რუსული მედია ამტკიცებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი კი არა, უკრაინა ერევა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რეწფგ
57
VIEWS

Medium-ის მასალის მიხედვით

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს კრემლისტურ მედიაში აქტიური განხილვა შეფასებები მოჰყვა. გზავნილების გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც Washingtonpost-მა ანონიმური ინფორმანტის საჩივართან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. საჩივარი ეხებოდა ტრამპისა და სხვა სახელმწიფოს ლიდერის საეჭვო კომუნიკაციას და გაკეთდა ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრიდან 2 კვირის შემდეგ. აშშ-ის წარმომადგენლობათა პალატის დემოკრატებმა დაიწყეს გამოძიება, ჰქონდა თუ არა ადგილი ტრამპისა და მისი ადვოკატის რუდოლფ ჯულიანის მხრიდან უკრაინის მთავრობის მანიპულირებას, რათა უკრაინა ტრამპს პრეზიდენტობის მეორე ვადით არჩევაში დახმარებოდა.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab)  კრემლის ტოპ ტვ არხებზე Rossiya 1, Perviy Kanal და NTV-ზე გაჟღერებული გზავნილები გააანალიზა და 3 მთავარი ნარატივი გამოყო.

ნარატივი 1: უკრაინა ერევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. უკრაინაც და აშშ-ც კორუმპირებულები არიან

Perviy Kanal-ის მტკიცებით, როდესაც ოპონენტებმა დონალდ ტრამპი რუსეთთან გარიგებაში დაადანაშაულეს და 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ალაპარაკდნენ, მთელმა პოლიტიკურმა ესტაბლიშმენტმა აღნიშნული ბრალდება ფაქტად მიიღო. ახლა კი როდესაც, ტრამპმა ბაიდენის გარშემო კორუფციული სკანდალისა და უკრაინის აშშ-ის საქმეებში ჩარევის გამოძიება მოითხოვა, ის აშშ-ის კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს.

Rossiya 1-ის თოქ შოუს თანაწამყვანმა ევგენი პოპოვმა განაცხადა, რომ სწორედ ზელენსკი აღმოჩნდა ის, ვინც აშშ-ის არჩევნებში ერევა და არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მან ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს არ ადარდებს ყირიმის ანექსია და დაფინანსება უკრაინისთვის მხოლოდ იმიტომ გამოყვეს, რომ ზელენსკი ჯო ბაიდენის შვილის საქმეზე გამოძიებაში დაითანხმონ.

NTV-ზე გაჟღერდა ნარატივი, რომ ბაიდენის მიმდინარე საარჩევნო კამპანია უკრაინიდან ფინანსდება და ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან იმიტომ დაითხოვა, რომ მან ზელენსკი ჰანტერ ბაიდენის საქმის გამოძიებაზე ვერ დაითანხმა.

ნარატივი 2: ბაიდენის ოჯახი უკრაინაში კორუფციის სქემაში იყო ჩართული

კრემლისტურმა მედიამ ამჯერად Breitbart-ისა და Fox News-ის მესიჯბოქსი გაავრცელა და ბაიდენის ოჯახის კორუფციაზე ალაპარაკდა ისე, რომ ბრალდებისთვის არც ერთი დამამტკიცებელი საბუთი არ დაურთავს. NTV-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საუბარია, თუ  როგორ აიძულა ჯო ბაიდენმა უკრაინის მთავრობა გაეზარდა ბუნებრივი აირის წარმოება 2015 წელს. NTV-ს მიხედვით, ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი იმ პერიოდში უკრაინული გაზის მწარმოებელი კომპანიის Burisma-ის ბორდის წევრი იყო, რის შედეგადაც მილიონებს გამოიმუშავებდა, ჯო ბაიდენი კი ამ კორუფციულ სქემის მიჩქმალვას ცდილობდა.

ნარატივი 3: დონალდ ტრამპი უკრაინის მეგობარი არ არის

კრემლისტურმა ტვ არხებმა ასევე გაავრცელეს გზავნილები იმის შესახებ, თითქოს ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ახლო მოკავშირედ არ აღიქვამს და თავად ტრამპიც არ არის დაინტერესებული უკრაინასთან კავშირების შენარჩუნებით. მაგალითისთვის, Rossiya 1 ამტკიცებს, რომ ტრამპი არ ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას იმ მიზეზით, რომ 2016 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას დახმარება გაუწია ტრამპის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებაში.

Rossiya 1-ისა და NTV-ს მიხედვით, ტრამპს ისიც არ შეუძლია, რომ უკრაინა რუკაზე იპოვნოს და “ნათელი მხარე” 2004 წელს მის სამყაროს გამარჯვებული უკრაინელი მოდელი ალექსანდრა ნიკოლაენკოა, რომელიც ერთადერთია რაც შეიძლება ტრამპს უკრაინაზე გაახსენდეს.

(Amicusmongolia)

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist