პროგრამა საქართველოს ბანკს არ აქვს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” საქართველოს ბანკს დაუკავშირდა. ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას დასაქმების ამგვარი პროგრამა არ აქვს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია კომპანიის სპეციალურ ოფიციალურ ვებ-საიტზე ქვეყნდება.

saqarthvelos bankis sakhelit1 საქართველოს ბანკის სახელით დასაქმებაზე თაღლითური პოსტი ვრცელდება

მნიშვნელოვანია ისიც, რომ  გამოქვეყნებულ პოსტში არაერთი გრამატიკული შეცდომაა დაშვებული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ განცხადების ტექსტი სხვა ენიდან ავტომატური სათარგმნი პროგრამითაა თარგმნილი. ასევე, ტექსტი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ „განაცხადისთვის ახლავე დააწკაპუნონ,” მაგრამ არც გვერდზე და არც პოსტზე რაიმე ბმული მითითებული არაა.

გვერდზე კომპანიის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის და მხოლოდ მიმზიდველი პირობების მქონე ვაკანსიას ვხედავთ, რაც აჩენს ეჭვს, რომ  იგი შესაძლოა კიბერთაღლითების მიზნით  იყოს შექმნილი. ამ ტიპის პოსტებს META სამსახურთან დაკავშირებულ თაღლითობად (Job Scams) განიხილავს. თუმცა საინტერესოა, რომ ამ შემთხევევაში მომხმარებლისთვის სარეგისტრაციო ბმული, სადაც მის პირად ინფორმაციას მოითხოვენ, მითითებული არ არის.  

 გვერდის შესახებ

ნიშანდობლივია, რომ გვერდი Lilkidocap 2022 წლის 14 ოქტომბერს შეიქმნა. თავდაპირველად მას 릴키도캡 Lilkidocap ერქვა. 2023 წლის 2 მაისს გვერდმა სახელი შეიცვალა და სახელიდან კორეული წარწერა წაშალა. აღსანიშნავია, რომ არცერთი სახელი საქართველოს ბანკთან ან მის საქმიანობასთან კავშირში არაა.

saqarthvelos bankis sakhelit2 საქართველოს ბანკის სახელით დასაქმებაზე თაღლითური პოსტი ვრცელდება

ფეისბუქ-გვერდის საქმიანობის კატეგორიაში მითითებულია, რომ ის ტანსაცმლის ბრენდია. გვერდზე კი განთავსებულია მხოლოდ პროფილის და გარეკანის ფოტოები. სწორედ გარეკანის ფოტოზეა მოცემული საქართველოს ბანკის სახელით გამოქვეყნებული განცხადება დასაქმების შესახებ. ხოლო პროფილის ფოტოზე გამოყენებული ლოგო ანდროიდისთვის განკუთვნილ ერთ-ერთი პროგრამის ლოგოს ემთხვევა.

saqarthvelos bankis sakhelit3 საქართველოს ბანკის სახელით დასაქმებაზე თაღლითური პოსტი ვრცელდება

ამას გარდა, გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში რამდენიმე პოსტს ვხვდებით. მათგან ორი  შინაარსობრივად გარეკანის ფოტოზე გამოყენებული ტექსტის იდენტურია. ხოლო საკონტაქტოდ ფეისბუქის ზოგადი ბმული fb.me არის  მითითებული.

saqarthvelos bankis sakhelit4 საქართველოს ბანკის სახელით დასაქმებაზე თაღლითური პოსტი ვრცელდება

ამასთანავე, 31 მაისიდან Lilkidocap რეკლამას ორ განსხვავებულ პოსტს უკეთებდა.  აღნიშნული პოსტები ფეისბუქ-მომხმარებლებს ყველანაირი გამოცდილების გარეშე WhatsApp ასისტენტის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევდა. საქართველოს ბანკის სახელით გავრცელებული ვაკანსიების მსგავსად, ამ განცხადებებშიც არაერთი გრამატიკული შეცდომა იყო დაშვებული.

saqarthvelos bankis sakhelit5 საქართველოს ბანკის სახელით დასაქმებაზე თაღლითური პოსტი ვრცელდება


თეიმურაზ კობახიძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist