როგორ თარგმნა რუსმა კომედიანტმა google translate-ში კორონავირუსი მასონურ ნიშნად? 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

171
VIEWS

25 იანვრიდან ფეისბუქზე სხვადასხვა საჯარო ჯგუფსა და ინდივიდუალურ ანგარიშებს შორის ფეისბუქ მომხმარებელ Vazha Meladze-ს 2020 წლის 22 მარტის ვიდეო აქტიურად ვრცელდება. ვიდეოში ავტორი კორონავირუსის ლათინურ წარწერას  google translate-ში შებრუნებულად წერს (coronavirus – surivanoroc), ბოლო ორ მარცვალს შორის ადგილებს ტოვებს  და შედეგად ქართულ თარგმანში “მზის ამოსვლა და თვალს,” რუსულად კი “Восход и глаз-ს” იღებს, ამ უკანასკნელი სიტყვების Google-ის საძიებო სისტემით მოძებნით კი “მასონური ნიშნის” ფოტოები ჩნდება. ვიდეოს 28 იანვრის მონაცემებით 2900 გაზიარება აქვს.

 

;

;

თუ google translate-ში “surivan or oc-ს” ჩაწერთ და რუსულ ენაზე მიღებულ შედეგს “დაგუგლავთ,” შედეგად “მასონური ნიშან” პირამიდასა და თვალს ნამდვილად მიიღებთ, თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათ შორის რაიმე კავშირის არსებობა კონსპირაციის თეორიაა და სათავეს რუსი კომიკოსისგან იღებს. 

  • როგორ დაუკავშირდა კორონავირუსი მასონებს?

ახალი ტიპის კორონავირუსის მსოფლიო პანდემიად გადაქცევიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა 2020 წლის 18 მარტს  რუსული გადაცემა “კომედი კლუბის” წამყვანმა თიმურ ბატრუტდინოვმა თავის ინსტაგრამ გვერდზე განათავსა პოსტი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მან თრილერების ცნობილი ავტორის დენ ბრაუნისთვის დამახასიათებელი სახუმარო შემთხვევა იპოვა და კორონავირუსის ლათინური სახელწოდების “გუგლში” შებრუნებლად რუსულ ენაზე გადათარგმნითა და შედეგის კვლავ “გუგლის” საძიებო სისტემით მოძებნისას “მასონთა ნიშანს” მიაგნო.

;

თუ ინსტრუქციას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებით, იდენტურ შედეგს მიიღებთ,

;

თუმცა, სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა ეს კონსპირაციის თეორია სინამდვილედ აღიქვა, დაიჯერა და გავრცელება დაიწყო, რის გამოც კონსპირაციის კომიკოს ავტორს  ინსტაგრამ პოსტში განმარტების დამატება მოუწია, თიმურ ბატრუტდინოვმა ჩაამატა, რომ ყოველგვარი “კონსპირაციული უაზრობის” მიღმა ვირუსი რეალურია და ადამიანებმა ჩამოთვლილი წესები უნდა დაიცვან.

;

2020 წლის მარტში ამ კონსპირაციას ბევრი ადამიანი მიჰყვა და შედეგების საჩვენებლად ვიდეოებიც გადაიღო, საქართველოში ამგვარი ვიდეო Vazha Meladze-ის გარდა, “ექვკლუზივი TV-მაც” გამოაქვეყნა.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist